Connect with us

თავის მოვლა

პანთენოლი თმის გასაზრდელად: სუპერ ეფექტი!

ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ „პანთენოლი“ ზღვაზე თან მიგვაქვს. დამწვრობისთვის უკეთეს საშუალებას ვერ იპოვით. ალბათ, ასეთი ძლიერი შემახორცებელი ეფექტი არც ერთ სააფთიაქო პრეპარატს არ აქვს! ბევრმა არ იცის, რომ პანთენოლი თმის მხსნელია ნებისმიერ სიტუაციაში!

საქმე იმაშია, რომ ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს სინთეტიკურ ვიტამინს B5, რომელიც კანის ზედაპირზე და მათ შორის თმის ბოლქვებზე ზრუნავს. დ–პანთენოლი გამოიყენება იმ ადამიანების სამკურნალოდ, რომლებმაც ქიმიოთერაპიის კურსი გაიარეს, და თმა კვლავ იზრდება!

დაზიანებული თმისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს, მაგრამ ამას მაღალ შეფასებას ვუწერ! და აი, რატომ.

„პანთენოლი“ თმისთვის

სასიამოვნო კონსისტენციის პანთენოლი ჩემი საყვარელი თმის ნიღაბი დიდი ხანია გახდა. ის თითოეულ თმის ღერს თხელი გარსით ეხვევა, ატენიანებს და კვებავს, მაგრამ ამასთან თმაზე სიმძიმის ეფექტს არ ქმნის. თმა მოცულობას იძენს, სქელი ხდება და სწრაფად იზრდება!

დ–პანთელონის გამოყენება

დაბანილ, ოდნავ სველ თმაზე სპრეი მთელ სიგრძეზე შეისხით, არ ჩამოიბანოთ. ჯადოსნური საშუალება დავარცხნას რთულად ექვემდებარება! ასევე შეგიძლიათ თხევადი „პანთენოლი“ გამოიყენოთ.

„პანთელონი“ ქაფის სახით გამოიყენეთ, როგორც ჩვეულებრივი თმის ქაფი. სწრაფი ზრდის ეფექტით გაოცებული ვიყავი: ერთ თვეში ჩემი ვარცხნილობა წარმოუდგენლად შეიცვალა! შედეგი მარტივად აიხსნება: დერმატოლოგების მიერ ნაქები B5 თმის სპეციალურ კოსმეტიკაში მხოლოდ 2-5%–ით შედის, ხოლო „პანთენოლში“ 75%–მდე.

ნიღაბი პანთენოლით თმის გასაზრდელად

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ პანთენოლი (კრემი, გელი ან ქაფი)

გამოყენება:

  1. ორი სახის ზეთი და კვერცხის გული აურიეთ, წყლის ორთქლზე შეათბეთ.
  2. თბილ, მაგრამ არა ცხელ ნარევს პანთენოლი დაუმატეთ.
  3. ნიღაბი სუფთა თმაზე წაისვით, თმა საკვები პარკი ან ფოლგა შემოიხვიეთ და თბილად შეიფუთეთ.
  4. 1 საათში ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ასეთი ნიღაბი კვირაში მხოლოდ 2–ჯერ გაიკეთეთ და თქვენ შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ასეთი ლამაზი თმა არასდროს არ მქონია, სანამ ამ ჯადოსნური საშუალების გამოყენება არ დავიწყე. სცადეთ და თავად დარწმუნდით.

სახის ნიღაბი „პანთენოლით“ ასევე ძალიან სასარგებლოა, ჩვეულებრივ თმის ნიღაბთან ერთად ვიკეთებ. კანი ახალგაზრდულად გამოიყურება, დეფექტები ქრება, სახე ჯანსაღ ფერს იძენს. ამ ღირებული მინიშნების შესახებ მეგობრებს უამბეთ. დარწმუნებული ვარ, გამოადგებათ. ამ საშუალებით რაპუნცელის მსგავსს თმას მიიღებთ.