Connect with us

ჯანმრთელობა

ოჯახის აფთიაქი სახლის რაფაზე: “ფულის ხის” სამკურნალო თვისებები

“ფულის ხე” დიასახლისებში ძალიან პოპულარულია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიმდიდრეს, წარმატებასა და კეთილდღეობას იზიდავს, არამედ იმიტომ, რომ მას ძალიან ბევრი სამკურნალო თვისებები აქვს. ეს მცენარე ყველასთვის ცნობილ ალოეს არაფრით ჩამოუვარდება. გარდა ბევრი დადებითი თისებისა, ის არა პრეტენზიულობით და მოვლის სიმარტივითაც გამოირჩევა. ამბობენ, რომ თუ სახლში ვინმე ავადმყოფობს მისი ფოთლები ოდნავ მოჭკნება, ყვითლდება ან შავდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მცენარე ნეგატიურ ენერგიას ისრუტავს. როდესაც ადამიან ჯანმრთელდება – ფულის ხე კვლავ ლამაზდება და სიცოცხლითივსება.

ფულის ხის სამკურნალო თვისებები

1. მსუბუქი დამწვრობა, ნაკაწრები, დაჭიმულობა და ჭრილობები

ფულის ხის რამდენიმე ფოთოლი გახეხეთ და დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ. შემდეგ ბინტი გადაიხვიეთ და ეს სახვევი ყოველ 5 საათში ერთხელ შეიცვალეთ.

2. მწერების კბენისგან დაცვა
მწერის ნაკბენების ადგილზე დღეში 4-ჯერ ამ მცენარის ფოთლის წვენი წაისვით.

3. პიოლონეფრიტი და ცისტიტი
5 ცალი ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მილიგრამი ცხელი წყალი. დააყენეთ 1 საათით და გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში – 2-ჯერ.

4. ყელის ტკივილი
10 ფოთლიდან წვენი გამოწურეთ, აურიეთ 300 მილიგრამტან წყალტან. ყელში დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ გამოივლეთ.

5. კუჭის წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემები
საკვების პირველ მირებამდე 1 საათით ადრე ფულის ხის 2 ფოთოლი კარგად დაღეჭეთ და გადაყლაპეთ.

6. ტუჩის ჰერპესი
რამდენიმე ფოთლისგან წვენი გამოწურეთ. ჰერპესის გამონაყარზე ყოველდღე შეიზილეთ. შეგიძლიათ ბამბა ამ წვენში დაასველოთ და პლასტირის მეშვეობით ტუჩზე მიიკრათ. ეს პროცედურა 2 დრეზე დიდხანს არ აკეთოთ.

7. ართრიტი და ართროზი
13-15 ფოთლიდან წვენი გამოწრეთ და ღამით სახსრებში შეიზილეთ ხოლმე.

ყურადღება: ფულის ხეში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების გამო მისი შიდა მოხმარების გზით გამოყენება არ შეიძლება, მოერიდეთ მისი წვენი პირისღრუში ან თვალში მოხვედრას. სანამ ფულის ხით მკურნალობას დაიწყებთ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან!!!