Connect with us

ყვავილები

ოხრახუში სახლში: როგორ გავზარდოთ მწვანილი

ოხრახუში კულინარიაში ფართოდ გამოიყენება. ამ მწვანილის დახმარებით კერძი არა მხოლოდ გემრიელი და არომატული, არამედ უფრო ლამაზი ხდება. დაჭრილი ოხრახუში უბრალო გარნირსაც ალამაზებს. უდავოდ, მწვანილი მთელი წელი გვჭირდება. საბედნიეროდ, ოხრახუში უპრეტენზიოა და მის გაზრდას სახლის პირობებში შეძლებთ. ყველა ოცნებობს, რომ ზამთარ–ზაფხულ ახალი მწვანილი ქიმიკატების გარეშე ჰქონდეს. ფანჯრის რაფაზე მწვანილის გაზრდისას პრობლემები არ წარმოიშვება. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაზარდოთ ოხრახუში ფანჯრის რაფაზე.

სახეობა აირჩიეთ

სახლის პირობებში დასარგავად ოხრახუშის ყველა სახეობა არ გამოგადგებათ. სჯობს დაბალი ხუჭუჭა სახეობა შეარჩიოთ. ფანჯრის რაფაზეც ლამაზად გამოიყურება, რადგან ძალიან მაღალი არ იზრდება.

დასარგავი ჭურჭელი აირჩიეთ

ნებისმიერი ცარიელი ქოთანი ან კონტეინერი გამოგადგებათ. დაიცავით მხოლოდ 1 წესი: რაც უფრო მეტი მწვანილის გაზრდა გსურთ, მით უფრო ფართო ქოთანი გამოიყენეთ.

ოხრახუშის დარგვა

1. ქოთნის ძირში დრენაჟის ფენა ან კერამზიტი მოათავსეთ, შემდეგ მიწით გაავსეთ ისე, რომ ქოთნის პირიდან 5 სმ ცარიელი დატოვოთ.

2. თესლი უხვად მოაყარეთ. არ იძუნწოთ, რადგან ყველა გაიზრდება.

3. მიწა თესლიანად წყლით დანამეთ.

4. თესლებს კიდევ 2 სმ მიწა მოაყარეთ.

5. მიწა კვლავ წყლით დანამეთ. პულვერიზატორი გამოიყენეთ.

6. ქოთანს პარკი, გამჭვირვალე სახურავი ან მინა დააფარეთ და თბილ ადგილას გასაღვივებლად გაიტანეთ.

ოხრახუშის მოვლა

  1. 2-4 კვირაში პირველი აღმონაცენი გამოჩნდება. დაუყონებლივ სახურავი მოხადეთ და თბილ ადგილას გაიტანეთ.
  2. შუა შემოდგომიდან შუა გაზაფხულამდე ოხრახუშს ფიტონათურის დანათება სჭირდება.
  3. მწვანილი ზომიერად მორწყეთ: ცოტა წყლით და მხოლოდ მაშინ, როცა მიწა გაშრება.
  4. ოხრახუში ბოსტნეულისთვის განკუთვნილი ნებისმიერი უნივერსალური სასუქით გამოკვებეთ.

ოხრახუშის გაზრდა სახლის პირობებში რთული არაა. თან ფანჯრის რაფაზე ახალი მწვანილი ლამაზად გამოიყურება. სასარგებლო ვიტამინების და მიკროელემენტების მარაგი მთელი წელი უზრუნველყოფილი გექნებათ. თქვენ ზრდით მწვანილს ფანჯრის რაფაზე?