Connect with us

ჰოროსკოპი

ოქტომბერი 5 ზოდიაქოს ნიშანს წარმატებას მოუტანს. ვინ არის იღბლიანებს შორის?

იუპიტერი (იღბლის მთვარი მომწოდებელი) თხის რქაში წარმატებაზე გულუხვი არაა. მას ბევრის მოცემა სურს, მაგრამ წესებით, კანონებით, აკრძალვებით და ობიექტური არახელსაყრელი პირობებით შეზღუდულია.

სწორედ ამიტომ, მისგან ჯილდოს მიიღებენ ისინი, რომლებიც კარგად გაირჯებიან და რომელთა წარმატებაც კონკრეტულ საფუძვლებს ეყრდობა. ამ ადამიანებს პრაქტიკული მიღწევები აქვთ, მათ საქმეში ინვესტიცია ჩადეს.

ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ეხება, მაგრამ იუპიტერი რამდენიმე ნიშანს განსაკუთრებულად გამოყოფს. ესაა თხის რქა, თევზები, კურო, სასწორი და ქალწული.

თხის რქა – იღბლიანი #1

იუპიტერი თხის რქაში ამ ნიშნის მოქმედებას მასშტაბურობას შემატებს, ხოლო თავად მას – წონას, სოლიდურობას და ავტორიტეტს. ის მნიშვნელოვან სოციალურ როლს შეასრულებს – ზოგი დიდ სამყაროში, მაგალითად, პოპულარული პოლიტიკოსი გახდება, ზოგი – საკუთარი გარემოს ფარგლებში.

მისი ინიციატივები წარმატებით დასრულდება, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ყველაფერს დეტალურად გათვლის და ბევრს იმუშავებს. ნაცნობების, დამსაქმებლების, მასწავლებლების თვალში პოზიტიური იმიჯის შექმნის მცდელობა კარგ შედეგს გამოიღებს. მას თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება – შესანიშნავი სამსახური ან ბიზნესი, საზოგადოებრივი დავალება, პერსპექტიული საქმე.

თუ თხის რქას რაიმეს სწავლა, რაიმე ნიჭის განვითარება სურს, ამისთვის შესაფერისი პირობები შეიქმნება. მას კარგ კურსზე მოხვედრაში გაუმართლებს, თვითგანვითარებისთვის ფული ექნება, საზღვარგარეთ წასვლას შეძლებს.

თევზები – მე-2 ადგილი იღბლიანობის მიხედვით

2-20 ოქტომბერი იუპიტერის სექსტილი ნეპტუნთან თევზებში თევზებს წარმატებას მოუტანს.

მან გულისხმიერებასა და სიკეთეზე ფსონი უნდა დადოს, ქველმოქმედებით დაკავდეს, კეთილი საქმეები გააკეთოს – ეს აუცილებლად ჩაითვლება და არა კარმაში, არამედ ყველაზე პრაქტიკულ დონეზე. ისინი ცნობილი გახდებიან, როგორც მოხალისეები და კეთილის მსურველები. მათი ძალისხმევა საზოგადოების და გავლენიანი წარმომადგენლების მიერ აღიარებული იქნება.

კიდევ ერთი სფერო, სადაც თევზები აღიარებას იპოვიან – ხელოვნება. მათი შემოქმედება პოპულარული იქნება. ის აღიარებას მოიპოვებს, შეუძლია სადმე გამოვიდეს, თავისი ნამუშევრები გამოფინოს, გამოაქვეყნოს.

და ბოლოს, რაშიც თევზებს გაუმართლებს – ინტუიცია. ის ყოველთვის კარგ შედეგებს მოგცემთ. ინტუიციას უნდა ენდოთ, ასე საქმეში, ფულში, სიყვარულში და სხვა ყველაფერში წარმატებას მოიპოვებთ – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიმართულებას გაძლევთ შინაგანი ხმა.

კურო, ქალწული და სასწორი – ტოპ იღბლიანებს ხურავენ

19 ოქტომბერს იუპიტერის და ვენერას ტრინი მოხდება. ის საქმესა და სიყვარულში წარმატებას მოგიტანთ. ვენერა ქალწულში სუსტია, ამიტომ რაიმე უცნაურს არ უნდა ელოდოთ: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქუჩაში ვინმე გაგეცნობათ, „ფორბსის“ სიიდან ვინმე დაოჯახებას გთხოვთ, ან ხელში დიდ სიმდიდრეს ჩაიგდებთ. თუმცა შესაძლებლობა გაქვთ, რომ რაიმე იაფად იყიდოთ ან საჩუქრად რაღაც საჭირო მიიღოთ, წარმატების წყალობით ფული მიიღოთ ან განსაკუთრებულ, ზღაპრულად ლამაზ პაემანზე წახვიდეთ, სიყვარულში აღიარება მოისმინოთ.

ყველაზე მეტად ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფ ნიშნებს გაუმართლებთ – კუროს და სასწორს, ასევე ქალწულს, ვის ნიშანშიც ვენერა იმყოფება. კურომ გასართობ კონკურსებში თავი უნდა გამოსცადოს, სპორტში, იპოდრომზე და იმ ადგილებში, სადაც ხალხი ისვენებს და ერთობა. აქ, არა მხოლოდ ფულის, არამედ სიყვარულის პოვნაც შეიძლება. სასწორი დამალულ ძვირფასეულობას იპოვის ან ანონიმურ საჩუქარს მიიღებს. ასევე მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი. ქალწულს სიყვარულში გაუმართლებს, სადაც ის ინიციატივას გამოიჩენს.

თუ ამ სიაში არ ხართ, მაშინ

თქვენთვისაც არსებობს ხელსაყრელი დღეები. ესაა მთვარის და იუპიტერის ხელსაყრელი ასპექტები. ის მცირე იღბალს მოგიტანთ. 5, 14 და 22 ოქტომბერს კარგზე განეწყვეთ. როცა გაგიმართლებთ, დიდხანს არ იფიქროთ, წარმატებას ხელი ჩაკიდეთ: წარმატებული პერიოდი მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდება.