Connect with us

ჯანმრთელობა

ორსულობის შეწყვეტა შეიძლება ისე მოხდეს, რომ ქალმა ამის შესახებ ვერც კი გაიგოს

მუცლის მოშლა საშინელი მოვლენაა, მაგრამ მას იდუმალებაც ახლავს თან. ექიმები დღემდე ვერ ხვდებიან თუ რატომ ხდება ეს მოვლენა. ის ყველა ქალს სხვადასხვაგვარად გადააქვს. სტატისტიკის მიხედვით ორსულობის 15-25% მუცლის მოშლით მთავრდება, თუმცა თუ იმ ორსულობის ფაქტებსც გავითვალისწინებთ რომლის შესახებაც ქალებმა არაფერი იცოდნენ, ეს რიცხვი 50%-მდე გაიზრდება.

შეიძლება ქალი დაორსულდეს, გართულებების შედეგად კი ბავშვი დაკარგოს, მაგრამ ეს ყველაფერი ისე მოხდეს, რომ მან თავად ვერაფერი გაიგოს. უმეტეს შემთხვევებში ეს მუცლის ქიმიური მოშლის დროს ხდება – როდესაც ორსულობა საშვილოსნოში ნაყოფის იმპლანტაციიდან მალევე ხდება.

ალბათ ფიქრობთ, რომ მუცლის მოშლის ვერ შემჩნევა შეუძლებელია?! ორსულობის საწყის პერიოდში მუცლის მოშლა შეუმჩნეველია, ჩვეულებრივ ეს მუცლის ტკივილითა და სისხლდენით გამოიხატება, ის მარტივად შეიძლება მენსტრუალურ ციკლში შეგეშალოთ.

როდესაც ქალმა იცის, რომ ორსულად არის მაგრამ ვერ ხვდება რომ ბავშვი დაკარგა, ეს “გამოტოვებული ორსულობაა”. ორგანიზმი არ აღიარებს, რომ მუცელი მოეშალა და აგრძელებს ჰორმონების გამომუშავებას, რომლის გამოც ქალი ორსულობის სიმპტომებს გრძნობს, სანამ ექოსკოპიაზე არ მივა და არ ნახავს, რომ ბავშვის გულის ცემა არ არის. ასეთი რამ ძალიან იშვიათად, მხოლოდ 1% შემთხვევებში ხდება.

ქალმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ორსულად არის და მუცელი მოეშალოს. ამ დროს შემდეგ სიმპტომებს ის მენსტრუალურ ციკლთან აკავშირებს:

  • სისხლის ჭარბი გამოყოფა
  • მუცლის ძლიერი ტკივილი
  • ტემპერატურა
  • სისუსტე
  • ზურგის ტკივილი

თუ ასეთი მდგომარეობის დროს, ეჭვი შეგეპარათ, აუცილებლად დააკვირდით გამონადენს, თუ მასში თეთრ კოლტებს შენიშნავთ, დიდი ალბათობით, ეს გამონადენი მუცლის მოშლას უკავშირდება.