Connect with us

ჯანმრთელობა

ორგანიზმის დეტოქსი: რჩევები ღვიძლის წმენდასთან დაკავაშირებით რომლებიც არასდროს უნდა გაითვალსიწინოთ

როგორ უნდა განსაზღვროთ თუ რამდენად პროფესიონალი ექიმია თქვენს წინაშე?! მეთოდი ძალიან მარტივია – თუ ის სიტყვებს “შლაკები” და “ტოქსინები” ხშირად იყენებს და გირჩევთ, რომ აუცილებლად ჩაიტაროთ დეტოქსი, იცოდეთ, რომ ამ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაემშვიდობოთ. ღვიძლის დეტოქსი – მისი ე.წ. შლკაებისგან გაწმენდა არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ ხშირ შემთხვევაში ორგანიზმისა და თირკმელებისთვის საზიანოც გახლავთ. მეცნიერებმა ყვე;ასთვის კარგად ცნობილი შლაკები ჩვენს ორგანიზმში ჯერ ვერ აღმოაჩინეს. ამ სტატიაში ვეცნებით აგიხსნათ თუ რატომ არის ღვიძლის დეტოქსი უსარგებლო და მავნე ქმედება.

რატომ არ ჭირდება ჩვენს ორგანიზმს დეტოქსი?!

უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ როგორც უკვე ვახსენეთ, ორგანიზმში მეცნიერებმა ვერც შლაკები აღმოაჩინეს და ვერც ტიქსინები. ვერანაირმა ანალიზმა ან კვლევამ ვერ შეძლო მეცნიერებისთვის ამ საიდუმლოებებით მოცული შლაკებისა და ტოქსინების ჩენება. ის რაც ჩვენს ორგანიზმში საკვებისგან გროვდება – მეტაბოლიტებია, ცილების დაშლის პროდუქტი. თუმცა სამწუხაროდ წვენებით, სმუზით და სხვა “დეტოქს-რეცეპტებით” მათთან გამკლავება შეუძლებელია – საჭიროა ჰემოდიალიზი.

მეორე მიზეზი, რომლის გამოც ორგანიზმს დეტოქსი საერთოდ არ ჭირდება – ღვიძლს აქვს უნარი რომელიც მას თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულების საშუალებას ნახევრად დაზიანებულ მდგომარეობაშიც აძლევს. მოკლედ რომ ვთქვათ ღვიძლი და თირკმელი ჩვენი ორგანიზმის დეტოქსის “ინსტრუმეტებია”, რომლებიც შესანიშნავად უმკლავდებიან თავიანთ სამუშაოს – თუ რა თქმა უნდა ხელს არ შეუშლით. თირკმელები მუშაობას და ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას მაშინაც აგელებენ როდესაც მათში ნეფრონების მხოლოდ 30%-ია მორჩენილი. ღვილი კი ჰეპატიცები (ღვიძლის უნიკალური უჯრედები) 15%-ის არსებობის შემთხვევაშიც მუშაობს.

რით არის საშიში ტრადიციული დეტოქს პროგრამები?

ყველაზე პოპულარული რჩევები ორგანიზმის დეტოქსთან დაკავშირებით – ჩვეული რაციონის სმუზებზე ან წვენებზე ჩანაცვლება, ეს უკანასკნელი რჩევა მედიცინის კუთხით თუ ვიმსჯელებთ – ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ხილი და ბოსტნეული ნამდვილად სასარგებლოა თუმცა წვენის სახით ნაკლებად. ათი მთავარი ღირებულება ბოჭკოს მაღალი შემცველობაა და გამოწურვის შემდეგ ამ დადებით თვისებას ნაგავში ვყრით. შედეგად გვრცება მხოლოდ ხილის შაქარი, ფრუქტოზა – რომელიც ძალიან სწრაფად გაიწოვება სისხლში. წვენების რეგულარული მიღება ძალიან უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე. თუ რამდენიმე თვის მანძილზე, ყოველდღიურად 3 ჭიქა წვენს დალევთ, გულ სისზლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი 80%-ით გაიზრდება.

მეორე პოპულარული პროდუქტი დეტოქსისთვის – ზეთი და ლიმონის წვენი. ამ მეთოდის ქვტორები დღის განმავლობაში, მშიერ კუჭზე 2 ლიტრამდე ზეთის დალევას გვირჩევენ. მათი მტკიცებით შემდეგ შეუირაღებელი თვალითაც შევძლებთ მცირე, თეთრი წარმონაქმნების დანახვას, ეს თეთრი წარმონაქმნები დიეტის ავტორების თქმით შლაკებს წარმაოდგენს, თუმცა სინამდვილეში ეს ნაღველის და ცხიმის ურთერთქმედების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებია. ისინი ჭარბი ცხიმის მიღების შედეგად წარმოიქმნება. ალბათ იცით, რომ თუნდაც ყველაზე სასარგებლო ზეთის – ზეითუნის ზეთის დღიური ნორმა 3-4 სუფრის კოვზია, ისიც არა მშიერ კუჭზე. ჭარბი ზეთის მირება კუჭქვეშა ჯირკვალს და ღვიძლს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს. ჭარბი დოზით წყლის მირებაც სახიფათოა. ყველამ უნდა მიიღოს დღიური ნორმა, 2 ლიტრი წყალი, თუ ნორმას გადააჭარბებთ ორგანიზმში ელექტროლიტების და მარილის ბალანსს დარღვევთ, ეს თირკმელებსაც გადატვირთავს და ალბათ ხვდებით, რომ რა საზიანოა ეს თირკმელებისთვის…

როგორ დავეხმაროთ ღვიძლს?

თუ ძალიან გინდათ ღვიძლისა და თირკმელების დახმარბა, უბრალო და სასარგებლო ჩვევები გაჩინეთ. მეტი უმი ბოსტნეული და ხილი მიირთვით (რეკომენდებული დღეში 400 გრამი), ეცადეთ სწორად იკვებოთ, შეამცირეთ სწრაფი ნახშირწყლების და ტრანს-ცხიმების რაოდენობა. უარი თქვით ალკოჰოლზე ან ეცადეთ მისი რაოდენობა მაიცნ შეამციროტ, უარი თქვით ბადების მოხმარებაზე, რადგან მათი გამოყენება არც თუ ისე სასარგებლოა როგორც მარკეტოლოგები გვიხსნიან. რაც მთავარია – ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ მოძებნით საეჭვო “მკურნალებს” და ნურც მათ რცევებს ენდობით.