Connect with us

ტესტები

ოპტიკური ილუზია, რომელიც პიროვნების ფარული კუთხეების დანახვაში დაგეხმარებათ. ყურადღებით დააკვირდით

ოპტიკური ილუზია შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ გასართობად, არამედ საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტებისთვის. მთავარია, სწრაფად დააფიქსიროთ გამოსახულება, რომლის დანახვაც მოახერხეთ. გამოცდილ სპეციალისტს მხოლოდ ამ მონაცემის გაშიფვრით საცდელ სუბიექტზე მეტი ინფორმაციის გაგება შეუძლია.

Аlltime.ge–ს რედაქცია მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ. ზემოთ მოცემულ სურათს შეხედეთ, რომ საკუთარი თავი უკეთ შეიცნოთ. პირველი, რასაც დაინახავთ, ამოხსნის გასაღებია. გაშიფვრა ქვემოთ წაიკითხეთ.

შეიცანი შენი თავი

1. თუ პირველად სპილო დაინახეთ, ცოტათი ზარმაცი ხართ. ზედმეტი ძალისხმევის გაღება არ გიყვართ, რომ სასურველი მიიღოთ. ხშირად ფიქრობთ, როგორ გაიმარტივოთ საქმე და შეიძლება თუ არა ზოგიერთ საქმეზე საერთოდ უარის თქმა.

ასეთ ადამიანს უყვარს საწოლში დიდხანს კოტრიალი, სამომავლო გეგმებზე ფიქრი, მაგრამ გეგმის განხორციელებას არ ჩქარობს. უსაქმურს ვერ ვუწოდებთ. მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, რომელსაც სრულად მოდუნების მომენტები სჭირდება.

2. პირველად ქალის სახეს ხედავს აქტიური ადამიანი, რომელიც ყოველთვის ენერგიულია. ყოველ დილით სიამოვნებით იღვიძებს, რომ ბევრი რამ მოასწროს.

ასეთ ადამიანს ბევრი საქმე და გატაცება აქვს. ამ მრავალფეროვნებით ხარობს. აქ ახალი მწვერვალების დასაპყრობად შთაგონებას იღებს. ასეთი აქტიური ადამიანის გონება მუდმივად მოძრაობაშია და ახალ იდეებს ეძებს.

Advertisement

კიდევ ერთი ტესტი

კიდევ ერთ საინტერესო ტესტს გთავაზობთ, რომელიც რომანტიკულ ურთიერთობებში ქცევის თავისებურებებს გამოავლენს. ერთ წუთზე მეტს არ წაგართმევთ. უბრალოდ ქვემოთ მოცემულ სურათს შეხედეთ. დაიმახსოვრეთ, რა დაინახეთ პირველად და გაშიფვრა წაიკითხეთ.

1. პირველად მოხუცის სახეს ხედავს ის, ვისაც შეუძლია ურთიერთობას გარედან შეხედოს. საერთო სურათს ყოველთვის აკონტროლებთ, გრძნობები არ გაბნევთ. რომანტიკულ ურთიერთობას ინარჩუნებთ მხოლოდ იმ ადამიანთან, ვინც მზად არის ამ ურთიერთობაში ჩადოს თავისი რესურსები (დრო, ემოცია, ენერგია).

2. ცხენზე ამხედრებულ კაცს ხედავს ის, ვისაც ამჟამინდელი ურთიერთობა აკმაყოფილებს. შესაძლოა, თქვენს გვერდით არის შესაფერისი ადამიანი, მაგრამ არის ნიუანსები, რომელიც ყველაფერს აფუჭებს. თან იმდენად აფუჭებს, რომ ჰორიზონტზე ურთიერთობის გაწყვეტა ჩანს. შეიძლება ყველაფრის გამოსწორება, რომ თავიდან აიცილოთ?

3. მდინარის ნაპირზე მწოლიარე გოგონას ხედავს ის, ვინც ნამდვილი სიყვარულის ძიებაში იმედგაცრუებულია. ახალი ურთიერთობა არ იზიდავს, უფრო აშინებს, რადგან დიდი რისკია, რომ ყველაფერი მორიგი იმედგაცრუებით დასრულდეს. შესაძლოა, საკუთარ თავს დრო უნდა მისცეთ, რომ ფიქრები და გრძნობები მოაწესრიგოთ.

4. მდინარის თავზე ქვის თაღს ხედავს ის, ვისაც სიახლე და თავგადასავლები სწყურია და არა სტაბილურობა. თქვენთვის ურთიერთობა ბორკილია, რომელიც გბოჭავთ. არ იჩქაროთ გაბრაზება, რადგან თქვენნაირი უდარდელი პარტნიორის პოვნა სავსებით შესაძლებელია.

Advertisement
Advertisement
Advertisement