Connect with us

ჯანმრთელობა

ომეგა 3-ის დეფიციტი

სამსახურში მალე იღლებით? კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ? სახსრები გტკივათ? უსიცოცხლო თმა, მტვრევადი ფრჩხილები და მშრალი კანი? როგორც ჩანს ორგანიზმში ცხიმების ნაკლებობა გაქვთ…

მოდით ჯერ გავერკვიოთ, რა ცხიმებზეა საუბარი, რატომ გჭირდებიან ისინი და რით არის გამოწვეული მათი ნაკლებობა, ხოლო ბოლოს კი მოგიყვებით, რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ, რომ ორგანიზმში ცხიმების რაოდენობა დააბალანსოთ.

ცხიმებს ცუდი რეპუტაცია აქვთ და ბევრი მათი რაციონიდან სრულად გამოდევნას ცდილობს. მაგრამ, საჭიროა სიფრთხილე, რადგან ცხიმები “კარგ” და “ცუდ” ცხიმებად იყოფიან.

ომეგა სამის დეფიციტის სინდრომები

დავიწყოთ ცუდი ცხიმებით. მათ ტრანსცხიმები და გაჯერებული ცხიმები მიეკუთვნებიან, რომლებიც ჭარბი წონის მთავარია დამნაშავეები არიან, ისინი არტერიებსაც ბიდნავენ და კიდევ ბევრი სხვა ნეგატიური მოვლენის თანამონაწილეებიც არიან! ასეთი ცხიმები – უარყოფითები არიან და ორგანიზმში მოხვედრისას ყველა პორცესში ერთვებიან. თუმცა ჩვენს ორგანიზმში კარგი ცხიმებიც არსებობენ, ისინი ბუნებრივები არიან და ჩვენს ორგანიზმს ძალიან სჭირდება ისინი. კარგ ცხიმებს მიეკუთვნება მონოგაჯერებული და პოლიგაჯერებული ცხიმები და ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3.

პოლიგაჯერებული ცხიმი ომეგა სამი, მეცნიერების მიერ იქნა აღმოჩენილი, იმ დროს როდესაც ესკომოსების ძლიერ ჯანმრთელობასა და მათ შორის არსებულ სისცოცხლის ხანგრძლივობის მაღალ მაჩვენებელს იკვლევდნენ. როგორც აღმოჩნდა, მთავარი საიდუმლო დიდი რაოდენობით თევზის მოხმარებაშია, რომელშიც ცხიმოვანი მჟავები შედის. ისინი ჩვენთვის შეუცვლელია, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი მათ დამოუკიდებლად არ გამოიმუშავებს. ერთადერთი საშუალება ომეგა სამის პოლიგაჯერებული ცხიმების მისაღებად – საკვებია. მოდით გავერკვიოთ, რომელი შინაგანი და გარეგანი გამოვლენები მიგვითითებენ ომეგა სამის დეფიციტზე.

გარე გამოხატულებებს მიეკუთვნება თმისა და ფრჩხილების მტვრევა, კანის სიმშრალე და აქერცვლა, ქერტლი. ომეგა სამის ნაკლებობის გამო ადამიანი აგრესიული და მშფოთვარე ხდება, ხდება მხედველობისა და მეხსიერების გაუარესება ხოლო კონცენტრირების უნარი კი უქვეითდება.

ომეგა სამის ნაკლებობის შინაგანი გამოვლინება ძალიან შესამჩნევი არ არის, თუმცა საკმაოდ საშიშია. მათ განეკუთვნებიან: ცუდი ქოლესტერინის დონის მატება, სისხლის შედედება, უჯრედის გარსის დაზიანება.

როგორც ხედავთ პოლიგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები უბრალოდ აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორ შევავსოთ ომეგა 3-ის დეფიციტი?

უპირველეს ყოვლისა, ცხიმიანი და ნახევრად ცხიმიანი ზღვის თევზით. ეს შეიძლება იყოს: თინუსი, ორაგული და სკუმბრია.
რა თქმა უნდა ყველაზე სასარგებლო ახალი თევზია, მაგრამ ცხიმოვანი მჟავები კონსერვებშიც შედის.

მცენარეებიდან შეიძლება სეზამი და სელის თესლი გამოვარჩიოთ. შეგიძლიათ სალათი სელის ან სეზამის ზეთით შეაზავოთ ან მათი თესლის ფხვნილი გამოიყენოთ.

ომეგა სამი კაკალში, ისპანახსი, ბროკოლში, ყვავილოვან კომბოსტოში, ნესვსა და ლობიოშიც გვხვდება.

თუ რაციონის შესარჩევად დრო არ გაქვთ – თევზის ქონი გამოიყენეთ. დღეს უკვე აუცილებელი არ არის მისი კოვზით დალევა, რადგან შეგიძლიათ ის კაფსულების ან საკვები დანამატების სახით მიიღოთ.

ბევრი სასარგებლო მიკროელემენტის უკმარისობა ყოველთვის შესამჩნევი არ არის, ხოლო დეფიციტი წლობით გრძელდება. შეიძლება ცუდი თვითშეგრძნება დროის უქონლობას, ცუდ კლიმატს, გრძელ სამუშაო დღეს ან გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს დავაბრალოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი თვქენი კარგი თვითშეგრძნებისა და განწყობის მთავარი საფუძველია!