Connect with us

ჯანმრთელობა

ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას ბავშვებში ხველის მკურნალობის დროს! ექიმი კომაროვსკი დაჟინებით გვირჩევს

მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა ფიქრობენ, რომ ბავშვებში ხველა – ეს ისეთი პრობლემაა, რომელთან გამკლავებაც დამოუკიდებლად შეუძლიათ. ისინი აფთიაქში მიდიან და ყიდულობენ ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს იმის გაუაზრებლად, თუ როგორ ავნებენ ამით საკუთარ შვილებს.

“1 საათის განმავლობაში ვუყურებდი ტელევიზორს და, ამ დროში, 8 რეკლამა ვნახე იმ მედიკამენტებისა, რომლებიც, მწარმოებლის რწმუნებით, აუცილებლად უნდა მიიღოთ ხველის დროს. ამ უტიფრობას ვეღარ გავუძელი.” – ამბობს ექიმი კომაროვსკი.

როგორ ვუმკურნალოთ ძლიერ ხველას

1. რეკლამირებული პრეპარატების უმეტესობა – ამოსახველებელი ან მუკოლიტური საშუალებაა. მათი ძირითადი ფუნქცია სისველის მოცულობის გაზრდა და ლორწოს გათხელებაა, რაც, თეორიულად, ამარტივებს მის ამოხველებას.

როცა ბავშვს სურდო, ხველა და მომატებული ტემპერატურა აქვს – ეს ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა. რატომ უნდა გაზარდოთ სითხის მოცულობა ფილტვებში, როცა ბავშვს უბრალოდ სურდო აქვს, ან ყელი სტკივა?

2. ამოსახველებელი საშუალება, ქვედა სასუნთქი გზების დაავადების დროს, მხოლოდ ბრონქიტისა და ფილტვების ანთების შემთხვევაშია საჭირო. ეს საშუალებები აუცილებლად მცენარეული წარმომავლობის უნდა იყოს! თუმცა, ყველა დაავადება ექიმის მეთვალყურეობისა და დანიშნულების მიხედვით უნდა განიკურნოს.

3. ხველა ბავშვები გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე უფროსებში. ამოსახველებელი საშუალებების მიღების შემდეგ, ბავშვები ვერ ახერხებენ გაზრდილი მოცულობის სითხის ამოხველებას. გასაკვირი არაა, რომ ბევრ ქვეყანაში არაა რეკომენდებული მუკოლიტური საშუალებების გამოყენება 5 წლამდე ბავშვებში, მათი დანიშნვა 2 წლამდე პატარებისთვის კი – სისხლის სამართლის დანაშაულია.

4. როგორ განვკურნოთ მშრალი ხველა? ამისთვის იდეალურია სტაფილოს წვენი რძით. მიეცით ეს მასა ბავშვს დღეში 4-5ჯერ. ასევე, შეგიძლიათ ძახველის ჩაის ინჰალაციაც გამოიყენოთ.

5. გახსოვდეთ, რომ ეფექტურად მოქმედება სისველეზე, ყველაზე თანამედროვე პრეპარატებითაც კი, ორი აუცილებელი პირობის დაცვის გარეშე შეუძლებელია: სუფთა, გრილი ჰაერი(+18… +20 °С) ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფება, და საკმარისი რაოდენობით თბილი სითხის მიღება.

თვალყური ადევნეთ ბავშვის ოთახში ტენიანობის დონეს! იგი 40–70 პროცენტებს შორის უნდა მერყეობდეს. ჩახუთული ოთახი – გართულების გამოსაწვევად ყველაზე კარგი საშუალებაა. თუ ამას თან ერთვის სურდო და მომატებული ტემპერატურა – ბანალურ გაციებას პნევმონიადაც აქცევთ.

6. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითმკურნალობა ამოსახველებელი პრეპარატებით ძალიან რთული შეიძლება იყოს. ხველა, როგორც ცნობილია, მხოლოდ უსიამოვნო სიმპტომი არაა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდია ორგანიზმის მიერ ფილტვების გასაწმენდად.

ხველის შეკავება ფილტვებში სისველის დაგროვებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ბრონქიტით, პნევმონიით, ან ფილტვებში ვენტილაციის დარღვევით შეიძლება დასრულდეს. ასევე, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების არაზომიერი გამოყენება ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციონირების დარღვევასაც გამოიწვევს.

7. ხველისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება სველი ხველის წინააღმდეგ – დაუშვებელია. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ხველის შეკავება მხოლოდ გაამწვავებს დაავადებას, რამდენადაც ეს პრეპარატები ხელს უწყობს სისველის შეკავებას.

ბანალური რჩევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ამის შეხსენება მუდმივად საჭიროა: არ დაკავდეთ თვითმკურნალობით! ხველის კი არა, კონკრეტული დაავადების განკურნებაა აუცილებელი, რომლის ერთ-ერთი სიმპტომსაც ეს რეფლექსი წარმოადგენს.

თუ სტატიაში მოცემული ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement