ჰოროსკოპი
ნუმეროლოგიური პროგნოზი: წარმატებული დღეები 2020 წლის ოქტომბერში
ნუმეროლოგია რიცხვების მეცნიერებაა. ამ სფეროს ექსპერტები ამბობენ, თუ როგორი იქნება მომავალი ოქტომბერი და რომელი დღეები შეიძლება ჩაითვალოს ხელსაყრელად.
ექსპერტები ოქტომბერს დიდი შესაძლებლობების და წარმატების თვედ მიიჩნევენ. ამ მხრივ რიცხვები უკანასკნელ როლს არ ასრულებენ. ეცადეთ სამყაროში მშვიდობა და სინათლე შემოიტანოთ. ვიზუალიზაციის 5 მნიშვნელოვანი პრინციპი დაიცავით და ამ თვეში წარმატების შანსები გაიზრდება.
მფარველი რიცხვები ოქტომბერში
იმის გასაგებად, თუ რომელი რიცხვი იქნება ოქტომბრის წვეულების მმართველი, მარტივი ნუმეროლოგიური გამოთვლა უნდა ჩაატაროთ. თვის რიცხვი წლის ციფრებს უნდა დააჯამოთ. ოქტომბერი – რიგით მე–10 თვეა, ამიტომ გამოდის: 1+0+2+0+2+0 = 5. თვის მმართველია ხუთი. ეს ჰარმონიის და წონასწორობის სიმბოლოა, ასევე ადამიანს სამყაროს შეცნობის და ბუნების საიდუმლოებების გაგებაში ეხმარება.
შემოდგომის მე–2 თვე ხელსაყრელია მათთვის, ვინც დაბრკოლებებს არ შეუშინდება. დიდი პრობლემები ექნებათ მათ, ვინც დაწყებულ საქმეს ყოველთვის შუა გზაზე ტოვებს, როგორც კი პრობლემებს ხედავს. შეუძლებელი არაფერია, განსაკუთრებით ახლა, როცა რიცხვების ენერგია ახალ წამოწყებას მხარს უჭერს.
ოქტომბრის საუკეთესო თილისმები: ნომერი 5 შესანიშნავ კომბინაციას ქმნის ისეთ ფერებთან, როგორიცაა შინდისფერი, მუქი ლურჯი, ფირუზისფერი. ეს შეფერილობები ყველაზე ხელსაყრელი იქნება. ქვებიდან უპირატესობა ცეცხლის და ჰაერის ნიშნებს მიანიჭეთ. მათ მიეკუთვნება სარდიონი, ქარვა, ტოპაზი, საფირონი, ვეფხვის თვალი, ვარდისფერი კვარცი.
ოქტომბრის ყველაზე კარგი და წარმატებული დღეები
5 ოქტომბერი: ნომერი 5 ამ დღეს უპირობო მმართველი იქნება. ბევრ ადამიანს შიშის დაძლევის და ცხოვრების კარდინალურად შეცვლის შანსი გამოუჩნდება. კარგი დღეა სასიყვარულო აღიარებისთვის, ახალი ურთიერთობის დასაწყებად. საქმიან სფეროში შეგიძლიათ ახალ საქმეს თამამად ხელი მოკიდოთ, გასაუბრებებს და მნიშვნელოვან შეხვედრებს დაესწროთ.
10 ოქტომბერი: სარკისებრი თარიღი ყოველთვის წარმატებული დღეა. 10 ერთის ექვივალენტია, ხოლო ერთი შესანიშნავად ერგება ხუთს, რადგან ორივე რიცხვს უყვარს ახალი დასაწყისი. ორივე ამბიციურ ხალხს მხარს უჭერენ. კარგი დღე იქნება ახალი ცოდნის და უნარის ასათვისებლად. შეგიძლიათ ძვირადღირებული ნივთი თამამად შეიძინოთ, ხალხს პირობა მისცეთ.
14 ოქტომბერი: ამ დღეს ხუთიანის ძირითადი ცხოვრებისეული პრინციპები შეგიძლიათ დაიცვათ, მაგრამ თქვენი საქმეები აუცილებლად უნდა დააბალანსოთ, ყურადღება მიაქციეთ როგორც სიყვარულს, ასევე საქმეს. ამ დღეს სასურველია საშინაო საქმეებს მიხედოთ. ნუმეროლოგია 14 რიცხვში საქმიან მოგზაურობას, მივლინებაში წასვლას არ გირჩევთ. მსუბუქი გასეირნება და მოგზაურობა ქალაქის ფარგლებში კი ხელსაყრელი იქნება.
23 ოქტომბერი: ეს შეიძლება ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ დღედ ჩათვალოთ ოქტომბერში. ხალხთან მუდმივად ურთიერთობის ნაცვლად, ექსპერტები გირჩევენ, კონცენტრირება საკუთარ თავზე, პირად საქმეებზე მოახდინოთ. შეგიძლიათ ოდნავ განმარტოვდეთ და დაფიქრდეთ. 23-ში სამეულის არსებობა იმას ნიშნავს, რომ სულიერ პრაქტიკას და ახალი ცოდნის მიღებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ.