Connect with us

საკითხავი

ნიჟარაში ბლოკირების გასაქრობად სპეციალურ საშუალებას არ ვიყენებ, ნარევს სახლში ვამზადებ

უყურადღებო დიასახლისებს, რომელთა მილიც გაიჭედა, სოდით კანალიზაციის გაწმენდა დაეხმარებათ. ასეთი რამ ხდება და ეს ნორმალურია. ზოგი სიტუაციის გამოსწორებას ვანტუზით და თხელი სადენით ცდილობს, რომ შეკრული ნაგავი დაშალოს. ზოგს ალტერნატიული ვარიანტები მოსწონს.

კანალიზაციის გაწმენდა სოდით

ასეთი შემთხვევისთვის სახლში არა მხოლოდ ვანტუზი, არამედ სხვადასხვა სპეციალური საშუალება უნდა გქონდეთ. ასე დარწმუნებული იქნებით, რომ ბლოკირებას მოიშორებთ. ხრიკები ყოველთვის არ მუშაობს, შეიძლება დაგეხმაროთ და შეიძლება – არა.

რაც მთავარია, ხალხური მეთოდით დიასახლისი საკუთარ საცხოვრებელს ზიანს არ მიაყენებს. მაქსიმუმ, რაც ნაკლებად ეფექტური რჩევის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს – ნული რეაქცია. მაშინ უახლოეს მაღაზიაში სპეციალური საშუალების შეძენა ნამდვილად მოგიწევთ. რა საინტერესო მეთოდები შეიძლება იპოვოთ ინტერნეტ სივრცეში?

ექსპერიმენტული მეთოდი

ინტერნეტის მომხმარებლები საინტერესო ხრიკის გამოყენებას გირჩევენ. გაჭედილ მილში სოდა ჩაყარეთ. არა ჩვეულებრივი სოდა, არამედ ტაფაზე დამუშავებული. 200 გრ სოდა ტაფაზე დაყარეთ. ასევე შეგიძლიათ ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთით მოხალოთ. მნიშვნელოვანი მომენტი: ასეთი დამუშავებისას ნახშირორჟანგი გამოიყოფა, ამიტომ გამწოვი აუცილებლად გამოიყენეთ ან შენობის გასანიავებლად ფანჯრები გააღეთ.

ახლა სოდა მილში ჩაყარეთ, 1–2 საათით მოიცადეთ, შემდეგ წყალი ჩართეთ და მილის გაწმენდას დაელოდეთ. ცუდად არ ჟღერს, მაგრამ ამ მეთოდს კრიტიკოსები ჰყავს. ისინი თვლიან, რომ ვარიანტი დიდად ეფექტური არაა და ბლოკირებას ნამდვილად ვერ გააქრობს. უფრო მეტიც, სოდის გამოყენების მოწინააღმდეგეები ბლოკირების გასაქრობად სოდის და ძმრის გამოყენებას გირჩევენ. მათი თქმით, ეს მეთოდი უფრო ეფექტურად მუშაობს.

სპეციალური საშუალება

ყურადღება მიაქციეთ, რომ სახლში მილის საწმენდი საშუალება აუცილებლად გქონდეთ. ყველაზე ძვირადღირებული და ფართოდ ცნობილი საშუალების შეძენა აუცილებელი არაა. სპეციალურ მაღაზიაში უფრო იაფ, მაგრამ ეფექტურ ვარიანტს იპოვით.

დაგეხმარებათ ნატრიუმის კარბონატი და კაუსტიკური სოდა (ნატრიუმის ჰიდროქსიდი). ცნობილი საკვები სოდისგან განსხვავებით, რომელსაც ცომში ვამატებთ და ყელში ვივლებთ, ეს უფრო ძლიერია. ლორწოვანი გარსი ან კანი მარტივად შეიძლება დააზიანოს, ასე რომ მისი გამოყენებისას ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თვალში, ცხვირსა თუ პირში არაფერი მოხვდეს.

კანალიზაციის სწრაფი წმენდა სოდით: 2 ხელმისაწვდომი მეთოდი

ნატრიუმის კარბონატი გამოიყენება სანტექნიკის, ჭუჭყიანი ფილების, ნადების, ძველი ცხიმის და ობის საწმენდად. ეს სოდა ნიჟარაში ბლოკირებასაც გაუმკლავდება. 2 ს/კ ნატრიუმის კარბონატი 1 ჭიქა მდუღარე წყალში გააზავეთ. ასეთი სოდით კანალიზაციის წმენდამ სწრაფად და დამატებითი პრობლემის გარეშე უნდა ჩაიაროს.

ნატრიუმის ჰიდროქსიდი საკმაოდ აგრესიული საშუალებაა, ამიტომ ხელთათმნის გაკეთება და მხედველობის და სასუნთქი ორგანოებიდან უსაფრთხო მანძილის დაცვა არ დაგავიწყდეთ. კაუსტიკური სოდა ცხიმის, ნამწვის და ჭვარტლის ნებისმიერ კვალს მარტივად აქრობს. ცოტა კაუსტიკური სოდა სარეცხ საშუალებას ან ფხვნილს აურიეთ, შემდეგ ცოტა წყალი დაუმატეთ. წარმოქმნილი ფაფა ნაგვის მოშორებას ხელს შეუწყობს.

კაუსტიკი ადვილად უმკლავდება ორგანულ ნივთიერებებს, რაც ხშირად გაჭედილი მილის მიზეზი ხდება. თმა აბაზანაში, საჭმლის ნარჩენები სამზარეულოში – ამის გარეშე როგორ. გაითვალისწინეთ, რომ კაუსტიკური სოდა წყალთან რეაქციისას მეტ სითბოს წარმოქმნის. უფრო მეტიც, ასეთი სოდის პროცედურას ყველა მილი ვერ უძლებს. ალუმინის, პლასტმასის ან თუთიის ზედაპირები შეიძლება ძლიერ დაზიანდეს.

მილის გასაწმენდად კაუსტიკის გამოყენების პრინციპი მსგავსია, მაგრამ გარკვეული დეტალები მაინც აქვს. მაგალითად, ჯერ მილში ცხელი წყალი ჩაასხით. ეს კაუსტიკური სოდის ორგანულ ნივთიერებასთან რეაქციას ხელს შეუწყობს, შესაბამისად, მილის წმენდის პროცესს ააქტიურებს. სოდის ჩაყრის შემდეგ 1 ჭიქა ცივი წყალი ჩაასხით. 2–3 საათში მილები ცივი წყლის მაქსიმალური ნაკადით ჩარეცხეთ.

სიფრთხილე პირველ რიგში

მოგიწოდებთ, რომ მსგავს ნივთიერებებთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ. თუ საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ, დაუყონებლივ სანტექნიკოსი გამოიძახეთ. სიტუაციები შეიძლება განსხვავებული იყოს და ზოგჯერ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ძლიერმოქმედი ნივთიერებისგან დასაცავად ხელთათმანის გამოყენება და თვალის დაცვა არ დაგავიწყდეთ. ყოველთვის ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იმოქმედეთ.