Connect with us

საკითხავი

ნიკოლა ტესლას ღვთაებრივი კოდი ნებისმიერი სურვილის ასასრულებლად. 9 დღეში შედეგს დაინახავთ

ზოგჯერ ადამიანები ოცნებების ასრულებაში მრავალ წელს ხარჯავენ. ყოველთვის არ გამოდის სურვილის ასრულება, რაზეც ამდენი ხანი მუშაობდით. შეიძლება როგორმე ამ პროცესის დაჩქარება და დასახული მიზნის მიღწევა? ერთი მეთოდი არსებობს და ამაში ნიკოლა ტესლა დაგეხმარებათ.

სურვილების ასრულება

სანუკვარი სურვილის ასასრულებლად ნიკოლა ტესლას ღვთაებრივი კოდი, მეთოდი 369 უნდა გამოიყენოთ. თუ ინტერნეტიდან მიღებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მისი ეფექტურობის მეცნიერული მტკიცებულება არსებობს.

პირველ რიგში, გავიხსენოთ, რატომ ვართ ამ დიდი მეცნიერის მადლიერი. მან ბევრი გამოგონება შექმნა, მათ შორისაა ცვლადი დენი, ლუმინესცენტური სანათი, რენტგენი (თუმცა მის გამოგონებას მიაწერენ ვილჰელმ რენტგენს), რადიო, ასინქრონული ძრავა მტვერსასრუტისთვის და ფენი.

გარდა ამისა, ტესლამ მოიფიქრა მოწყობილობის კონცეფცია, რომელიც თითქმის 100 წლის შემდეგ გამოჩნდა. ერთ–ერთი ასეთი მოწყობილობაა თანამედროვე სმარტფონი. ამბობდა, რომ უსადენო ენერგიით შორ მანძილზე დაკავშირება შესაძლებელი იყო.

ტესლას მეცნიერების სამყაროში გენიოსს დამსახურებულად უწოდებენ. მისი კალმიდან გაჩნდა თეორია, რომ სამყაროს საიდუმლოს გასაღები მათემატიკური თანმიმდევრობით 3, 6, 9 ციფრებში იმალება. ტესლა სამყაროს საიდუმლოს ამოხსნის იდეით შეპყრობილი იყო. ციფრებმა 3, 6 და 9 მისი გონება მთლიანად შთანთქა.

მაგალითად, შენობას სამჯერ გარსს უვლიდა, სანამ შევიდოდა. ხელებს სამჯერ იბანდა და მხოლოდ იმ სასტუმროს ნომერში ჩერდებოდა, რომლის ნომერიც 3–ზე იყოფოდა. გარდა ამისა, ერთდროულად სამ ნომერს ჯავშნიდა.

ღვთაებრივი კოდი 369

როგორ ავხსნათ ტესლას სისწორე მეცნიერულად? არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა გრიგალური მათემატიკა. მასში არის გარკვეული თანმიმდევრობა, რომელიც მეორდება. ციფრები 3, 6 და 9 მასში არასოდეს ხვდება.

მარკო როდინი, რომელიც გრიგალურ მათემატიკას სწავლობდა, თვლის, რომ ეს ციფრები მესამედან მეოთხე განზომილებამდე ვექტორია. მას დინების ველს უწოდებს. ციფრები 3, 6, 9 არაფიზიკური სიხშირის ვიბრაციას წარმოადგენს. ეს რაღაც მეტია, ვიდრე მატერიალური.

ატომები 3-6-9 ფორმულას ემორჩილება. ატომის ბირთვი მისი ფართობის 99%–ს შეადგენს და ეს ყველაფერი თითქმის უხილავი ენერგიაა. იგი მე–3 განზომილების გარეთ მდებარეობს. ცხრა კვანტურ ველს წარმოადგენს. დროც 369 კოდს ემორჩილება. კლასიკურ ციფერბლატს ისრებით დააკვირდით. დრო 3, 6, 9 და 12–ს შორის იყოფა. ხოლო 12 წარმოადგენს 1+2, რაც ასევე სამია. დღეში 24 საათია: 2+4=6. საათში 60 წუთია: 6+0=6. იგივე წამებს ეხება.

მეთოდი 369 გეომეტრიის საფუძვლებია. ყველასთვის ცნობილია, რომ წრეში 360 გრადუსია: 3+6+0=9. სამკუთხედის ყველა კუთხის ჯამი 180 გრადუსია: 1+8+0=9. კვადრატების კუთხეების ჯამი 360 გრადუსია: 3+6+0=9.

ეს ციფრი ჩვენს დნმ–შიც დაშიფრულია. ის შედგება 3 ქიმიური ქვედანაყოფისგან ბიოლოგიურ გენებში ერთდროულად 3 თანმიმდევრობით. დნმ–ის 3 ქიმიური ქვედანაყოფის დამატებისას თანმიმდევრობაში გამოდის 6 და 9.

სურვილის ასრულება: როგორ გამოვიყენოთ ტესლას კოდი

ნიკოლა ტესლა ხშირად აღნიშნავდა ენერგიის და ვიბრაციის სიხშირის სამებას. მისი თქმით, სამყაროს გასაგებად ენერგიის, სიხშირის და ვიბრაციის ჩარჩოებზე უნდა დავფიქრდეთ. როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში?

ნაბიჯი №1. აირჩიეთ 3 აფირმაცია, რომელიც აღწერს, რა არის თქვენთვის ახლა მნიშვნელოვანი და ღირებული. ფურცელზე ჩამოწერეთ ისე, თითქოს უკვე ახდა. მაგალითად, შეგიძლიათ დაწეროთ: „ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ჩემს საოცნებო მამაკაცთან ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს“. შენ ამაზე მხოლოდ ოცნებობ, მაგრამ ისე უნდა დაწერო, თითქოს უკვე საყვარელი ადამიანი თქვენ გვერდითაა.

ნაბიჯი №2. დღეში ზუსტად 6–ჯერ ეს აფირმაციები ხმამაღლა ან გულში წაიკითხეთ, ნამდვილი სიხარული განიცადეთ, თითქოს უკვე ყველაფერი გაქვთ, რაზეც ოცნებობდით.

ნაბიჯი №3. წაიკითხეთ აფირმაციები ზუსტად 9 დღე ზედიზედ. სტიკერები სამუშაო ადგილთან ახლოს ან მაცივარზე შეგიძლიათ გააკრათ, რომ არ დაგავიწყდეთ.

Advertisement