Connect with us

კულინარია

ნივრისა და კოჭას პასტა: უძველესი რეცეპტი, რომელიც საუკუნეებმა გამოსცადა

კოჭას ბოლქვი შეიცავს ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტებისა და ამინომჟავების მთელ კომპლექსს. ეს პროდუქტი იდეალურად ეხამება არანაკლებ სასარგებლო პროდუქტს – ნიორს. რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ძალიან ძველია. საუბარია ნივრისა და ჯანჯაფილის პასტაზე, რომელიც ჩინურ, ტაილანდურ და ინდურ სამზარეულოებში კერძების შესაზავებლად გამოიყენება.

პროპორციები შეგიძლიათ ინდივიდუალურად აირჩიოთ, თუმცა იდეალური ვარიანტია – 60% ნიორი და 40% ჯანჯაფილი. პასტა ინახება მაცივარში, უხდება ხორცს, თევზსა და ბოსტნეულს, ასევე, სხვადასხვა სოუსსა და მარინადს. ასეთი გემრიელი დანამატი სეზონურ გაციებებს გაუმკლავდება და იმუნიტეტს გააძლიერებს.

ინგრედიენტები

  • 100 გ ჯანჯაფილი
  • 150 გ ნიორი
  • 1-2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

*ნივრისა და კოჭას რაოდენობა მოცემულია გაწმენდილ მდგომარეობაში.

მომზადება

  1. ნიორი და ჯანჯაფილი დააფქვიეთ ბლენდერში ან დახეხეთ.
  2. დაუმატეთ ზეთი და მარილი, მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, მოათავსეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

აღმოსავლური სამზარეულოს რეცეპტებში სანელებელს სუფრის კოვზებით უმატებენ, თუმცა, თუ ასეთ გაჯერებულ გემოს ჯერ არ ხართ შეჩვეული, დაიწყეთ 1 ჩ.კ.-თი.