Connect with us

ტესტები

ნებისმიერი სურვილი აგისრულდებათ, თუ…

გინდათ, რომ თქვენი დიდი ხნის სურვილი ბოლოს და ბოლოს ახდეს და ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს? როგორც ჩანს, ეს სავსებით შესაძლებელია! მაგია, ეზოთერიკა, სწორი ფსიქოლოგიური განწყობა… უწოდეთ ისე, როგორც გენებოთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს მეთოდი მუშაობს. საკუთარ თავზე გამოვცადე. 1 თვეზე ცოტა მეტი დროა საჭირო ჩანაფიქრის ასასრულებლად.

არ გჯერათ? თავად სცადეთ აღნიშნული ტექნიკა ჯერ მარტივ, დაუფიქრებელ სურვილზე, ხოლო შემდეგ გადადით უშუალოდ უფრო რთულ მიზნებზე. არავითარი მაგიური ხელსაწყოები, კარტი, შელოცვები და წყევლები, საჭიროა მხოლოდ:

  • ნემსი
  • გრძელი ძაფი
  • თქვენი ნივთი
  • სურვილი და რწმენა მისი განხორციელებისა

ნემსის ყუნწში გაატარეთ ძაფი, ამ პროცესის დროს კი ხმამაღლა წარმოთქვით სურვილი. მკვეთრად ჩამოაყალიბეთ ის, თორემ მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ. ძაფი აუცილებლად უნდა იყოს გრძელი, რათა 40 ნაკერს ეყოს. იმ შემთხვევაში, თუ ძაფი არ გეყოფათ, ნუ გააგრძელებთ – თქვენს სურვილს, აღნიშნულ მომენტში, ასრულება არ უწერია. ნუ ჩაიფიქრებთ გარკვეული დროის განმავლობაში.

გააკეთეთ ერთი ნაკერი. შემდეგ ჩაარჭეთ ნემსი ნაკერში და გადადეთ 1 დღით. მეორე დღეს დაუმატეთ კიდევ ერთი ნაკერი. ნაკერები ერთიმეორის მიყოლებით უნდა გააკეთოთ. თუ ინტერვალის გაკეთება უფრო მოსახერხებელია – გააკეთეთ, ოღონდ გახსოვდეთ, რომ ხაზი სწორი და ლამაზი უნდა იყოს – მაშინ სურვილი მარტივად, წინააღმდეგობების გარეშე ასრულდება.

გაიმეორეთ იგივე სულ 40 დღის განმავლობაში. ყოველდღე თითო ნაკერი. ბოლო, მეორმოცე ნაკერის შემდეგ, ხმამაღლა თქვით სურვილი კიდევ ოთხჯერ, ამ დროს კი სამყაროს ოთხ მხარეს მიმართეთ. მხოლოდ ამის შემდეგ განასკვეთ ძაფი.

თუ ყველაფერი სწორად შეასრულეთ, რიტუალიდან 40 დღის შემდეგ, თქვენი სურვილი აღსრულდება.