Connect with us

ვიდეო

ნატურალური იარაღი ჭიანჭველების წინააღმდეგ. პრობლემას თვალის დახამხამებაში გავუმკლავდი

ნატურალური საშუალება ჭიანჭველების საწინააღმდეგოდ: მწერები სახლიდან მანამ გააგდეთ, სანამ ისინი გაგაგდებენ გარეთ

სასიამოვნო დასვენება შეიძლება ერთმა უსიამოვნო მოვლენამ, მწერებმა გაგიფუჭოთ. ადამაინებში, შეიძლება ინსტიქტურ დონეზეც კი, მათ მიმართ შიში და ზიზღი არის ჩადებული. გარდა იმისა, რომ ზოგი მწერი საშინლად იკბინება, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა შეიძლება შეგვიქმნან (მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ტკიპები).

საბედნიეროდ, არსებობს ერთი ძალიან მარტივი მეთოდი, რომელიც აუცილებლად დაგიცავთ მწერებისგან. თქვენ არ მოგიწევთ სპეციალური ქიმიური საშუალებების გამოყენება, რომლებიც, სხვათაშორის, თავად წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები სამუდამოდ

ჭიანჭველების სახლში შემოსევა ზაფხულში ხშირდება. სამწუხაროდ, ამ პრობლემის მსხვერპლი ერთ ზაფხულს თავად გავხდი. ისინი ყველგან იყვნენ: ოთახებში, ავეჯზე და სამზარეულოშიც კი. მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ერთი ნატურალური და რაც მთავარია, ძალიან ეფექტური საშუალების შესახებ შევიტყვე. ინტერნეტ სივრცეში მივაგენი ერთი გამოცდილი პენსიონერის, ოლგა პავლოვნას სტატიას, რომელიც დეტალურად მოგვითხრობს ამ მარტივი პრაქტიკის შესახებ. ჭიანჭველების წინააღმდეგ საბრძოლველი ეს მეთოდი უსაფრთხოა ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვისაც.

ამ ქალბატონის გამარჯვების საიდუმლო მიხაკის ზეთშია. “სახლში მიხაკის ეთერზეთი ყოველთვის მაქვს, რადგან მისი არომატი მწერებს ძალიან აღიზიანებს და მათგან საიმედოდ გვიცვას”.

ახლა გასწავლით სპეციალური ნარევის მოშორებას, რომელიც ზაფხულში მართლაც ეფექტურად დაგიცავთ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. თქვენ 1 ჭიქა თბილი  წყალი და 5-6 წვეთი მხიაკის ეთერზეთი დაგჭირდებათ. დაასველეთ ძველი ქსოვილი ამ ხსნარში და მისი გამოყენებით გაწმინდეთ იატაკი. სახლში თქვენთვის სასიამოვნო, ხოლო ჭიანჭველებისთვის საზარელი არომატი გავრცელდება.

ეს მარტივი მეთოდი აუცილებლად დააფრთხობს მწერებს (არა მხოლოდ ჭიანჭველებს). მიხაკის ზეთი დაგჭირდებათ მხოლოდ წვეთები. ის აბსოლიტურად უსაფრთხოა ჩვენთვის და შინაური ცხოველებისთვის.

თუ ზაფხულობით ხშირად გიწევთ ქალაქგარეთ გასვლა და ბუნებაში ყოფნა, გირჩევთ, მოამზადოთ მისგან ძალიან ეფექტური სპრეი, რომელიც დაგიცავთ ტკიპებისგან და მწვანე მინდვრებში გავრცელებული სხვა მსგავსი მწერებისგან. სპრეის მოსამზადებლად, 1 ჩაის ჭიქა წყალში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი მიხაკის ზეთი, 1 სუფრის კოვზი სპირტი და კარგად გახსენით. გადაიტანეთ ეს სითხე სპრეი-ბოთლში და აუცილებლად გაიყოლეთ ბუნებაში.

აქვე იხილავთ ვიდეო ინსტრუქციასაც სტატიის მთავარი გმირის მონაწილეობით:

არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.