Connect with us

ჯანმრთელობა

ნატურალური ბიოდანამატი საკუთარი ხელით, რომელმაც თითქმის ყველა პრობლემა დამავიწყა. როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები მაწუხებს, ხსნას მხოლოდ ამაში ვნახულობ

ბუნებაში არსებობს ოქროს ფხვნილი, რომელსაც ყველა მედიკამენტის, ნარევის და ანტიასაკობრივი საშუალების ჩანაცვლება შეუძლია. ის განიჭებთ ხანგრძლივ ცხოვრებას, ძლიერ ჯანმრთელობას, კარგ მეხსიერებას და სილამაზეს. ეს ჯადოსნური საშუალებაა გოგრის ფქვილი ბოსტნეულის რბილობისგან.

დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ ძვირფასი ფხვნილი სახლის პირობებში. გაოცებული დარჩებით, როცა გაიგებთ, თუ რამდენ სიმდიდრეს შეიცავს ერთი ჩვეულებრივი გოგრა.

გოგრის ფქვილის სარგებლი

გოგრის თესლსა და გოგრის ფქვილს შორის განსხვავება უნდა იცოდეთ, ეს ფქვილი რბილობისგან კეთდება. მაგალითისთვის, გოგრის თესლში 137-ჯერ ნაკლები A ვიტამინია.

გოგრის ფხვნილს კონცენტრირებული სახით მზის ბოსტნეულის ყველა სამკურნალო თვისება აქვს. სწორედ ამიტომ ეს ბუნებრივი დანამატი თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ.

გოგრის ფქვილი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით:

  • საკვები ბოჭკოებით (პექტინები)
  • A, PP, C, B ჯგუფის ვიტამინებით და ფოლიუმის მჟავით (ქალური ვიტამინი)
  • მანგანუმით, ფოსფორით, თუთიით, რკინით, კალციუმით, კალიუმით
  • ამინომჟავებით: ასპარაინით, ციტრულინით, არგინინით
  • ცხიმოვანი მჟავებით: ომეგა-3 და ომეგა-6

გოგრის ფქვილის გამოყენების მაჩვენებელი:

1. საჭმლის მომნელებელი სისტემის, ღვიძლის და ნაღვლის დაავადებები (დისბაქტერიოზი, გასტრიტი, ყაბზობა და მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, ციროზი, შარდკენჭოვანი დაავადება.

2. გელმინტოზი. გოგრის ყველა ნაწილი, ფქვილი, რბილობი და თესლი, პარაზიტებს ებრძვის.

3. კანის დაავადებები (დიათეზი, სებორეა, ჰერპესი, აკნე)

4. გულის დაავადება. გოგრა სისხლძარღვებს აძლიერებს და მის მოქნილობას ზრდის, ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ნორმალურ არტერიულ წნევას მხარს უჭერს. სასარგებლოა სტენოკარდიის, ათეროსკლეროზის, ინსულტის და ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.

5. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე. გოგრის ფქვილი ცხიმების ცვლას აუმჯობესებს, ნახშირწყლების ათვისებას აფერხებს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

6. სუსტი იმუნიტეტი. უჯრედისის, გაჯერებული ცხიმოვანი მჟავების და ფლავონოიდების წყალობით ბოსტნეულს ტოქსინები, მძიმე ლითონები, მარილი და სხვა მავნე ნივთიერებები გამოაქვს.

7. ცუდი ძილი, ნერვიულობა, ნერვული სისტემის აშლილობა, ავიტამინოზი. ნარინჯისფერი ფხვნილი განწყობას და ძილს აუმჯობესებს, თავის ტკივილს, დეპრესიას და აპათიას აქრობს.

8. ონკოლოგია. გოგრა იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნის განვითარებას აფერხებს.

როგორ მოვამზადოთ გოგრის ფქვილი სახლის პირობებში

გოგრის ფხვნილი ეგზოტიკა სულ არ არის. მის შეძენას მაღაზიებში შეძლებთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მას ხშირად მოხარშული გოგრის პიურესგან ამზადებენ. მასში სასარგებლო თვისებები გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე გამომშრალ რბილობში.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 საშუალო ზომის გოგრა (1 – 1,5 კგ)
  • სტაფილოს სახეხი
  • ბოსტნეულის საშრობი

1. გოგრა გარეცხეთ, შუაზე გაჭერით. თესლები მოაშორეთ, რბილობი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და სახეხზე გახეხეთ.

2. გახეხილი გოგრა ბოსტნეულს საშრობზე მოათავსეთ (თქვენ დაახლოებით 6 ბადეს მიიღებთ). ნელ-ნელა მოაყარეთ, რომ ჰაერი ყველა ბადეში გავიდეს.

3. გოგრა 55-60 გრადუსზე გამოაშრეთ. 2-3 საათით დაიწყეთ, შემდეგ ბადეები შეცვალეთ (უფრო ნესტიანი ქვემოთ გადაიტანეთ). 4-5 საათი გააჩერეთ, შემდეგ მოწყობილობა კიდევ 2 საათით ჩართეთ. ტემპერატურის გაზრდით პროცესს დააჩქარებთ, მაგრამ ასე ბოსტნეულს უფრო ნაკლები საკვები ნივთიერებები ექნება.

4. გამომშრალი გოგრა ყავის საფქვავში ფხვნილის მიღებამდე დაფქვით.

5. თქვენ მიიღებთ გოგრის ფქვილს (მარჯვნივ) და დაუფქვავ გოგრის ბურღულს. ორივე პროდუქტი ერთნაირად სასარგებლოა და შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როგორ გამოვიყენოთ გოგრის ფქვილი

გოგრის ექსტრაქტი ბევრ ადვილად ათვისებად მცენარეულ პროტეინს და ცოტა ნახშირწყლებსა და ცხიმებს შეიცავს. მისი მიღება სასარგებლოა შემდეგი კატეგორიის ადამიანებისთვის:

  • ვეგეტარიენელებისთვის;
  • ქალებისთვის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;
  • სპორტსმენებისთვის;
  • ოპერაციების და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ;
  • მარხვაზე მყოფი ადამიანებისთვის

ბოსტნეულის ფქვილი შეგიძლიათ დაუმატოთ იოგურტს, კეფირს, სოუსს, სასმელებს, სმუზებსა და ფაფას. სითხეში 1-3 ჩ/კ ფქვილი გახსენით და დღეში 2-ჯერ მიიღეთ. სჯობს ფქვილი კურსი ჩაიტაროთ – წელიწადში 3-ჯერ, 2-4 კვირის განმავლობაში.

გოგრის ფქვილი კულინარიაში

მშრალი ექსტრაქტი ხშირად გამოიყენება შესასქელებლად ან დიეტური დანამატის სახით სალათებში, ფაფებში, წვნიანებსა და სოუსებში. გოგრა ბლინის ცომს მსუბუქ მოყვითალო ფერს და წარმოუდგენელ გემოს მიანიჭებს, თევზის და ხორცის კოტლეტების შეწვის დროს ორცხობილას ჩაანაცვლებს.

გოგრის ფქვილი გამომცხვარ პროდუქტებს დაუმატეთ, დაახლოებით 1 ნაწილი ფქვილი 3 ნაწილ ხორბლის ფქვილზე. ღვეზელი, პური და ნამცხვარი ჰაეროვანი გამოვა, დიდხანს ახალივით იქნება და არ გაფუჭდება.

კოსმეტიკა გოგრის ფქვილისგან

ოქროს ფქვილი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად და გაჯანსაღების მიზნით გამოიყენეთ. პროდუქტი შეიცავს თუთიას, ასკორბინის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს მეტიონინებსა და ლიზინს, რომლებიც კანს კოლაგენის, ახალგაზრდობის ცილების, წარმოებაში ეხმარება. თუთია აკნეს ებრძვის და თმის და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს.

ფქვილი ნიღბების და კრემის სახით სახეზე გამოიყენეთ. მაგალითად, შეგიძლიათ თაფლი, კეფირი, ლიმონის წვენი და გოგრის ფხვნილი აურიოთ, რომ ერთგვაროვანი სახის ფერი მიიღოთ, სიმშრალეს, წვრილ ნაოჭებსა და პიგმენტურ ლაქებს ებრძოლოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement