Connect with us

ყვავილები

ნათლიამ მასწავლა, როგორ დავაფესვიანო ნემსიწვერა ისე, რომ მცენარე თვალსა და გულს ახარებდეს

რამდენიმე წლის წინ მარიმ, ჩემი ქალიშვილის ნათლიამ, მაჩვენა, როგორ დავაფესვიანო ნემსიწვერა. მას შემდეგ მის სწრაფ და ეფექტურ მეთოდს ვიყენებ. კალმის გარშემო მაშინვე ფესვები სქელი ფუნჯივით იზრდება.

როგორ დავაფესვიანოთ ნემსიწვერა

მცენარე წყალში წარმატებით რომ დააფესვიანოთ, რამდენიმე მარტივი წესი დაიცავით. ხშირია შემთხვევა, როცა იწყება ლპობა, ფესვები სუსტდება. უმჯობესია, რომ უსიამოვნო მომენტები თავიდან აიცილოთ. ეს შესაძლებელია, როცა იცით, როგორ დააფესვიანოთ ნემსიწვერა მერის მეთოდით. სხვათა შორის, თავად ინტერნეტ სივრცეში იპოვა.

პირველ რიგში, დაგჭირდებათ მინერალი ცეოლითი და ფესვების სტიმულატორი აუქსინი ან ფიტოკლონი. აუცილებლად გამოიყენეთ სოკოს საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული საშუალებები. მაგალითად, ფიტოსპორინი ან მისი ანალოგი.

ფიტოსპორინის ხსნარის მოსამზადებლად 1 ნაწილი პასტა და 2 ნაწილი წყალი აურიეთ. მაგალითად, 1 გრამ პასტას 2 გრამი წყალი დაუმატეთ. დაგჭირდებათ ელექტროსასწორი და ორგრამიანი შპრიცი. ჩაის კოვზი 3-3,5 გრამ ფხვნილს იტევს, მაგრამ უცნობია, რამდენ პასტას. ასე რომ სასწორი გჭირდებათ. მით უფრო, რომ სამზარეულოში აუცილებელია!

როგორ დავაფესვიანოთ ნემსიწვერა: მომზადებას ვაგრძელებთ

ფიტოსპორინის ხსნარი დამუშავებამდე 1–2 საათით ადრე მოამზადეთ, რომ სოკოს და პათოგენების გამანადგურებელმა ბაქტერიებმა გააქტიურება მოასწროს. წყალი გაფილტრული ან სასმელი უნდა იყოს, არა ქლორიანი.

Advertisement

აადუღეთ და გააგრილეთ წყალი, რომელშიც კალმებს გაზრდით. რისთვის? წყალი რომ დარბილდეს და მავნე პათოგენები მოშორდეს. ასე ლპობის რისკს მინიმუმამდე შეამცირებთ.

გავიდა საჭირო დრო? სეკატორის პირები ფიტოსპორინით დაამუშავეთ, 20 წუთი მოიცადეთ და კალმები მოამზადეთ. ღეროები 3-დან 10 სმ–მდე დატოვეთ. როგორც სეკატორი, ღეროების გადაჭრილი ადგილები ფიტოსპორინით დაამუშავეთ. კალმებს ზედმეტი ფოთლები და კვირტები მოაშორეთ.

აიღეთ ჭიქები

მოამზადეთ ჭიქები: თითოეულის ძირში 3-4 ქვა ცეოლითი ჩადეთ და ცივი ანადუღარი წყალი დაასხით. ცეოლითი ბერძნულად „მდუღარე ქვას“ ნიშნავს, ამიტომ წყალში ბუშტებს გამოყოფს. თუ ეს არ მოხდა, გამოდის, ყალბი ქვა გაქვთ.

კიდევ ერთი: ნამდვილი ცეოლითი თიხად არ გადაიქცევა. ეს მინერალი აუცილებელია. ამ ეტაპზე ფესვების სისტემის დაავადებას აგაცილებთ. როცა მინერალს მიწას დაუმატებთ, ცეოლითი მიწის გაფხვიერებას და ჟანგბადით გამდიდრებას ხელს შეუწყობს, ზედმეტ ტენს შეიწოვს და მის აორთქლებას შეაფერხებს. აი, ასეთი ბალანსის შემქმნელია.

შემდეგ წყლიან და ქვიან ჭიქებს 2–2 წვეთი ფიტოკლონი, ფესვების კარგი სტიმულატორი, ჩააწვეთეთ. ჭიქები დანიშნეთ, სახეობა და თარიღი მიუთითეთ, სითბოსა და სინათლეში მოათავსეთ.

სითბო და სინათლე

Advertisement

ამ ფაქტორების სიჭარბე ან დეფიციტი ფესვების განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ოპტიმალური ტემპერატურა 25-28 გრადუსია. თუ ამინდი იღუშება ან გარეთ ნაკლები სინათლეა, კალმებს ფიტონათურებით (მინიმუმ 18 ვატი, 50-100 ვატი უკეთესია) დაანათეთ.

ფესვების განვითარება მაშინვე დაიწყება. 7-10 დღეში კალმები ჯუჯების სქელ წვერს გაგახსენებთ. მართალია, დალაქთან არასდროს მოჭრით. მიწაში გადარგვისას ქოთნის ძირში, თითქმის მეოთხედ მოცულობაზე, დრენაჟი ჩაყარეთ. გამოგადგებათ კერამზიტი, თიხის ნატეხები, ნახშირი. ტორფის, ბელტის და ქვიშის ნარევი დაუმატეთ. 10 ქვა ცეოლითიც დაუმატეთ. აკონტროლეთ, რომ არ იყოს ლპობა, ობი, მწერები. თუ ყველაფერი რიგზეა, კალმები მიწაში ჩარგეთ.

ქოთნები სხვადასხვა მასალისგან დამზადებული შეიძლება იყოს, მათ შორის პლასტმასის. ამ შემთხვევაში, პლასტმასი თეთრი უნდა იყოს, რომ მცენარის გადახურება არ დაუშვათ. თუ ძველ ქოთნებს იყენებთ, გადარგვამდე კარგად გარეცხეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ.

კიდევ ერთი საიდუმლო

ნემსიწვერა დატბორვას ვერ იტანს. სწორედ ამიტომ, სველ მიწაში ჩარგეთ და 5 დღე არ მორწყათ. შემდეგ ანადუღარი ცივი წყლით მორწყეთ, ცოტა მონოკალიუმის ფოსფატი (1 გრამი 1 ლიტრ წყალზე) დაუმატეთ. მონოკალიუმის ფოსფატით მორწყვა მხოლოდ ერთხელ, 7-10 დღეში გაიმეორეთ. შემდეგ 2 კვირა აზოტითი ან ბიოჰუმუსით გამოკვებეთ, მონაცვლეობით ფესვების სტიმულატორი გამოიყენეთ.

მალე თქვენი შრომა ჯადოსნურად ანაზღაურდება. ნემსიწვერა დიდებული ყვავილებით დაიფარება.

ამბობენ, რომ ნემსიწვერა სახლში ყველგან შესაფერისია. მისაღებ ოთახში მეგობრულ ატმოსფეროს ქმნის, საძინებელში რომანტიკულ განწყობას და ჯანსაღ ძილს უზრუნველყოფს. საბავშვო ოთახში გამოძინებას ხელს უწყობს და შემოქმედებით შესაძლებლობებს სტიმულირებს. სამზარეულოში საჭმლის მონელებას სტიმულირებს. დააკვირდით, ნემსიწვერას სამკურნალო თვისებებზე არ გვისაუბრია, მაგრამ მათი დათვლა შეუძლებელია.

Advertisement
Advertisement