Connect with us

თავის მოვლა

მწარმოებლების საიდუმლოებები: რომელი პოპულარული შამპუნი აზიანებს თმას ძლიერ

ლამაზი და ჯანმრთელი თმისთვის ბრძოლაში ყველა წვრილმანს მნიშვნელობა აქვს. რა უნდა ვთქვათ ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯზე, როგორიცაა შამპუნის არჩევა? ნებისმიერი მაღაზიის დახლები ლამაზ ფლაკონებში შეფუთული მრავალფეროვანი საშუალებებით სავსეა. რომელი ავირჩიოთ? ეს თქვენს თმის ტიპზეა დამოკიდებული. თუმცა ერთი რამ ზუსტად შეგვიძლია გითხრათ: ამ პოპულარული შამპუნის ყოველდღე გამოყენებას არ გირჩევთ.

შამპუნი, როგორც კბილის ჯაგრისი, ინდივიდუალური საშუალებაა. ის ხომ თქვენი თმის ტიპის და მდგომარეობის შესაბამისად უნდა შეარჩიოთ. ის, რაც თქვენს დედას/დას/დაქალს იდეალურად უხდება, თქვენში შეიძლება სკეპტიკური ღიმილი და ფულის ტყუილად დახარჯვა გამოიწვიოს.

არსებობს ერთი ტიპის შამპუნი, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ბრენდი უშვებს, მაგრამ ამასთან ყოველდღიური მოხმარებისთვის უკუჩვენებულია. და მისი სახელია „ღრმად წმენდა“.

შამპუნი „ღრმა წმენდისთვის“ ყოველდღიურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ.

ქალები და კაცები, განსაკუთრებით ცხიმიანი თმის და ქერტლის მქონე ადამიანები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას შამპუნს წარწერით „ღრმა წმენდისთვის“. ბუნებრივია, იმ იმედით, რომ შამპუნი თმის ყველა პრობლემას მოაგვარებს.

სამწუხარო რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ მიმზიდველი სიტყვათშეთანხმების მიღმა იმალება საშუალება აგრესიული ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების მაღალი დოზით. დიახ, ის წმენდს, კრაჭუნამდე.

ხშირი გამოყენებით თმას ძალიან აშრობს, უფრო მეტ ქერტლს იწვევს და თმის მტვრევადობას ზრდის. გაზრდილი რისკის ჯგუფშია: ხუჭუჭა, ფორებიანი და გაუფერულებული თმის მფლობელები.

გამწმენდი შამპუნის გამოყენება შეიძლება, ოღონდ ფრთხილად. სჯობს ალტერნატიული საშუალება გამოიყენოთ.

რისთვის არის საჭირო გამწმენდი შამპუნი და საერთოდ საჭიროა თუ არა? საჭიროა. ოღონდ ძალიან იშვიათად. მაგალითად, როცა თმა ბევრი დასავარცხნი საშუალებით გადატვირთულია ან თვეში ერთხელ სილიკონების მოსაშორებლად: ისინი ბევრ თმის მოვლის საშუალებაში შედის და თანდათანობით დაგროვების თვისება აქვს.

გამწმენდი შამპუნი ტონირების წინ გამოგადგებათ, რომ პიგმენტმა თმის ღერში უფრო შეაღწიოს. კიდევ უფრო უკეთესია უსაფრთხო ალტერნატივის გამოყენება: ჩვეულებრივი შამპუნი და ძმარი თანაბარი პროპორციით აურიეთ.

ამ მარტივი ხრიკით თმას კარგად გაიწმენდთ, არ გამოაშრობთ და თან ბზინვარებას შემატებთ. მთავარია, შემდეგ თავზე წყალი კარგად გადაივლოთ. ვის სურს ძმრის სუნით მთელი დღე სიარული?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.