Connect with us

ჯანმრთელობა

მცენარეული ჩაი, რომელიც ხველას აქრობს, სურდოს, ანგინის და გრიპის დროს სასარგებლოა

ბეგქონდარა სურნელოვანი სანელებელი და სამკურნალო მცენარეა, ამიტომ კულინარიასა თუ ხალხურ მედიცინაში ხშირად გამოიყენება. მისი ჩაი შემოდგომა–ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით სასარგებლოა. მცენარე კუჭის, ფილტვების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენება.

მცენარე სამკურნალო მედიკამენტების შემადგენლობაში ხშირად გვხდება. მისი ნახარში და ჩაი ხველას აქრობს. Alltime.ge–ს რედაქცია ბეგქონდარას მცენარეული ჩაის მომზადებას და გამოყენებას გასწავლით.

ბეგქონდარას უკუჩვენებები

ბეგქონდარას მიღება ყველასთვის არ შეიძლება. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს შემდეგი კატეგორიის ხალხმა: მეძუძური და ორსული ქალები, ალერგიული ადამიანები, 4 წლამდე ბავშვები, ღვიძლის, ჰიპერკალციემიის და ჰიპერვიტამინოზით დაავადებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში მისი ზომიერად მიღება დასაშვებია.

მცენარე სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. ყელში წვას და ტკივილს აქრობს, ხველას ამცირებს და სუნთქვას ამსუბუქებს. ბრონქებსა და ტრაქეაში ლორწოს გადასვლის პრობლემას ეფექტურად აგვარებს. ბეგქონდარას ჩაი სურდოს, ანგინის და გრიპის დროს სასარგებლოა.

მცენარეული ჩაის მარტივი რეცეპტები

ბეგქონდარას ანტისეპტიკური და ნახველის გამათხელებელი თვისებები აქვს, ამიტომ ნახველს ეფექტურად გამოდევნის და ხველის მიზეზებს აქრობს.

  • პირველი სიმპტომების დროს. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ მცენარეს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით. თიხის ჭურჭელი გამოიყენეთ. 45 წუთით გააჩერეთ. მიღებული ნახარში სამ მიღებაზე გაანაწილეთ და დალიეთ. ნახარშის მიღებებს შორის ერთნაირი დრო უნდა გავიდეს.
  • ხველის და სურდოს დროს. წინა რეცეპტის მსგავსად ნახარში მოამზადეთ. 1:1 თანაფარდობით ალოეს წვენი აურიეთ, 1 კოვზი თაფლი დაუმატეთ. 2 სუფრის კოვზი მიღებული საშუალება ყოველ 2,5 საათში მიიღეთ. კურსი: 4-6 დღე გამოჯანმრთელებამდე.
  • ინჰალაცია. ახალ მომზადებული ნაყენი 8 წუთით ისუნთქეთ. ეს დრო საკმარისია, რომ სასუნთქ სისტემაზე მცენარის ანთების საწინააღმდეგო თვისებებმა იმოქმედოს. ინჰალაციისთვის შეგიძლიათ მცენარის ეთერზეთი გამოიყენოთ, 5 წვეთი ზეთი საკმარისია.

ბეგქონდარა სასარგებლო მიკროელემენტებით და ვიტამინებით მდიდარია, რის ხარჯზეც მცენარეულ ჩაის სამკურნალო და კვებითი ღირებულებები აქვს. აუცილებლად დალიეთ და სურდო, გრიპი, ხველა და ანგინა დაამარცხეთ!

Advertisement