ყვავილები
მცენარეებს საფუარის ნაყენით ვრწყავ. პომიდორსა და კიტრს არანაირი დაავადება არ ეკარებათ!

მე მცირე გამოცდილების მებოსტნე ვარ. 5 წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ქორწილზე ნაჩუქარი ფულით არა ხალიჩა-დასაფენი-უთო-ტელეფონი, არამედ აგარაკი ვიყიდეთ.
ამ გადაწყვეტილების გამო არასდროს გვინანია, რადგან ახლა თავისუფალ დროს ბუნებაში ვატარებთ. აქ, ჩვენი ორი პატარა გოგონა მოგვყავს, სადაც მათთვის ყველაფერია: გასაბერი აუზი და სუფთა ჰაერი ქალაქის მტვერის გარეშე, ასევე ახალი ხილი-კენკრა და ახალი თხის რძე, რომელსაც ჩვენი მეზობელი, დეიდა მარი, იაფად ყიდის.
მცენარეებს საფუარის ნაყენით ვრწყავ და ჩემი პომიდორი და კიტრი ავად არ ხდება.
პატარა ბავშვები გვყავს, ამიტომ აგარაკზე მოსავლისთვის ქიმიურ საშუალებებს არ ვიყენებთ, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ. ბოსტნის მოვლის შესახებ რჩევებს მეზობელი გვაძლევს, რის გამოც მას უდიდეს მადლობას ვუხდით. მაგალითად, მისი რჩევების დახმარებით პომიდვრისა და კიტრისთვის საფუარის სასუქს ვამზადებ, რომელიც წარმოადგენს ისეთი სერიოზული დაავადებების პროფილაქტიკას, როგორიცაა პომიდვრის ფიტოფტორა და კიტრის ნაცროვანი სოკო.
დამატებით საკვებს ასე ვამზადებ: 3 ლ წყალს 38 გრადუსამდე ვაცხელებ (უფრო მეტზე არა, წინააღმდეგ შემთხვევაში საფუარი დაიღუპება), მასში 10 ს/კ შაქარსა და 10 გრ მშრალ საფუარს ვხსნი.
რჩევა! გაითვალისწინეთ, რომ დიდი ზომის ტაშტი უნდა აიღოთ, რადგან საფუარი აფუვდება და მასა 2-2,5-ჯერ გაიზრდება.
საფუარი 3-4 საათით გააჩერეთ. დროდადრო ნარევს აურიეთ. ჩვეულებრივ სასუქს დილით ვამზადებ, რომ საღამოს, როცა აგრილდება, ბოსტანი მოვრწყა.
როცა საფუარი დუღილს შეწყვეტს, ვედროს ვიღებ და 7 ლ წყალს 3 ლ საფუარის ხსნარს ვასხამ და შემდეგ მცენარეებს ვრწყავ. ასეთი ხსნარით ბოსტანში ყველა მცენარის მორწყვა შეიძლება. კიტრს 10-12 დღე ვრწყავ, პომიდორსა და სხვა ბოსტნეულს 15 დღეში ერთხელ, თითოეულ ბუჩქს 1 ლ ხსნარით. დამატებითი საკვების მიღების წინ მცენარეს სუფთა წყლით კარგად ვრწყავ. კარგი მორწყვის შემდეგ ნებისმიერი სასუქის კარგად ათვისება მოხდება.
რაც შეეხება არაფესვების სასუქს, ამ შემთხვევაში დამატებით კვებას ფოთლებისთვის ვამზადებ. ამასთან ეს არა მხოლოდ დამატებითი კვება, არამედ ფიტოფტოროზის და სხვა სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკაა. რატომ? საფუარი არის სოკო, რომელიც სხვა პათოგენებთან შედარებით მცენარეებზე ლიდერულ პოზიციებს იკავებს. ასე მცენარეზე სასარგებლო საფუარის სოკო მოხვდება და მავნე განადგურდება. თუ 2 კვირაში ერთხელ პომიდორსა და კიტრს საფუარით დაამუშავებთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ – მცენარე ავად არ გახდება და ფიტოფტოროზი დაგავიწყდებათ. საფუარის სასუქის ეფექტს უკვე 2-3 დღეში დაინახავთ. მცენარის ფოთლები ღია მწვანე და უფრო ჯანსაღი გახდება, თავად მცენარე გაიზრდება, აქტიურად აყვავილდება და თქვენ უხვ მოსავალს მიიღებთ.
ვის სჭირდება ასეთი სასუქი? ფოთლები ამ მეთოდით საღამოს, მზის ჩასვლამდე უნდა მორწყათ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მცენარემ ყველა სასარგებლო ნივთიერების შეწოვა მოასწროს და მზემ ფოთლები არ დაწვას. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

-
ჰოროსკოპი4 weeks ago
2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი: მორიელო, ოცნებები აისრულეთ, თევზებო, ბედს მიენდეთ
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი
-
ჰოროსკოპი6 days ago
რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი
-
სახლი და დიზაინი5 days ago
ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს
-
ტესტები2 weeks ago
სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი
-
ტესტები2 weeks ago
აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა
-
ჰოროსკოპი2 weeks ago
საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები