ყვავილები
მცენარეები რომლებიც თქვენს სახლს სიღარიბისა და პრობლემებისგან დაიცავენ
ადამიანები უხსოვარი დროიდან იცავდნენ თავიანთ სახლს ნეგატიური ენერგიისგან. ამაში მათ მცენარეებიც ეხმარებოდნენ.
დღის განმავლობაში ნეგატიური ენერგიის ბევრ წყაროს ვაწყდებით. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორ დავიცვათ ჩვენი სახლი.
ზოგიერთ ოთახის მცენარეს განსაკუთრებული ძალა გააჩნია და ისინ სახლს ბოროტი განზრახვებისგან იცავენ.
ნარშავი
ჩვენი წინაპრები, ამ მცენარეს შესასვლელ კართან კიდებდნენ. ის სახლში ნეგატივის შეღწევას უშლიდა ხელს. რწმენის მიხედვით, ამ მცენარეს ადგილის, ადამიანისა და ცხოველების დაცვის უნარი გააჩნია.
კრაზანა
ეს ყვითელფურცელა ყვავილი არა მხოლოდ სახლის დასაცავად, არამედ ძალიან სასარგებლო სამედიცინო ნედლეულადაც გამოიყენება.
კრაზანას თაიგული ზღურბლს ქვემოთ უნდა განთავსდეს, რათა მან ავი სულები, დანაკარგები და ბოროტება აგაცილოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მცენარე სახლის წინაც დარგოთ.
კაქტუსი
კაქტუსის ეკლები უარყოფით ენერგიას სახლში შეღწევის საშუალებას არ მისცემენ. გაითვალისწინეთ, რომ კაქტუსის საძინებელში დადება არ შეიძლება!
ნემსიწვერა
ამ მცენარის ქოთანი ისეთ ადგილებში უნდა დადოთ სადაც მიგაჩნიათ, რომ უარყოფითი ენერგიაა. თუ მცენარე ჭკნობას დაიწყებს ე.ი. ის სახლში არსებულ ნეგატივს შთანთქავს.
იელი
ეს დელიკატური მცენარე მოარულ ხმებს, ჭორებს და ცილისწამებას ვერ იტანს. ის იმ ოთახში უნდა მოათავსოთ სადაც სტუმრებს იღებთ, ამით ის არაკეთილმოსურნეებზე გავლენის მოხდენას შეძლებს.
ფულის ხე
ეს მცენარე მატერიალური კეთილდღეობის ძირითადი თილისმაა. სანამ ამ მცენარეს დარგავთ, ქოთანში ხურდა ფული მოათავსეთ, იმისთვის, რომ მან თქვენთვის ფული მოიზიდოს.
ბეგონია
ახდენს ნეგატიური ვიბრაციების ნეიტრალიზაციას, სახლში სიმყუდროვე და ჰარმონია შემოაქვს. როდესაც სახლში უარყოფითი ენერგია ჩნდება – მცენარე ავადდება და კვდება, ის ამ გზით – მთელს სახლს იცავს.
მგლის კენკრა
ეს მცენარე გიცავთ ჩხუბის, სკანდალებისა და ჭორებისგან. რძეწვენი იზიდავს ფინანსურ კეთილდღეობას. ყვავილს კი სამკურნალო თვისებებიც გააჩნია – ხელს უშლის ხშირ გაციებას და აძლიერებს იმუნიტეტს.