Connect with us

მოდა და სტილი

მყვირალა სამკაული, რომელი 40 წლის ქალს მოხუც ბებიად აქცევს

ორიგინალური სამკაულის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ, როგორ გამოიყურება კონტექსის გარეშე და რამდენად შეეფერება თქვენს სტილს მთლიანობაში. შუახნის ასაკში ეს საკითხი აქტუალური ხდება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ საეჭვო აქსესუარებზე, რომლითაც 40 წლის ქალებმა ექსპერიმენტები არ უნდა ჩაატარონ.

გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ რჩევებია. თუ ტანსაცმელი ან აქსესუარი სიამოვნებას განიჭებთ, მის არჩევას ვერავინ შეგიზღუდავთ. უბრალოდ გვჯერა, რომ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები უფრო ახალი და მოდური სტილის შექმნაში დაგეხმარებათ და შესაძლო შეცდომებს თავიდან აგაცილებთ.

ორიგინალური სამკაულები 40 წლის ქალებისთვის

ნაკრები

აქტუალური ტრენდის მიხედვით, აქსესუარები ერთმანეთს კარგად უნდა ეთავსებოდეს, მაგრამ ნაკრები ცუდ მანერად ითვლება. ატარებთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მთელ სტილს მოძველებული იერი შეიძლება მიანიჭოს.

დიდი საყურე

მსგავსი სამკაული ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს, ეს გაითვალისწინეთ. თან არა მხოლოდ თქვენ მიმართ, არამედ ყურის ბიბილოებსა და დეკოლტეს ზონაზე. შესაბამისად, ასეთი აქსესუარი ასაკოვან კანზე წამგებიანად გამოიყურება. კლასიკური საყურე უფრო შესაფერისი ვარიანტია.

მძივები

ამ შემთხვევაში, მარტივი გამოსაცნობია. მსხვილი მძივები, მათ შორის მარგალიტი, ზედმეტ ათ წელს შეგმატებთ. შერჩეულ სტილში მძივები ფრთხილად უნდა გამოიყენოთ.

ახალგაზრდული სამკაულები

ზოგიერთი შუახნის ქალი თვლის, რომ ახალგაზრდული სტილის სამკაულების არჩევით სტილს აახლებენ. სინამდვილეში, მსგავსი აქსესუარები 10 წელს დაგიმატებთ, ასაკობრივ ცვლილებებს ხაზს გაუსვამს.

ბევრი სამაჯური

ეთნიკური სტილი ამ აქსესუარის სიუხვეს კიდევ გადაიტანს, მაგრამ სხვა შემთხვევაში მთელ ლუქს გააუფასურებთ, აქსესუარებით გადატვირთავთ. ასეთი მოდური გადაწყვეტილება ხელის კანზე ზედმეტ ყურადღებას იქცევს.

ხელნაკეთი სამკაული

მძივებით, ლენტებით აწყობილ ხელნაკეთ ნივთებს და მსგავს აქსესუარებს ვგულისხმობთ. მთელ ლუქს აუფასურებს და ზრდასრულ ქალზე შეუფერებლად გამოიყურება. ამავდროულად, კარგი დიზაინერის მიერ შექმნილი ხარისხიანი ხელნაკეთი ნივთი სხვა საქმეა. ის ნებისმიერ ასაკში გონივრულია.

რით ხელმძღვანელობთ სამკაულის არჩევისას? თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ!

Advertisement