თავის მოვლა
მუხის ქერქის ნახარში კერატინზე მაგარია: ძვირადღირებული პროცედურის ეფექტი სახლში
Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას, რომელიც თმას აძლიერებს, ნაზს და ხავერდოვანს ხდის. ძვირადღირებული პროცედურა საჭირო არაა. მუხის ქერქის ნახარში სასწაულებს ახდენს და გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სწორად.
ბევრი ქალი სილამაზის სალონებში არ დადის და თმის მოვლას პროფესიონალებს არ ანდობს. ისინი თავის მოსავლელად ხალხურ საშუალებებს იყენებენ. ხშირად შინაურული და სააფთიაქო საშუალებები სალონურ პროცედურაზე ბევრად კარგ შედეგს გვაძლევს.
მაგალითად, მუხის ქერქი თმას შესანიშნავად აძლიერებს. ჭაღარას ეფექტურად ნიღბავს. თმის ფერი უფრო ღრმა და გაჯერებული ხდება. აფთიაქებში ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. ერთი შეფუთვა დიდხანს გეყოფათ.
მუხის ქერქს უძველესი დროიდან იყენებდნენ. თმის მოვლის ნომერ პირველი საშუალება იყო. მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მუხის ქერქი თმის ძირებს აძლიერებს, თმას ელასტიურს და მკვრივს ხდის, ბზინვარებას ანიჭებს. თმა დიდხანს სუფთა დარჩება.
ამ უპირატესობების მიუხედავად, მისი გამოყენება ყველას არ შეუძლია. მუხის ქერქის ნახარში ყავისფერ და შავ თმაზე უფრო ეფექტურია, ხოლო ქერა თმის ფერი შეიძლება გააფუჭოს.
ნახარშის მომზადება
დაგჭირდებათ მუხის ქერქი და წყალი. 3 ს/კ მუხის ქერქი 1 ლ ცხელ წყალზე საკმარისია. სასურველი ეთერზეთი შეგიძლიათ დაუმატოთ. ამ ნახარშში საუკეთესოა გრეიფრუტის, ბერგამოტის, ლიმონის, კედრის ხის და როზმარინის ზეთი.
ნახარშის მომზადების სხვა ვარიანტი. პირველი მეთოდით ნახარში მარტივად მზადდება. უბრალოდ ქერქს ცხელი წყალი უნდა დაასხათ და 60 წუთით გააჩეროთ. შემდეგ გადაწუროთ და გამოიყენოთ. აი, მეორე მეთოდით ნახარში უნდა მოამზადოთ. ამისთვის ქერქს წყალი დაასხით და 15 წუთით ხარშეთ.
ნახარში დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ ან თავის დასაბანად გამოიყენეთ. თუ ნახარშს ყოველ მე–3 დღეს გამოიყენებთ, თმა ცხიმიანი უფრო იშვიათად გახდება. თუ მუხის ქერქის ნახარშს სავლებად იყენებთ, სწორად იმოქმედეთ. ნახარში თავის დაბანის, ბალზამის და ნიღბის გამოყენების შემდეგ გადაივლეთ. სუფთა წყლის გადავლება საჭირო არაა. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მუხის წყალი მშრალ თმას უფრო გამოაშრობს. გირჩევთ, ნარევი სპრეი ბოთლში ჩაასხით და მხოლოდ თმის სიგრძეზე შეისხუროთ. იაფი საშუალებით თმას ბზინვარებას დაუბრუნებთ.
ხალხური საშუალება თავად გამოსცადეთ. ასე ზუსტად მიხვდებით, საშუალება გამოგადგებათ თუ არა. გახსოვდეთ, მხოლოდ ერთი პროცედურით შედეგს ვერ მიიღებთ.