Connect with us

ჯანმრთელობა

მუცელი გტკივათ?! 11 ნიშანი იმისა, რომ სასწრაფოს გამოძახების დროა!

მუცლის ტკივილის მოთმენა და მისი აბებით ჩახშობა კატეგორიულად დაუშვებელია! თუ მუცლის ტკივილი დიდხანს გრძელდება და მას გულის რევა და სხვა სიმპტომები ერთვის აუცილებლად გამოძახეთ სასწრაფო რადგან საქმე შეიძლება რთულ შემთხვევასთან გვქონდეს!

ტკივილი იმდენად ძლიერია რომ ოფლი გასხამთ

თუ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ინტენსიური ოფლდენით მიმდინარეობს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ოფლი იმის მანიშნებელია, რომ სხეული ძლიერ სტრესს განიცდის, ამის მიზეზი კი ძალიან სერიოზული იქნება.

გულის რევა ან დიარეა სისხლით

კიდევ ერთი ძალიან ცუდიი ნიშანი – გულის რევა ან დიარეა სისხლით. ამ დროს სისხლი შეიძება შავი ან წითელი იყოს – ნებისმიერ შემთხვევაში სასწრაფო დახმარება გჭირდებათ.

ტკივილი სხეული სხვა ნაწილს გადაეცემა

მუცლის ტკივილი რომელიც სხეულის სხვა ნაწილს გადაეცემა შეიძლება გულის შეტევის ნიშანი იყოს. თუ ტკივილი წელში გადადის შეიძლება კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების ან წყლულის ნიშანი იყოს. ეცადეთ ამქსიმალურად სწრაფად მიმართოთ ექიმს დასახარებლად.

მაღალი ტემპერატურა გაქვთ

მომატებული ტემპერატურა – მიმდინარე ინფექციის ნიშანია. ზოგიერთი მათგანი მაგალითად, კუჭის ვირუსი – შეიძება უწყინარი იყოს, მაგრამ მისი სასიკვდილო ვირუსისგან გარჩევა საკამოდ რთულია და ამისთვის ექიმია საჭირო. ამიტომ აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი, თუ მუცლის ტკივილი მაღალი ტემპერატურით მიდინარეობს.

ტკივილი ძალიან ძლიერია

თუ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ მისი მოთბენა წარმოუდგენელია – გამოძახეთ სასწრაფო, ტკივილი ნელ-ნელა ზურგის არეში თუ გადადის ეს შეიძლება აორტი გახეთქვის ნიშანი იყოს. თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ საჭირო ზომებს ამან შეიძლება დაინვალიდება ან სიკვდილი გამოიწვიოს.

ტკივილი სუნთქვაში გიშლით ხელს

თუ ტკივილი სუნთვქის უკმარისობით ან ქოშინით მიმდინარეობს სასწრაფო გამოიძახეთ. ეს შეიძლება გულის შეტევის განვითარებაზე მიგვანიშნებდეს და ყველა წუთი მნიშვნელოვანია.

ტკივილს მუდმივი გულის რევა სდევს თან

ზოგჯერ გულის რევას შემსუბუქება მოსდევს, მაგრამ თუ პაციენტი ხშირად აღებინებს ეს სერიოზულ დაავადებაზე მიგანიშნებთ. გარდა ამისა, მუდმივი ან ხშირი გულისრევა შეიძლება გაუწყლოვნების მიზეზი გახდეს და ესეც საკმაოდ სახიფათოა.

კანი ყვითლდება

თუ კანს ყვითელი ფერი დაედო სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი: ამგავრი ტკივილი და ფერის შეცვლა ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის მუშაობაში არსებულ ხარვეზებზე მიგვანიშნებს და საჭიროა სასწრაფოდ გაიაროთ ექიმის დაკვირვება და კონსულტაცია.

თუ არ იცით რას შეიძლება გამოეწვია ტკივილი

ჩვეულებრივ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ ტკივილი გამოიწვია: დიეტის დარღვევამ, ძველმა საკვებმა ან სხვა ქმედებებმა, თუ ტკივილის წარმომავლობა უცნობია – აჯობებს სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

დიაბეტის დიაგნოზის შემთხვევაში

დიაბეტი – დაავდებაა რომელიც ინსულტის ან გულ-სისხლძარღთა სისტემის დაავადებების რისკს ზრდის. თუ ეს დიაგნოზი გაქვთ და ტკივილსა და დისკომფორტს გრძნობთ აუცილებლად წადით ექიმთან ან სასწრაფო გამოიძახეთ რათა თავი დაიზღვიოთ ინსულტისგან ან გულის შეტევისგან.

ტკივილი ჭამის ან ალკოჰოლის გამოყენებისთანავე დაიწყო

თუ ტკივილი საკვების მიღების ან ალკოჰოლის მიღებისთანავე დაიწყო და ეს ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში მიმდინარეობს – ეს პანკრეატიტის ნიშანია. თუ მკურნალობას დროულად არ დაიწყებთ, ამან შესაძლოა დაინვალიდება ან სიკვდილი გამოიწვიოს.