ტესტები
მუშტი შეკარით და გაიგეთ თქვენი პიროვნების ტიპი
Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ და საინტერესო ტესტს. თქვენ მხოლოდ მუშტის შეკვრა მოგიწევთ.
მოკლედ, მუშტი შეკარით და ნახეთ, თუ მოცემული ოთხი პიროვნების ტიპიდან რომელს მიეკუთვნებით.
1. თავმდაბალი, მაგრამ ხშირად გენიალური. მრავალმხრივ განვითარებული, განათლებული, უბრალოდ მოსიარულე ენციკლოპედია. მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირებული არ ხართ, სწავლა და სამყაროს შეცნობა გიყვართ. თქვენი შესაძლებლობები სწავლას ხელს უწყობს. ენერგიული, მოუსვენარი და იდეების გენერატორი ხართ.
პიროვნების საპირისპირო მხარე: მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ გაიგონ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში, რადგან საკმაოდ ჩაკეტილი ხართ.
2. საკუთარ თავს თავად ქმნით. ზოგჯერ გულჩათხრობილად გამოიყურებით, მაგრამ შინაგანად საკმაოდ რბილი და დაუცველი ხართ. ცოდნას ადვილად ვერ იძენთ, ინტერესით აღწევთ მხოლოდ იმას, რაც საჭიროა. ძლიერი ინტუიცია გაქვთ, მაგრამ ეს უფრო ტექნიკური ხასიათისაა, ვიდრე მეექვსე გრძნობა, რადგან პრაქტიკული ტვინი მუდმივად ანგარიშობს, ადარებს და საუკეთესო გადაწყვეტილებას ეძებს.
პიროვნების საპირისპირო მხარე: ადამიანებში ცდებით. სჯობს ნაბიჯი უკან გადადგათ, რომ გაასამართლოთ ან საერთოდ არ გაასამართლოთ! იშვიათი ფრინველი ხართ, მაგრამ გგონიათ, რომ არავინ გაფასებთ.
3. რეალისტი, ფეხზე მყარად მდგარი, პრაქტიკული და ზოგჯერ ანგარიშიანი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვების ხარჯზე სარგებელს იღებთ. შემოქმედებითი ადამიანი ხართ და საკუთარი ნიშის პოვნა შეგიძლიათ. კარგად იცით, თუ რა გსურთ ცხოვრებიდან. მეგობრების მხარდაჭერით მთების გადაადგილებას შეძლებთ. ერთგული, საიმედო და სერიოზული ხართ.
პიროვნების საპირისპირო მხარე: მიზნების მიღწევა გიტაცებთ, მაგრამ მიწაში დაშვება გავიწყდებათ. რეალობას მოწყვეტილს შეგიძლიათ მისი გარედან დიდხანს შეფასება, ხოლო ობიექტური შეფასებისთვის ხელი ყოველთვის პულსზე უნდა გქონდეთ.
4. დაკვირვებული და მეტისმეტად წესიერი. თქვენ შეგიძლიათ ქვიშიდან სასახლის აგება, ხოლო თეთრიდან ქონების დაგროვება, ამასთან რაციონალურად მართავთ არა მხოლოდ მცირე ბიუჯეტს, არამედ საკუთარ რესურსებსაც. თქვენი დევიზია „რაც უფრო ჩუმად ივლი, მით უფრო დიდხანს წახვალ“. ტრაბახა არ ხართ და ბევრი ლაპარაკი არ გიყვართ.
პიროვნების საპირისპირო მხარე: სხვა ტიპის ხალხთან ურთიერთობა მხოლოდ სასარგებლოა, რადგან უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევთ. საკუთარ „დერეფანში“ არ ჩაიკეტოთ, რადგან თანდაყოლილი სიფრთხილე გარისკვის საშუალებას არ გაძლევთ. გზის ბოლოს მხოლოდ შამპანურია – მთავარია, ვინმესთან დალევა შეძლოთ!