Connect with us

საკითხავი

მულტფილმები გვატყუებს. რა ჩავდოთ სათაგურში თაგვის დასაჭერად 

მღრღნელები, რომლებიც ჩვენი სახლის, აგარაკის, სარდაფის, საკუჭნაოს და ბეღლის დაუპატიჟებელი სტუმარი ხშირად ხდებიან, სხვადასხვა დაავადების გადამტანია. სწორედ ამიტომ, მათ სწრაფად მოშორებაზე უნდა იზრუნოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ჩადოთ სათაგურში თაგვის დასაჭერად.

თაგვების საყვარელი პროდუქტები

ყველა ანიმაციური სერიალი და ფილმი გვარწმუნებს, რომ თაგვები ყველზე აბოდებენ და განსაკუთრებით უყვართ. მაგალითად, ანიმაციაში „ჩიპი და დეილი“ ბურუნდუკების, ჩიპის და დეილის ერთ–ერთი მეგობარი უზარმაზარი მღრღნელი როკფორია.

მულტფილმში კარგად ჩანს, როგორ ძლიერ უყვარს როკფორს ყველი. როგორც კი დიდი თაგვი ყველის არომატს გრძნობს, წამებში მისი ვიბრისები და კუდი მილივით იხვევა. ამის მიუხედავად, მეცნიერება გვეუბნება, რომ თაგვის ყველისადმი გადაჭარბებული სიყვარული უბრალოდ მულტფილმის ლამაზი ელემენტია.

უსაფრთხოება მთავარია

ბევრი ფიქრობს, რომ მღრღნელებთან საბრძოლველად რადიკალური მეთოდები უფრო ეფექტურია, ვიდრე სათაგური. ასეა, მაგრამ სახლში მაქსიმალურად აგრესიულ საშუალებას ყოველთვის ვერ გამოიყენებთ. მაგალითად, თუ შინაური ცხოველი გყავთ. ცხოველმა შემთხვევით თაგვის „საკვები“ შეიძლება შეჭამოს. გაგიმართლებთ, თუ ცხოველი გადარჩება.

გარდა ამისა, კატამ შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოს, დაიჭიროს და მიირთვას თაგვი, რომელმაც უკანასკნელი ვახშამი უკვე შეჭამა. ასე საყვარელი კატა ვეტერინარის კაბინეტში საწოლზე აღმოჩნდება. არ გარისკოთ. ზოგიერთი სათაგური თაგვისთვის ფატალური არაა. მღრღნელი შეიძლება გადარჩეს. შანსი გაქვთ, რომ გარეთ გაუშვათ.

საყვარელი კერძი

თაგვი ტკბილეულზე უარს ვერ ამბობს. ყველი და ტკბილეული ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, თუმცა ეს ფაქტია. ზოგი სათაგურისკენ მიმავალ გზაზე შაქარს ყრის, რომ თაგვი მიიტყუოს. სატყუარად გამოგადგებათ ზეფირი, შოკოლადი, ორცხობილა, კრეკერი, ტკბილი საღეჭი რეზინა.

ამ პროდუქტებზეც გარკვეული ხრიკი არსებობს. მაგალითად, გირჩევთ, რომ სათაგურში ოდნავ გამდნარი შოკოლადი ან ზეფირი ჩადოთ. თაგვს დიდი დრო დასჭირდება, რომ წებოვანი სატყუარა მიირთვას. ამ დროში სათაგური ჩაიკეტება და თაგვი გამოსვლას ვეღარ შეძლებს.

მრავალფეროვანი მენიუ

მღრღნელებს არა მხოლოდ ტკბილეული მოსწონთ. ძაღლის ან კატის საკვებსაც სიამოვნებით მიირთმევს. ნებისმიერი მშრალი გრანულები გამოგადგებათ, მაგრამ სველი კონსერვი უკეთესია.

თაგვი ხორცზეც უარს არ ამბობს. ყოველთვის ეფექტურ შედეგს არ იძლევა, მაგრამ ცდად ღირს. აყროლებული ხორცი არ გამოგადგებათ, მაგრამ საეჭვო ხორცი, რომელსაც კერძში არ გამოიყენებთ, სათაგურში შეგიძლიათ ჩადოთ.

ხორცი ნაჭრებად დაჭერით და სათაგურის გარშემო და შიგნით ჩადეთ. ხორცის სახეობას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი გამოიყენეთ. მთავარია, ხორცს შეიცავდეს. მაგალითად, ძეხვი, სალა, სუბპროდუქტი.

თაგვების საკვები

მღრღნელების საყვარელი პროდუქტების სია კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ. მათ დასაჭერად კაკალი ან ჩიტების საკვები, კარაქი, კანფეტი, რძემჟავა ყველი ან პური გამოგადგებათ. მთავარია, რომ სატყუარას ძლიერი არომატი ჰქონდეს.

მარტივი რჩევები გამოიყენეთ, რომ თქვენი საცხოვრებლიდან მღრღნელები მოიშოროთ. სატყუარად ბევრი რამ გამოგადგებათ, არა მხოლოდ ყველი. არჩევანი ფართოა.

Advertisement