Connect with us

სხვა

მუდმივი ლაქები ფანჯრის რაფაზე და სიყვითლე სამუდამოდ წარსულში დარჩება. იდეალური სიქათქათე გარანტირებულია

გაზაფხული – სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავების დრო. ყველა დიასახლისმა კარგად ვიცით, თუ რამდენად რთული და უსიამოვნო პროცედურაა მთელი სახლის დასუფთავება. მიუხედავად ამისა, ჩვენ საგრძნობლად შეგვიძლია სხვადასხვა დავალებების გამარტივება და საქმიანობების შემსუბუქება, თუ პრობლემას სწორად მივუდგებით და სპეციალურ საშუალებებს სწორად შევარჩევთ.

დღევანდელ სტატიაში მსურს, გასწავლოთ, თუ როგორ დავუბრუნოთ იდეალური სისუფთავე და სიქათქათე ფანჯრის რაფებს, რომლებიც საკმაოდ ხშირად ბინძურდება, მათზე ჩნდება ყვითელი ლაქები, რომელთა მოშორებას ვერაფრით ვახერხებთ, ხოლო ჩვენთვის ძნელად მისაწვდომ, მისაღწევ ადგილებში გროვდება საკმაოდ დიდი რაოდენობით მტვერი, ჭუჭყი და სიბინძურე.

როგორ დავუბრუნოთ იდეალური სისუფთავე ფანჯრის რაფებს

რატომ ყვითლდება ფანჯრის რაფები? სახლის ეს ნაწილი საკმაოდ ხშირად იფარება ობით, რომელიც თავიდან თვალისთვის რთულად შესამჩნევია, მოგვიანებით კი იწყებს ზედაპირში ჩაჯდომას და მის გაყვითლებას. გარდა ამისა, რაფების ზედაპირის დაბინძურებას და მასში რთული ლაქების ჩაჯდომას ოთახის მცენარეები და მათი ქოთნებიც განაპირობებს.

ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე მოქმედ საშუალებას, რომელიც მარტივად, მინიმალურ დროში დაუბრუნებს პირვანდელ სისუფთავესა და სითეთრეს ჩვენს ფანჯრის რაფებს. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

1. ურიგო არ იქნება, თუ ფანჯრის რაფებს ყოველდღიურად სველი, ტენიანი ხელსახოცებით გაწმენდთ. ასე თქვენ მარტივად მოაშორებთ მტვერს ზედაპირიდან და თავიდან აირიდებთ მომავალში რთული ლაქების გაჩენას.

2. თუ პრობლემა გაცილებით რთულადაა და თქვენს ფანჯრის რაფებს ფლომასტერების, მარკერების, კალმის, იოდის ან სულაც ბრილიანტის მწვანის კვალი ამჩნევია, უბრალო სველი ხელსახოცი ვერაფერში დაგეხმარებათ. ასეთი შემთხვევებისთვის უნდა გამოიყენოთ მინების, ფანჯრების საწმენდი სპეციალური სითხეები, რომლებიც ნიშადურის სპირტს შეიცავს.

3. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ წარმოდგენილი საშუალებებითაც კი ვერ ვუმკლავდებით რაფაში ღრმად ჩამჯდარ ყვითელ ლაქებს? მოამზადეთ ფაფისებრი მასა გამათეთრებელი სარეცხი ფხვნილისა და წყლისგან. წაუსვით ის რაფის ზედაპირზე, დაყოვეთ სამოქმედოდ დაახლოებით 1 საათით და შემდეგ გაწმინდეთ სველი ქსოვილით.

4. მტვერს, ჭუჭყსა და სოკოს სპორებს, რომლებიც ჭარბად გროვდება ფანჯრის რაფებზე და ძნელად მისაწვდომ ადგილებში, უბრალო სარეცხი საპნითაც გაუმკლავდებით. ააქაფეთ საპონი სამზარეულოს ღრუბლით, მისი გამოყენებით კარგად დაამუშავეთ ზედაპირი, დატოვეთ სამოქმედოდ დააახლოებით 1 საათით და შემდეგ გააპრიალეთ სველი ქსოვილით.

5. ფანჯრის რაფების გასაწმენდი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც მარტივად გაუმკლავდება ჟანგისებრ ნადებსა და სხვადასხვა სახის ლაქებს, ძმრის განუზავებელი ესენციაა. გაითვალისწინეთ, მისი გამოყენებისას აუცილებელია ხელთათმანებით სარგებლობა, რათა არ მიიღოთ კანის დამწვრობა.

6. როდესაც რაფას ლაქებისგან გაათავისუფლებთ, იზრუნეთ მისთვის პირვანდელი ბზინვარების დაბრუნებაზე. ამ დავალებას მარტივად გაართმევს თავს ქლორის შემცველი ნებისმიერი გამათეთრებელი საშუალება, რომელთა შეძენას საყოფაცხოვრებო ქიმიის ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებთ.

7. შავი ობის წინააღმდეგ საბრძოლველად საუკეთესო საშუალება საჭმელი სოდაა. მოამზადეთ ფაფისებრი მასა სოდისა და წყლისგან, წაუსვით ის ფანჯრის რაფის ძნელად მისაწვდომ ადგილებს, დატოვეთ სამოქმედოდ დაახლოებით 1 საათით და შემდეგ გააპრიალეთ სველი ქსოვილით. სოკოს სპორებისგან, რომლებიც ჭარბად გროვდება ფანჯრის რაფის ძნელად მისაწვდომ ადგილებში, კვალიც კი არ დარჩება.

ახლა თქვენ უკვე იცით რამდენიმე მოქმედი საშუალების შესახებ, რომელთა დახმარებით მინიმალურ დროში დაუბრუნებთ პირვანდელ სისუფთავესა და სიქათქათეს ფანჯრის რაფებს.

თუ მოგეწონათ სტატია და ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement