საკითხავი
მრავალფეხა სახლში: 3 მეთოდი, როგორ მოიშოროთ ერთხელ და სამუდამოდ
როგორც კი სიცხე ოდნავ იკლებს, ბევრ სახლში ჩნდება ახალი ბინადარი, მრავალფეხა. აცივებასთან ერთად უსიამოვნო გარეგნობის ფეხსახსრიანი სახლდება სახლში, სადაც მისთვის ხელსაყრელი პირობებია: წყალი, სითბო და ბნელი კუთხეები. აღსანიშნავია, რომ სახლში მრავალფეხის გამოჩენა პრობლემაა, რომელიც სწრაფად და საკმაოდ ბიუჯეტურად შეგიძლიათ მოაგვაროთ.
ზოგი ამტკიცებს, რომ მრავალფეხის მოშორება არ ღირს. ის ხომ სახლის სანიტარია, რომელიც სხვა მწერებით იკვებება და ადამიანისთვის უსაფრთხოა. ამის მიუხედავად, ამაზრზენი არსების სააბაზანო ოთახში დანახვა არავის სურს.
მრავალფეხა სახლში: ღირს თუ არა მისი მოშორება
ცრურწმენები
არსებობს მოსაზრება, რომ სახლში დასახლებული მრავალფეხას წინააღმდეგ არც ერთი საშუალების გამოყენება არ შეიძლება. ერთ–ერთი ნიშნის მიხედვით, მრავალფეხა მიგითითებთ სიახლეზე, რომელიც სახლის მფლობელმა მალე უნდა მიიღოს. უცნობია, ეს კარგ ამბავს მოგიტანთ თუ ცუდს. სხვა ნიშანი ამბობს, რომ მრავალფეხა სახლში მოღრუბლურ წვიმიან ამინდს მოასწავებს. თუ კედელზე მორბენალი მრავალფეხა დაინახეთ, გაწვიმდება.
ხალხური საშუალებები მრავალფეხას წინააღმდეგ
თუ ცრუმორწმუნე არ ხართ, არასასურველი არსების მოსაშორებლად სამ მეთოდს გთავაზობთ.
- პირველი საშუალების გამოსაყენებლად დაგჭირდებათ ბორის მჟავა, რომელიც ფხვნილის სახით გამოდის. ფხვნილი კუთხეებში და საკანალიზაციო ხვრელებთან, აბაზანის და სამზარეულოს ფილებს შორის ნაპრალებში მიმოფანტეთ. მრავალფეხა მოკვდება!
- მეორე მეთოდი ბორის მჟავის და კვერცხის გულის გამოყენებას გულისხმობს. ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ ფაფა მიიღოთ. ეს საშუალება როგორც მრავალფეხას, ასევე ტარაკანს მოგაშორებთ.
- მესამე მეთოდისთვის დაფქული კაიენის წიწაკა დაგჭირდებათ. ამ ცხარე სანელებლის სუნი საძულველ მრავალფეხას სწრაფად და ეფექტურად მოგაშორებთ!
მრავალფეხას გამოჩენის პრევენცია
ფეხსახსრიანებმა თქვენს სახლში დასახლება რომ არ ისურვოს, რამდენიმე წესი დაიმახსოვრეთ. დაიცავით წესები და სახლში მორბენალ მრავალფეხას ვერ დაინახავთ.
- სინესტე მოიშორეთ. სოკოს და ობის მოშორება სწორი მეთოდია, რომ სახლში მრავალფეხას დასახლება არ დაუშვათ. ასე ჯანმრთელობასაც დაიცავთ.
- ოთახში წყლის დაგუბება არ დაუშვათ. სწორედ ამიტომ, თეთრეულის აივანზე განიავება სწორი მიდგომაა, თუ აბაზანაში მრავალფეხის დანახვა არ გსურთ.
- სხვენი და სარდაფი მშრალი უნდა იყოს. აქ სისველე არ დაუშვათ. მრავალფეხას ეს ადგილები ძალიან უყვარს, ამიტომ აუცილებლად მოაწესრიგეთ.
მრავალფეხას გაზეთით დაჭერა არ სცადოთ. ეს უსარგებლოა. ერთი მრავალფეხის მოკვლით კედელზე ან იატაკზე ცხიმიან ლაქას დატოვებთ. ამ ფეხსახსრიანის გამრავლების პროცესი საკმაოდ სწრაფია და მალე ერთი მოკლულის ადგილზე მთელი ურდო გამოჩნდება. პრევენციის ზომები დაიცავით და სახლში მათი გამოჩენა არ დაუშვათ. თუ არასასურველი სტუმარი უკვე შენიშნეთ, ბორის მჟავა ან ცხარე კაიენის წიწაკა გამოიყენეთ. ისინი 100%–იან შედეგს მოგცემთ და უსიამოვნო მრავალფეხა აღარ შეგაწუხებთ.