Connect with us

მოდა და სტილი

მოძველებული და უგემოვნო ვარცხნილობები. 2022 წელს ქალები თმას ასე არ იჭრიან

ქალები მუდმივად კითხულობენ, როგორ შეარჩიონ ვარცხნილობა, რომ მოდურად და ლამაზად გამოიყურებოდნენ. უნდა ითქვას, რომ რთული ამოცანაა. მოდა სწრაფად იცვლება, მაგრამ თქვენთვის შესაფერისი ვარცხნილობის რაოდენობა დიდად არ გაზრდილა. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ შესაფერისი და არა მოდური ვარცხნილობა. ასე თქვენი ინდივიდუალობა გამოიკვეთება. ამავდროულად, უიმედოდ მოძველებული ვარცხნილობები არსებობს, რომლებიც არც უნდა განიხილოთ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ვარცხნილობებია მოძველებული. რჩევები ამ და მომავალ წელს გაითვალისწინეთ.

როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა

თუ თქვენთვის იდეალური ვარცხნილობა შეარჩიეთ, გაგიმართლათ. ამ შემთხვევაში ვარცხნილობა შეინარჩუნეთ და სრულყოფილებით დატკბით. დროდადრო მაინც შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა თანამედროვე ტენდენციებს. არავის სურს, რომ მოძველებულად გამოიყურებოდეს. ნახეთ, თქვენი ვარცხნილობა მოდიდან გასულია თუ არა.

გაპარსული კეფა და დაგრძელებული თმა

რამდენიმე წლის წინ ასეთი ვარცხნილობა ტრენდი იყო, თუმცა ამ სეზონზე მასზე უარის თქმას გირჩევთ. ასეთი ნათელი კონტრასტი ცოტა მოძველებულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცური სტილის ვარცხნილობა პოპულარობას კარგავს. რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ გირჩევთ, რომ საფეთქლები და გვერდითა ნაწილები გაიპარსოთ, ხოლო კეფიდან წინამომდე კასკადი გაიკეთოთ. ასე ბევრად უკეთესია!

ასიმეტრია

დიახ, დიდხანს მოდური იყო, მაგრამ სახეზე ჩამოყრილი თმის შეჭრის დროა. ამ ვარცხნილობისკენ აღარ გაიხედოთ. იქნებ რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ არა ახლა. ასიმეტრია მხოლოდ დავარცხნაში შეგიძლიათ სცადოთ. გვერდზე დაყრილი მოწესრიგებული თმა ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება.

ძალიან მოკლე ვარცხნილობა

წლის დასაწყისში ქალები თავს თითქმის ბოლომდე იპარსავდნენ. ეს ტრენდი იყო, რომელიც თანდათან პოპულარობას კარგავს. ასეთი ვარცხნილობა საკმაოდ თამამი ნაბიჯია. უნდა ითქვას, ასეთი მოკლე ვარცხნილობა ბევრს ძალიან უხდება. მაგრამ ახლა თმის ოდნავ გაზრდის დროა. სტილისტები გირჩევენ, რომ ყურადღება მოკლე კარეს მიაქციოთ. თუმცა თუ თავის გადაპარსვას აპირებთ, ვერ შეგაჩერებთ. ცხოვრებაში თამამი გადაწყვეტილების მისაღებად ადგილი ყოველთვის არის.

სწორი წინამო

წინამო დღემდე პოპულარულია. ყველა შესაძლო ვარიანტი სწორი წინამოს გარდა აქტუალური რჩება. სტილისტები თვლიან, რომ ეს ვარიანტი მოძველებულია. თან ბევრს არ უხდება. მის გამო სახის ნაკვთები დამახინჯებული ჩანს. შუბლს ფარავს და ამით სახის სხვა ნაწილებზე აქცენტს ზრდის. გირჩევთ, რომ ვარიანტებით ითამაშოთ და სხვა წინამო შეარჩიოთ. კარგი სტილისტი გეტყვით, როგორ სჯობს გაკეთება.

მკაცრი ხვეულები

ეს უფრო დავარცხნის სტილია, მაგრამ მნიშვნელოვანია. წელს მკაცრად დახვეული და ლაქით დაფიქსირებული თმა დაივიწყეთ. დიდი ხანია ანტიტრენდის სიაშია, მაგრამ შეხსენება ზედმეტი არაა. პრინციპში, თუ დავარცხნაზე ვსაუბრობთ, მოდაშია უფრო ბუნებრივი და ნატურალური ვარცხნილობები. არანაირი თმის ბუდე და ლაქი. მსუბუქი თმა მკაცრი ხვეულების ნაცვლად სტილს ქალურს და მოდურს გახდის.

ახლა იცით, როგორ შეარჩიოთ ვარცხნილობა ისე, რომ ძველმოდურად არ გამოიყურებოდეთ. პირველ რიგში, შინაგან შეგრძნებებს მიენდეთ. ვარცხნილობა თქვენ უნდა გახარებდეთ და არა გარშემომყოფებს. მოდური შეღებვაც შეგიძლიათ შემატოთ. ასე ნამდვილად მიმზიდველი გახდებით.

Advertisement