Connect with us

ჰოროსკოპი

მორიელი, ძლიერი და კეთილშობილური ნიშანი, რომელიც ბევრს აშინებს

მორიელი ყველაზე ფეთქებადი, ვნებიანი, მიმზიდველი და წინააღმდეგობრივი ნიშანია. მისი გაგება რთულია, მაგრამ დავიწყება შეუძლებელი. მორიელი ბევრს აშინებს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორი ხასიათი აქვს მორიელს, როგორ ცხოვრობს და როგორ უნდა მოიქცეს.

მორიელის ხასიათი

მორიელი ჰოროსკოპით წყლის სტიქიის ნიშანია. გარეგნულად ცვალებადობა ახასიათებს, მაგრამ მიზანდასახულობა და შინაგანი ბირთვი გააჩნია. როგორც წყლის ნიშანი ზეემოციური და მგრძნობიარეა. ინტუიცია ძლიერ განვითარებული აქვს და მომავლის წინასწარმეტყველებაც შეუძლია. სულიერი განვითარების და ცოდნის მიღების დიდი სურვილი და სწრაფვა აქვს.

გარეგნულად მშვიდი და ცივია, მაგრამ მასში ცეცხლის ალი მძვინვარებს. თუ რამე გარე მოვლენა წყობიდან გამოიყვანს, ემოციურად რეაგირებს. ჩხუბშიც ემოციებისგან ბოლომდე უნდა დაიცალოს, ამიტომ შეიძლება ზედმეტი წამოცდეს. ამავდროულად, სწრაფად მშვიდდება. ნამდვილი წყალი და ცეცხლია.

მორიელის ხასიათის ძირითადი თვისებები

მორიელის ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ამ ზოდიაქოს თვისებები უფრო გამოხატული აქვს, ზოგს ნაკლებად. ამაზე დაბადების დღეც გავლენას ახდენს. მორიელის ნიშანია 24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით. დაბადების დღის მიხედვით თვისებები მეტად ან ნაკლებად გამოხატული შეიძლება იყოს.

ემოციურობა

მორიელი ვნებებით სავსეა, კრიტიკულ სიტუაციაში ემოციებს ვერ აკონტროლებს. მელოდრამაზე გული არ აუჩუყდება, მაგრამ თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ, თავს ვერ შეიკავებს. ზოგჯერ აგრესიულიც ხდება. დადებითი მომენტი ისაა, რომ მორიელი სწრაფად მშვიდდება, დანაშაულის აღიარება და პატიების თხოვნაც შეუძლია.

პატიოსნება და პირდაპირობა

რთული ხასიათის მიუხედავად პატიოსანი და პირდაპირია. ეს მისი საუკეთესო თვისებებია. ერთი შეხედვით ამაყი და ქედმაღალია (ასეც არის), მაგრამ შეგნებულად ღალატზე არასდროს წავა. სხვების საიდუმლოს ინახავს. არასოდეს გიღალატებთ, ჭორებს არ გაგივრცელებთ.

ერთგულება და ეჭვიანობა

მორიელი ძალიან ერთგულია და ძალიან ეჭვიანიც. ხალხში საყვარელ ადამიანს არაფერს ეტყვის, მაგრამ სახლში დიდ სკანდალს მოუწყობს. გულწრფელი გრძნობების შემთხვევაში საყვარელ ადამიანს არასდროს ღალატობს, როგორც არ უნდა არშიყობდეს სხვებთან.

სიმტკიცე და გამძლეობა

მორიელი ფენიქსის მსგავსად ფერფლიდან დგება. პრობლემები ვერაფერს აკლებს. მაინც ადგომას და წინსვლას აგრძელებს. ამაზე შეიძლება დიდი დრო დახარჯოს, მაგრამ შეცდომიდან გამოცდილებას იღებს, ძლიერდება და სამყაროს უკვე სხვა თვალით უყურებს.

მორიელი: ვისთან უკეთ იქნება

მორიელთან ქცევის გარკვეული წესები არსებობს, რომელიც უნდა იცოდეთ, თუ თქვენს წრეში ან ოჯახში ამ ნიშნის ადამიანია.

  • პირველი და მთავარი, მოთმინება მოიკრიბეთ.
  • მასთან კონფლიქტს მოერიდეთ.
  • თუ მორიელი გააბრაზეთ, არაფერი უთხრათ. დაელოდეთ, სანამ ემოციებისგან დაიცლება. მალე დამშვიდდება და სიტუაციას გონივრულად შეაფასებს.
  • ენდეთ. მასში ეჭვიც არ შეგეპაროთ.
  • მორიელის მიმართ სიყვარული, ყურადღება, სითბო და სინაზე გამოხატეთ. ამას დააფასებს.

ბევრი ცნობილი ასტროლოგის თქმით, მორიელის ჰოროსკოპი ამბობს, რომ მასთან თანაცხოვრება ყველაზე მეტად გამოდის კუროს, თხის რქას, კირჩხიბს და თევზს. ვერძის და ლომის შემთხვევაში ან იდეალური წყვილი (მეგობარი, შეყვარებული) გახდება ან მტერი. თევზებთან და ქალწულთან სერიოზულ ურთიერთობას უნდა მოერიდოს, ზედმეტად განსხვავებულები არიან.

Advertisement