Connect with us

ჯანმრთელობა

მოამზადეთ ეს მალამო საკუთარი ხელით. ის ჰაიმორიტის, ოტიტის, წყლულების, შეშუპების, სახსრების ტკივილის და ქალური პრობლემების დამარცხებაში დაგეხმარებათ

ფუტკრის ცვილს, როგორც ფუტკრის სხვა პროდუქტებს, უნიკალური შემადგენლობა აქვს და უძველესი დროიდან ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. 2002 წელს გაზეთ „ბებიას“ (100 დაავადების სამკურნალო რეცეპტები) გვერდზე ელენა სეიმოვის სტატია გამოქვეყნდა, რომელმაც მკითხველებს პოპულარულ ბუნებრივ საშუალებაზე სხვა თვალით შეხედვა აიძულა.

ქალმა ფუტკრის ცვილით, მცენარეული ზეთითა და კვერცხის გულით მკურნალობის წარმატებული გამოცდილება გააზიარა. ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მადლიერი მკითხველები მას სეიმოვის მალამოს, ან საშობაო მალამოს უწოდებენ.

სეიმოვის შესახებ მადლიერი მკითხველები დღემდე წერენ  და ამბობენ, რომ მისი დახმარებით ბევრი უსიამოვნების მოშორება შეძლეს.

სეიმოვის მალამო

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად საფუტკრედან აღებული ნამდვილი ფუტკრის ცვილი დაგჭირდებათ, უმჯობესია თუ მას ყვითელი ფერი ექნება. ეკლესიის სანთელი ბაზად არ გამოგადგებათ. ზეთი ნებისმიერი შეიძლება იყოს: მზესუმზირა, სიმინდი, ყველაზე ხშირად ზეითუნის ზეთს იყენებენ.

ინგრედიენტები:

  • ½ კვერცხის გული
  • 25-30 გრ ცვილი
  • 150 მლ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. კვერცხი მოხარშეთ. ცილა და გული დააცალკევეთ.

2. ემალის თასში ზეთი ჩაასხით და 35-40 გრადუსამდე გააცხელეთ.

3. ცხელ ზეთში მომზადებული ცვილი ჩაამატეთ.

4. ცეცხლზე ნარევის გაცხელება გააგრძელეთ, რომ ცვილი ბოლომდე გადნეს და ზეთს შეუერთდეს, ამის შემდეგ მცირე რაოდენობით კარგად დაჭყლეტილი კვერცხის გული დაუმატეთ.

5. კვერცხის გულმა შეიძლება დიდი რაოდენობით ქაფის წარმოშობა გამოიწვიოს. ამ მომენტში ქვაბი გაზიდან დროებით გადადგით. შემდეგ კვლავ გაზზე დადგით, მუდმივად აურიეთ და 65-70 გრადუსზე მეტად გაცხელების უფლება არ მისცეთ.

6. ნარევი ცეცხლზე მანამ გააჩერეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი ბოლომდე არ გაიხსნება და ერთგვაროვან მასას არ შექმნის.

7. ფუტკრის ცვილისგან სასწაული მალამო უკვე მზადაა. რამდენიმე ფენად დაკეცილ კაპრის ქსოვილში გადაწურეთ და ფართო ძირის მქონე ჭურჭელში (უმჯობესია თუ მინის იქნება) გადაასხით.

რედაქციის რჩევა

ნამდვილად სასწაულმოქმედ მალამოს მიიღებთ, თუ დუღილის პროცესს გააკონტროლებთ, ხანგრძლივი დროით დუღილმა და გაცხელებამ შეიძლება სასარგებლო ნივთიერებების ნაწილი გაანადგუროს.

რას კურნავს სეიმოვის მალამო

1. ჩირქოვანი ოტიტი

ბამბის ჩხირს მალამო წაუსვით და ყურში ჩაიდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში გამოცვალეთ, ამავდროულად მალამო ყურის ქვეშ წაისვით. ასე ყველა ოტიტის მკურნალობა შეიძლება, არა მხოლოდ ჩირქოვანი ოტიტის.

2. ჰაიმორიტი

1 ს/კ გამდნარი მალამო ცხვირში ჩაიწვეთეთ. ყველაფერი სწრაფად უნდა გააკეთოთ, რომ არ გაიჭედოს. მალამოს ერთ საათიანი ინტერვალით 1-2-ჯერ ჩაწვეთება საკმარისია, რომ ერთთვიანი ჰაიმორიტი მოიშოროთ.

3. ყელში აბსცესები, ჩირქოვანი ანგინა

ყელში მალამო წაისვით და ყელზე კომპრესი დაიდეთ. თუ პროცედურას საღამოს ჩაიტარებთ და ყოველ საათში გაიმეორებთ, დილით უკვე ჩირქგროვა აღარ გექნებათ.

4. ტროპიკული წყლულები

ყოველ ორ საათში მალამოს კომპრესი დაიდეთ. მოძრაობის გარეშე წოლა არ შეიძლება. მტკივნეულ კიდურებს ცოტა დატვირთვა უნდა მისცეთ. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ დაწოლილმა ფეხის ვარჯიში გააკეთოთ.

5. მასტოპათია

მასტოპათიის დროს მალამო ძირითადი მკურნალობის დამატებით საშუალებად გამოიყენება. საშუალებით გაჟღენთილი მკვრივი ქსოვილი მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ და ქაღალდით შეიფუთეთ. ყოველ ორ საათში გამოცვალეთ. პროცედურა ანთების ჩაქრობამდე გააგრძელეთ.

6. საკვერცხეების კისტა, დანართების ანთება

სეიმოვის მალამო წასმული ტამპონები გამოიყენეთ.

7. ვარიკოზული გაფართოებული ვენები

დღეში 3-ჯერ კანზე მალამო შეიზილეთ.

8. დერმატიტი, დახეთქილი ტუჩები

პრობლემურ ადგილას მალამო დღეში 2-ჯერ შეიზილეთ.

9. მტკივნეული სახსრები, რევმატიზმი

ღამით სეიმოვის მალამო წაისვით, ზემოდან პერგამენტის ქაღალდი ან ცელოფანი დაიფინეთ. შემდეგ, გახურების გასაუმჯობესებლად, ბეწვის ან შალის ქსოვილით შეიხვიეთ.

10. ფრჩხილები

სახლის პირობებში ფრჩხილების გასაძლიერებლად, ღამით მალამო წაისვით.

11. კბილის ტკივილი

თითით მალამო აიღეთ და მტკივნეულ კბილთან ახლოს ღრძილებში შეიზილეთ. ეს გვირგვინის ქვეშ კბილის ტკივილსაც ეხება.

მომხმარებელთა გამოხმაურება

სეიმოვის მალამოს ეფექტურობის ზოგ ადამიანს სჯერა, ზოგს კი არა. მის სამკურნალო თვისებებზე საუბარი და კამათი შეიძლება, მაგრამ გამოყენების შემდეგ ბევრი რწმუნდება, რომ ამ მარტივ საშუალებას მაშინაც კი შეუძლია დახმარების გაწევა, როცა ოფიციალური მედიცინა შედეგს არ იძლევა.

კომენტარები:

1. „ისე მოხდა, რომ მარჯვენა ხელის იდაყვის ტკივილი დამეწყო. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ დილით თმის დავარცხნა ნამდვილი ტანჯვა გახდა. იდაყვზე ყველანაირ მალამოებს, ნაყენებს ვისვამდი, მთელი ღამით ვიფუთავდი, მაგრამ უშედეგოდ.

და აი, მე ექიმთან ვარ, რომელმაც იდაყვი დაათვალიერა და რეცეპტი გამომიწერა. გავბედე და დიაგნოზის შესახებ ვკითხე, მან კი ჩემს ანკეტას დახედა და მიპასუხა: „თქვენი საქმეა შეასრულოთ, ხოლო სწავლით საკუთარ სკოლაში ასწავლით“. მკურნალობა იქამდე მივიდა, რომ იდაყვის სახსარში ორი ნემსის გაკეთება მიწევდა.

ასეთმა აგრესიულმა მკურნალობამ გამაოგნა და სეიმოვის მალამო მოვამზადე. მას მთელი დღის განმავლობაში, ყოველ 50-60 წუთში ვისვამდი…ასე გავიდა ერთი კვირა. შედეგი შესანიშნავი იყო: ტკივილი გაქრა, ხელი კი გამოჯანმრთელდა“.

2. „ამ მალამოს დახმარებით მკერდის ძლიერი ტკივილი მოვიშორე, ამასთან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პირველივე გამოყენების შემდეგ ვიგრძენი. რამდენჯერმე წავისვი და ტკივილი გაქრა. მანამდე მამალოგთან კონსულტანციაზე ვიყავი და მან პათოლოგია საერთოდ ვერ დაინახა.“

3. გვირგვინის ქვეშ კბილი ამტკივდა, ღრძილზე ჩირქი გაჩნდა, ლოყა გაისივდა. წინა კბილებზე მსგავსი პრობლემა ჩემს მეზობელსაც ჰქონდა. მას მალამოთი მკურნალობა ვურჩიე, მაგრამ არ მომისმინა. მე კი ვიმკურნალე. და ნახეთ რა გამოვიდა?

მეზობელი სტომატოლგთან მივიდა, რომელმაც 2 კბილი იმწამსვე ამოუღო და მე კი კბილების შენარჩუნება მოვახერხე. მალამო სწრაფად იწოვება, ამიტომ ბინტზე ვისვამდი და ღრძილებზე ვიდებდი. ზუსტად რამდენი ხანი ვმკურნალობდი არ მახსოვს, მაგრამ 1 კვირაზე მეტხანს ნამდვილად არა“.

4. „ამ მალამოს დახმარებით ჰაიმორიტის განკურნება შევძელი. 1 სუფრის კოვზ მალამოს ვადნობდი, იმწამსვე პიპეტში ვავსებდი და ცხვირში ვიწვეთებდი. არ შეგეშინდეთ, რომ მალამო ცხელია: სანამ საწოლამდე გაიქცევით, რომ დაწვეთ და საჭირო პოზა მიიღოთ, ნარევი უკვე გაგრილდება. დააკვირდით, რომ მთლად არ გამაგრდეს, თუ არა კვლავ გაცხელება მოგიწევთ. 1 საათიანი ინტერვალით ორჯერ ვიწვეთებდი და ჰაიმორიტი დავივიწყე!“

5. მალამო უბრალოდ შესანიშნავია! მისი მაღალი ეფექტურობა დამტკიცებულია და ყველას გირჩევთ. მის შესახებ 7 წლის წინ გავიგე და დღემდე ჩემს აფთიაქში საპატიო ადგილი უჭირავს. ყველა დაავადების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რომლებიც ამ მალამოთი ვიმკურნალე, რადგან ეს ბევრ დროის წაიღებს. უფრო მარტივია იმის თქმა, თუ რა არ ვიმკურნალე“.

საშობაო მალამოთი მკურნალობის დაწყებამდე, ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შესახებ არ დაგავიწყდეთ. დარწმუნდით, რომ ცვილზე ალერგია არ გაქვთ. ასევე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.