Connect with us

სხვა

მოაბნიეთ მატრასზე საჭმელი სოდა – აუცილებელი ყოველკვირეული პროცედურა

ყველა დიასახლისმა კარგად ვიცით, თუ რამდენად რთულია სახლის იდეალურად დალაგება-დასუფთავება. განსაკუთრებულ ყურადღებას არასდროს ვუთმობთ ჩვენი საწოლის მატრასს, რომელიც, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ძალიან ბინძურდება. სოწრედ მატრასზე გროვდება საკმაოდ დიდი რაოდენობით მტვერი, კანის ნაწილაკები, ჭუჭყი და სხვადასხვა სახის სიბინძურე.

მეტიც, მატრასზე ბინადრობენ მავნე მიკროორგანიზმებიც, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. საუბარია ტკიპებზე, რომლებიც ჩვენი კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან და მრავლდებიან. გარდა იმისა, რომ ეს მიკროორგანიზმები წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მათთან ერთად ძილი ნაკლებად სასიამოვნო მოვლენაა. არანაკლებ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის მტვერი, რომელიც მატრასზე გროვდება. ის სასუნთქი გზების გავლით ხვდება ორგანიზმში და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციები.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ მარტივ მეთოდს, რომლის დახმარებითაც მინიმალურ დროში, თანაც მინიმალური ძალისხმევით შეძლებთ მატრასის დეზინფიცირებას და მასზე ბინადარი მიკროორგანიზმების განადგურებას. მტვრისა და ჭუჭყის კვალიც კი არ დარჩება, თუ ამ უბრალო საშუალებით ისარგებლებთ.

როგორ გავწმინდოთ მატრასი? 

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მთლიანი შეფუთვა საჭმელი სოდა
  • 10-20 წვეთი სასურველი ეთერზეთი
  • მტვერსასრუტი

ინსტრუქცია: 

1. მთლიან შეფუთვა სოდაში ჩაამატეთ 20 წვეთი სასურველი ეთერზეთი და კარგად გადაურიეთ.

2. მოაბნიეთ ის მატრასის ზედაპირზე.

3. ხელებით მსუბუქად დაამუშავეთ მატრასი, რათა სოდისა და ეთერზეთის ნარევი კარგად გაჯდეს მასში.

4. დატოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ დაახლოებით 1 საათით და შემდეგ მტვერსასრუტის გამოყენებით კარგად გაწმინდეთ მატრასი. მოაშორეთ ბოლომდე მას სოდა.

ამ მარტივი პროცედურის შემდეგ თქვენი მატრასიდან მტვერი, ჭუჭყი და მავნე მიკროორგანიზმები გაქრება, თანაც ხანგრძლივი პერიოდით დაიცავთ თავს მათი გაჩენისგან. პირადად ამ პროცედურას მინიმუმ თვეში 1-ხელ ვატარებ და შედეგით ყოველთვის კმაყოფილი ვარ. გარდა მატრასის იდეალურად გაწმენდისა, ის ძალიან სასიამოვნო არომატს შეიძენს, რაც ეთერზეთის დამსახურებაა.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ მატრასის გაწმენდის ამ მარტივი მეთოდის შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement