Connect with us

ჯანმრთელობა

მიირთვით 5 კაკალი და მოითმინეთ 4 საათი: აი რა დაემართება თქვენს ორგანიზმს!

კაკალს სრულიად დამსახურებულად მოიხსენიებენ სუპერპროდუქტად. ამ სუპერპროდუქტის შემადგენლობაში შედის სიცოცხლისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები და ნივთიერებები, როგორებიცაა: ვიტამინ A, B1, В2, В12, В15, С, К, Е, РР, კაროტინი, მთრიმლავი ნივთიერებები, სიტოსტერონი, ლინოლენის მჟვები, გალოტანინი, იუგლონი, ფიტონციდები, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, გოგირდი, რკინა, მანგანუმი და თუთია.

საკმარისია დღის განმავლობაში რეგულარულად მიირთვათ 5 კაკალი და ხანმოკლე დროში თქვენი ტვინის მუშაობა, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამ ღირებული პროდუქტის სწორედ ეს რაოდენობაა რეკომენდირებული ექიმების მიერ, გულ-სისხძარღვთა დავადებების, სიმსივნის და შაქრის დიაბეტის განვითარების რისკის შესამცირებლად.

იმისთვის, რომ გაიწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან, რეკომედირებულია კაკლის მირთმევა თბილ რძესთან ერთად. დანაყული კაკალი და თაფლი – ეფექტური საშუალება ბრონქიტის, პნევმონიისა და ტუბერკულიოზის წინააღმდეგ საბრძოლველად.

დანაყული კაკლის ხაჭოში და ქიშმიშში არევით მიიღებთ ძალზედ ეფექტურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ გულის კუნთის, ღვიძლის და ნერვული სისტემის გამოჯანმრთელებაში. ეს საშუალება ასევე ეფექტურია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. გარდა ყოველივე ამისა, ამ ნარევით შეძლებთ თავიდან აირიდოთ მახვილი მხედველობის დაკარგვა, რომელიც ასაკის მატებითაა გამოწვეული.

პატარებისთვის ძალზედ სასარგებლოა კაკლის მირთმევა ანემიის პროფილაქტიკისთვის, სწორი გონებრივი განვითარებისთვის და მეხსიერების გაუმჯობესებისთვის. ბავშვების შემთხვევაში, მიღებული კაკლის ყოველდღიური ნორმის დადგენისთვის, უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია პედიატრთან.

იმ ადამიანებმა, რომელთაც გაწუხებთ კოლიტი ან ენტეროკოლიტი, უმჯობესია შეიკავოთ თავი ამ პროდუქტის მირთმევისგან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!