Connect with us

ჰოროსკოპი

მითხარი, ვინ არის თქვენი დედა ჰოროსკოპით, გეტყვით, როგორ ეკონტაქტოთ

დედასთან კარგი ურთიერთობა წარმოუდგენლად ღირებულია, ამიტომ მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ იპოვოთ საერთო ენა დედასთან მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

დედა ვერძი

დედა ვერძი შვილებზე იშვიათად წუწუნებს. ისინი უყვარს, მაგრამ მათ ხშირად დიდ მოთხოვნებს უყენებს. კამათი არ უყვარს, მაგრამ ბავშვებს აკონტროლებს, რომ დაუფიქრებლად არ მოიქცნენ. ეს სწორად მიაჩნია.

დედასთან დათმობაზე წადით. კომპლიმენტები ხშირად უთხარით, მისთვის ეს მნიშვნელოვანია. ხაზი გაუსვით, თუ როგორი ლამაზი, გონიერია, მისი ასაკი არ ახსენოთ. დედა ვერძს სურს, რომ თქვენით იამაყოს, მათ შორის თქვენი დამოუკიდებლობით.

დედა კურო

დედა კურო შვილებს ყოველთვის არ ეუბნება, თუ მათთან ჩხუბის შემდეგ როგორი ნაწყენია. თავი შეიძლება მოგაჩვენოთ, თითქოს არაფერი მომხდარა. მან შეიძლება თქვენთან ლაპარაკიც კი შეწყვიტოს, თუ იჩხუბებთ. თუ ეჭვობთ, რომ დედას აწყენინეთ, მიდით და პატიება სთხოვეთ. ნახავთ, როგორ შეიცვლება მისი სახე. აუცილებლად დაეხმარეთ სახლის დალაგებაში, ამას აუცილებლად დააფასებს. თქვენს შეთავაზებას რომ მასთან ერთად აგარაკზე წახვიდეთ, ენთუზიაზმით მიიღებს.

დედა კურო ძალიან მძიმეა, როცა შვილები მის რჩევებს არ უსმენენ მაშინაც კი, თუ ისინი უკვე ზრდასრულები არიან. მათთან მეტი დრო გაატარეთ და მის შეუპოვრობას პატივი ეცით. თქვენი დედა ძალიან მომთხოვნია, მაგრამ ამაში მისი ძალაა.

დედა ტყუპები

ყველაზე კომუნიკაბელური დედა. მას სურს, რომ ახლობლებმა საიდუმლო გეგმები გაუმხილონ და პრობლემების შესახებ მოუყვნენ. იმ იშვიათ დედებს შორისაა, ვინც ხვდება, რომ ბავშვები დამოუკიდებლები და ზრდასრულები არიან.

დედა ტყუპები უბრალოდ გიჟდება, როცა მისი უფროსი შვილები სტუმრად მოდიან. თუ დედასთან ერთად არ ცხოვრობთ, ხშირად ესტუმრეთ. თუ იჩხუბეთ, უბრალოდ უთხარით, რომ დამნაშავე ხართ და ნებისმიერი მეთოდით დანაშაულს გამოისყიდით.

დედა კირჩხიბი

დედა კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა. ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ. მას სული ყოველთვის ტკივა. ზრდასრულ შვილებზე მისი მზრუნველობა ცოტა გამაღიზიანებელია. არ დაგავიწყდეთ ხშირად დარეკვა, თუ ნერვიულობს. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან უნდა იცოდეს, თუ რას აკეთებს შვილი და ვისთან აქვს კონტაქტი. რომ შეეძლოს მთელი ცხოვრება ერთად ცხოვრებას ისურვებდა. მზადაა შვილიშვილებზე და შვილებზე მთელი ცხოვრება იზრუნოს. ახლობლებზე ძალიან მიჯაჭვულია.

დედა ლომი

ლომს შვილების მართვა უყვარს, როგორც მინიმუმ, მისი აზრი უნდა გაითვალისწინონ. დედასთან მაღალ ტონებში არასდროს ილაპარაკოთ. გახსოვდეთ, რომ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის. ეს მისი პატარა სისუსტეა. დედასთან არ იკამათოთ, სჯობს თქვენი წარმატების შესახებ მოუყვეთ. თუ იკამათეთ, ბოდიში მოიხადეთ და უფრო მეტი დრო დაუთმეთ. თუ ერთად ცხოვრობთ, მის დაქალებთან სტუმრობა ან საინტერესო სპექტაკლის ნახვა შესთავაზეთ.

დედა ქალწული

დედა ქალწული დაუდევრობას ვერ იტანს. თუ რაიმეს დაპირდებით, სიტყვის შესრულება მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არაპუნქტუალურობას და უპასუხისმგებლობას ვერ გაიგებს.

ქალწულს კრიტიკა უყვარს, ეს მის ხასიათშია. გარდა ამისა, მას შეიძლება თქვენი ტანსაცმლის სტილი არ მოეწონოს. თქვენს კოსტუმში შეუსაბამობას, არასწორად შერჩეულ ფერებს, ძველ ბლუზს შეამჩნევს. არ გააღიზიანოთ. ასეთ დედას არ უყვარს, როცა შვილები მის რჩევებს არ ითვალისწინებენ.

დედა სასწორი

დედა სასწორი დისჰარმონიას ვერ იტანს. მის წინაშე ცუდ ხასიათზე არ გამოჩნდეთ. იფიქრებს, რომ დიდი პრობლემები გაქვთ და დახმარების ვარიანტებს შემოგთავაზებთ. დედა სასწორი ძალიან კომფორტული დედაა, მას შვილებთან კონფლიქტი არ უყვარს. ერთადერთი, რამაც შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს, მისი პოზიციის გაუგებრობა და მისი რჩევის სრული უარყოფა. რაც შეძლება ხშირად რჩევა ჰკითხეთ. გარეგნობის მხრივ კომპლიმენტები უთხარით. თუ იჩხუბეთ, უბრალოდ ბოდიში მოიხადეთ და მასთან ერთად საყიდლებზე წადით. გაითვალისწინეთ, რომ მას შესანიშნავი გემოვნება აქვს. სავარაუდოდ, კამათს დაუყონებლივ დაივიწყებს.

დედა მორიელი

თუ თქვენი დედა მორიელია, მას ძალიან რთული ხასიათი აქვს. ყველაფრის გაკონტროლება სურს, თქვენი ცხოვრებით ინტერესდება, სურს გაიგოს, რა ჭამეს ბავშვებმა საუზმეზე და ვისთან ატარებენ დროს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენით მანიპულირებას ცდილობს. ეს სიმართლე არაა. ასეთი დედა ძალიან მზრუნველია და ვერ იჯერებს, რომ მისი ბავშვი გაიზარდა. ზოგჯერ შეახსენეთ, მაგრამ ძალიან რბილად. თუ იჩხუბებთ, პირველმა თქვენ მოიხადეთ ბოდიში. ის ყოველთვის მზადაა გაპატიოთ, მაგრამ სჭირდება, რომ პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგათ.

დედა მშვილდოსანი

პროგრესული დედა, რომელიც ყოველთვის ოპტიმიზმით სავსეა. მისი წყენინება არ შეიძლება. ასეთ დროს შეიძლება ბევრი შენიშვნა მოგცეთ. ეს მიიღეთ, როგორც არსებული და არ იკამათოთ.

თუ თქვენი დედა მშვილდოსანია, არასდროს მოატყუოთ. აუცილებლად მიხვდება და გეტყვით ყველაფერს, რასაც ფიქრობს. თუ იჩხუბებთ, უბრალოდ პატარა საჩუქარი გაუკეთეთ. ის ძალიან მგრძნობიარეა და მოხარული იქნება. გაიხსენეთ, როგორ სეირნობდა თქვენთან ერთად ბავშვობაში, რაღაც სასიამოვნო უამბეთ.

დედა თხის რქა

დედა თხის რქა მკაცრი დედაა. ცოტა ძველმოდურია, მაგრამ ამაში მისი ხიბლია. ოჯახური ტრადიციები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დაცვას ცდილობს. თუ იკამათეთ, არ ელოდოთ, რომ დედა პირველი შეგირიგდებათ. თვლის, რომ დამნაშავე თქვენ ხართ.

დედა მერწყული

თუ თქვენი დედა მერწყულია, ძალიან გაგიმართლათ. ის ძალიან პროგრესულია, ყოველთვის მზადა თქვენი აზრი მოისმინოს და დისკუსიაში შემოვიდეს. ამაზე უარი არ უთხრათ. თუ დედას არ ეთანხმებით, უბრალოდ აუხსენით რატომ და უთხარით, რომ მზად ხართ მის რჩევას მოუსმინოთ.

დედა მერწყულს ლაპარაკი უყვარს. საუკეთესო, რაც შეგიძლიათ მისთვის გააკეთოთ, გახდეთ მისი დაქალი. თუ იკამათეთ, უბრალოდ უთხარით, რომ მართალი არ იყავით. ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით დედის მიმართ მზრუნველობა გამოიჩინეთ.

დედა თევზები

დედა თევზები ძალიან წყენიაა. მისი მისამართით ნებისმიერ ბრალდებას მოერიდეთ, მისი ნიჭი და სულიერი ორგანიზაცია ხშირად შეაქეთ.

არასდროს იკამათოთ. ის ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად შეიძლება ატირდეს. თქვენს განწყობას და პრობლემებს ისე კარგად იგებს, როგორც სხვა არავინ. რთულ სიტუაციაში ყოველთვის მხარს დაგიჭერთ.

Advertisement
ჯანმრთელობა9 hours ago

თუთიის გავლენა ორგანიზმზე: 9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევა

ჰოროსკოპი9 hours ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს მოუწევს ოცნებებთან შესახვედრად ტანკივით გზის გაკაფვა

საკითხავი9 hours ago

რით ჩავანაცვლოთ თეთრეულის კონდიციონერი, თუ სახლში მარილი გვაქვს

საკითხავი9 hours ago

როგორ შევაგროვოთ ნაკურთხი წყალი სწორად, რომ მთელი წელი დაცული ვიყოთ

ყვავილები1 day ago

აივნის სასწაული: ოთახის პომიდორი, რომელიც კარგ მოსავალს მოგცემთ

საკითხავი1 day ago

ანგელოზი კატები: 5 რეალური შემთხვევა, როცა კატებმა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს

ჰოროსკოპი1 day ago

მე, ჩემი: ვინ არის ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს ნიშანი

ჯანმრთელობა1 day ago

შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები: რის გამო სუქდებიან სხვადასხვა სხეულის ფორმის ტიპები

სახლი და დიზაინი2 days ago

ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს

ჰოროსკოპი2 days ago

რატომ თხოვდებიან ზოდიაქოს ნიშნები?

ჰოროსკოპი4 weeks ago

2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი: მორიელო, ოცნებები აისრულეთ, თევზებო, ბედს მიენდეთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი

ჰოროსკოპი3 days ago

რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი2 weeks ago

რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს

ტესტები2 weeks ago

სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი

ჰოროსკოპი4 weeks ago

2021 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა

ჰოროსკოპი2 weeks ago

საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა4 days ago

რა გვჭირდება, რომ გულმა ნებისმიერ ასაკში უპრობლემოდ იმუშაოს

ჰოროსკოპი6 days ago

ყველაზე გულწრფელი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ტრენდული