ჰოროსკოპი
მთვარის ფაზები 2020 წლის აგვისტოში: სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა, კლებადი და ზრდადი მთვარე
ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ზაფხულის ბოლო თვეს – მთვარე სასიამოვნოდ გაგვაოცებს. როგორი განწყობაც არ უნდა გქონდეთ, ცხოვრებას მაინც მარტივად შეხედეთ. აუცილებლად დაუფიქრდით თქვენს ნეგატიურ აზრებს და მაქსიმალურად ეცადეთ მოიშოროთ ისინი.
ზრდადი მთვარე
აგვისტოში ზრდადი მთვარე 1 და 2 აგვისტოს, შემდეგ კი 20 აგვისტოდან 31 რიცხვამდე გვექნება. ამ პერიოდში აჯობებს მეტი დრო დაუთმოთ ისეთ საქმეებს რომლებსაც ბევრი ენერგია და მოძრაობა ესაჭიროება, თუმცა არა 1 და 2 აგვისტოს, რადგან ამ პერიოდში მთვარე თხის რქაშია და აჯობებს ინტელექტუალური აქტივობა გამოავლინოთ.
20-დან 31 აგვისტოს ჩათვლით სასურველია ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმოთ დრო და შემოდგომისთვის არაფერი გადადოთ. წელს მთვარის ფაზები ზაფხულის დასასრულს სასიკეთოდ დაემთხვა. ზრდად მთვარეზე შეგიძლიად თამამად გადადგათ ნაბიჯები და ყველაზე თამამი იდეების განხორციელებასაც შეუდგეთ. განეწყვეთ პროდუქტიული მუშაობისთვის და ადრე დაწყობილ გეგმებს მიყევით.
ზრდად მთვარეზე ნუ ჩავარდებით აპათიაში და არ კონცენტრირდეთ ბრაზზე, ბოროტებასა და წყენაზე. ნუ ჩაიციკლებით წარსულზე, აჯობებს აწმყოსა და მომავალზე გადაიტანოთ ყურადღება.
კლებადი მთვარე
კლებადი მთვარე 4-18 აგვისტს მონაკვეთში გვექნება. ეს შესანიშნავი პერიოდია დასასვენებლად, თუ შესაძლებლობა გაქვთ შვებულება ამ პერიოდში აიღეთ.
კლებადი მთვარის დროს დაკავდით სახლის საქმეებით, რაიმეს დაგეგმვით, ხალხთან ურთიერთობით. ამ პერიოდის ყველაზე სასიეკთო დღეებია 5, 6, 7 აგვისტო, ასევე 10 და 11 აგვისტო. 5-დან 7 აგვისტოს ჩათვლით მთვარე თევზის ზოდიაქოში იქნება, რაც შესანიშნავად აისახება შემოქმედებით განწყობაზე, ახალი მიზნების ძიებაზე. 10 და 11 რიცხვებში შეგიძლიათ ძვირადღირებული ნივთები შეიძინოთ.
ყველაზე რთული დღეები აგვისტოს კლებადი მთვარის პერიოდში – 8 და 9 აგვისტო იქნება, ეს არის პერიოდი როდესაც მთვარე ვერძის ზოდიაქოშია. ამ დღეებში ხშირია გეგმების ჩაშლა, უმიზეზო შფოთვები და დარდი. ექსპერტები გვირჩევენ ამ დღეს რისკისგან თავი შევიკავოთ. ასტროლოგები გვირჩევენ არ დაგვავიწყდეს, რომ წუწუნის ჩვევეა და ნეგატივი ცხოვრებას ართულებს და იღბალსაც აფრთხობს!
სავსემთვარეობა
მთვარის კალენდარში აღნიშნულია, რომ 3 აგვისტოს დადებითი სასვსემთვარეობა გველოდება, რომელიც მერწყულის მართვის ქვეშ იქნება. ეს თვის ძალიან მნშვნელოვანი დღეა, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ განვითარდება ადამიანთა ცხოვრება უახლოეს მომავალში.
ამ დღეს აჯობებს არ იზარმაცოთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და წინდახედულება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას, დაიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, სიფრთხილე გამოიჩინოთ სახიფათო ნივთებთან და სიტუაციებთან. ნუ გაიჩენთ მტრებს, მოერიდეთ კონფლიქტებს.
ამ დღეს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს გაუმართლებთ, ასევე მათ ვინც ახალ სამსახურს, ჰობს ან სიყვარულს ეძებს. ეს დღე ჰაერის სტიქიის მართვაშია და ამიტომ ეცადეთ დიდლიდან საღამომდე სახლში არ იჯდეთ. აუცილებლად გაისეირნეთ, გაანიავეთ შენობა.
ახალმთვარეობა
მთვარის დისკის განახლება 19 აგვისტოს მოხდება. ამ დღეს ღამის მანათობელი ქალწულის ზოდიაქოში იქნება. ეს ნამდვილად სასიკეთო მდგომარეობაა რომელიც პრობლემებს არ მოგვიტანს. აგვისტოში მთვარე მეტად კეთილგანწყობილია.
მიწის სტიქია შესანიშნავად ერწყმის განახლების ფაზას. ამის მიუხადავად 19 აგვისტოს მაინც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ გასცემთ ცარიელ დაპირებებს. ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს, ნუ გაასესხებთ და ნურც ისესხებთ ფულს. ამ დღეს გაკეთებული დაუფიქრებელი ნაბიჯები, მომავალში მოულოდნელ შედეგებს მოგიტანთ. საღამო აჯობებს მშვიდ შინაურულ საქმეებს დაუთმოთ.