Connect with us

ტესტები

მთვარე, რომელსაც აირჩევთ, თქვენს ფარულ ფიქრებსა და სურვილებს გაამხელს

ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად გვავიწყდება, თუ სინამდვილეში რა გვსურს ცხოვრებიდან.

ეს ციური სხეული, რომელიც ღამით სინათლეს გვაძლევს, უფრო ჯადოსნურია, ვიდრე გვგონია. მთვარე უამრავი ადამიანის გულს ტყუილად არ იზიდავს – მას საკუთარი სილამაზე და სიმკაცრე აქვს და ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. მთვარის შუქს პიროვნების ფარული აზრების სრულად გამოხატვა შეუძლია, რომელსაც ის დიდი ხანი სათუთად მალავდა. თქვენს მიერ არჩეულ მთვარეს ბევრი რამის თქმა შეუძლია იმის შესახებ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში და რა გსურთ ცხოვრებიდან.

1. ნაზი მთვარე

თუ ეს მთვარე აირჩიეთ, თქვენ ხალხს სიკეთით და გულწრფელობით იზიდავთ. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ ეს თვისებები სუსტს გხდით და მათ გამო უარის თქმას ვერ ახერხებთ მაშინაც კი, როცა ეს ნამდვილად საჭიროა. თუმცა, ცდებით.

შეიძლება ახლა ვერ აცნობიერებთ, მაგრამ თქვენი ნაზი იმიჯის მიღმა ფოლადის ნება და ძლიერი პიროვნება იმალება, რომელსაც ნებისმიერი ბრაზის, ქაოსის და სიძულვილის ქარიშხლის გაძლება შეუძლია. თქვენს ჭეშმარიტ პიროვნებას გარეთ გამოსვლა და საკუთარი სინათლით მთელი სამყაროს განათება სურს, თუმცა ჯერ ამას ვერ ახერხებს. არ იდარდოთ! საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ და ისე მოიქეცით, როგორც სწორად მიიჩნევთ. ერთხელაც დადგება დღე, როცა თქვენს ადგილზე გაჩერებას ვერავინ შეძლებს.

2. ერთგული მთვარე

თუ ეს მთვარე აირჩიეთ, იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელთაც ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ. გარშემომყოფებმა იციან, რომ ნამდვილი გასაჭირის დროს შეუძლიათ დახმარება გთხოვონ და ისინი ნამდვილად მიიღებენ დახმარებას, ეს თქვენ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ. როცა ახლობლებს პრობლემები აქვთ, მათ გამო ყველაფერს გვერდზე დებთ. ზოგჯერ ფიქრობთ, სისუსტეს ხომ არ იჩენთ, როცა დროის ნაწილის საკუთარ თავთან გატარება გსურთ.

უნდა გესმოდეთ, რომ რობოტი არ ხართ, რომელსაც ძილის და დასვენების გარეშე უწყვეტლივ მუშაობა შეუძლია. დრო საკუთარ თავზეც უნდა დახარჯოთ, რადგან სხვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ხართ. თქვენი სულის ნაწილს, რომელიც ძალიან ღრმად არის დამალული, ყველაფრის მიტოვება და იმ საქმით დაკავება სურს, რაზეც ოცნებობდა. ამ სურვილს ჩაქრობის საშუალება არ მისცეთ. როცა მორიგ ჯერზე კაშკაშა მთვარეს დაინახავთ, მას თქვენი წინამძღოლობის უფლება მიეცით და გზის ბოლოს ნამდვილ მეს იპოვით.

3. ძლიერი მთვარე

თუ არჩევანი ამ მთვარეზე გააკეთეთ, ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც ზუსტად იცის, თუ რა სურს ცხოვრებაში და ამის მისაღებად ყველაფერს აკეთებს. სხვების იმედზე ნაკლებად ხართ, აი, მათთვის ხშირად მაგალითს წარმოადგენთ. თქვენ ლიდერად მიგიჩნევენ, რომელსაც სწორი გზის ჩვენება შეუძლია. სწორედ ეს გაწუხებთ – ხალხს თქვენს მიმართ იმდენად დიდი მოლოდინები აქვთ, რომ არ გამართლების გეშინიათ. თქვენი შიში, რომ ეს მაინც მოხდება, ზოგჯერ იმდენად მძაფრია, რომ ღამით გაღვიძებთ კიდეც.

არადა თქვენი ნიჭის და ძალის წყალობით მშვენიერი და განუმეორებელი ხართ. არ იმსახურებთ იმას, რომ სხვების წარმოდგენების გამო გატყდეთ. ერთადერთი ადამიანი, ვის წინაშეც ვალდებული ხართ, ეს თავად თქვენ ხართ. იყავით ისეთი, როგორიც ხართ და სხვის გამო არაფერი შეცვალოთ.

4. მოსიყვარულე მთვარე

თუ ეს ნახევარმთვარე აირჩიეთ, თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნით, ვისაც საყვარელი ადამიანისთვის უანგარო სიყვარულის ბოლომდე გაცემა შეუძლია. თქვენ ძალიან მორცხვი ხართ და გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, რომ მათგანაც იგივე მოითხოვთ. გეშინიათ, რომ მათ ისე ძლიერ არ ეყვარებით, როგორც თქვენ გიყვართ ისინი. ამის გამო უღირსი ადამიანების სიყვარულს აგრძელებთ, ვინც თქვენს სიყვარულს ვალდებულად მიიჩნევს და მის დასასამსახურებლად არაფერს აკეთებს.

თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ამის გაკეთება საერთოდ არაა საჭირო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის, ვისაც ნამდვილად უყვარხართ, ამას თავისით და დიდი სიხარულით აკეთებს და არა იმიტომ, რომ თავს ვინმეს წინაშე ვალდებულად გრძნობს. თავი სუსტ ადამიანად არ ჩათვალოთ – სხვა ადამიანისთვის მთელი გულის გასაცემად წარმოუდგენელი ძალაა საჭირო. ჭეშმარიტი გრძნობების არ შეგეშინდეთ, რადგან ნამდვილი სიყვარული – სწორედ ისაა, რაც სხვებთან გვაკავშირებს და ეს მშვენიერია.

5. მოუსვენარი მთვარე

თუ ეს მთვარე აირჩიეთ, თქვენ ყველაზე ჩვეულებრივ სიტუაციებშიც კი თავგადასავლების პოვნას ახერხებთ. ყოველთვის მზად ხართ, რომ რისკზე წახვიდეთ. ზოგჯერ იმდენად უშიშარი ხართ, რომ ეს სხვების აღფრთოვანებას იწვევს. არ შეიძლება ითქვას, რომ არაფერი გაღელვებთ. ერთი ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ – ფიქრი იმის შესახებ, რომ გარშემომყოფები აღგიქვამენ, როგორც უზრუნველს ტიპს, რომელიც ადგილის პოვნას და დამკვიდრებას ვერ ახერხებს.

თქვენ გეშინიათ, რომ იგი, ვინც ნამდვილად გიყვართ, ადრე თუ გვიან მიგატოვებთ, რადგან ჩათვლის, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად ხართ. ვინც კარგად გიცნობს, იცის, თუ როგორი ხართ, როცა საქმე ერთგულებას და პასუხისმგებლობის გრძნობას ეხება. თქვენ ერთიც და მეორეც უხვად გაქვთ. იმდენად მხიარული ადამიანი ხართ, რომ შეუძლებელია ვინმეს არ შეუყვარდეთ – თქვენზე ბედიც კი შეყვარებულია, რომელიც ადრე თუ გვიან ისეთ ადამიანებს გაგაცნობთ, რომლებიც ნამდვილად გაგიგებენ.

ასე რომ, თქვენი ფერადი სულის ჩახშობა არ გაბედოთ და ფრენა გააგრძელეთ.

6. გულწრფელი მთვარე

თუ ეს მთვარე აირჩიეთ, თქვენ ადამიანს სიმართლეს ყოველთვის პირში ეუბნებით. თქვენ საკითხიდან გადახვევა არ გახასიათებთ მაშინაც კი, თუ სიმართლე მწარეა. თქვენ იმდენად გულწრფელი ხართ, რომ ზოგჯერ ეს სხვებს აშინებს: გეშინიათ, რომ სიმართლის გამო მარტო დარჩებით. გეშინიათ, რომ მეგობრები და ახლობლები მიგატოვებენ. თუმცა ვერ აცნობიერებთ, რომ თქვენი გულწრფელობა არის ის, რაც ხალხს პირიქით იზიდავს.

სინამდვილის გაფერადება ან კეთილი საქმის გამო „მოტყუება“ როგორც არ უნდა სცადოთ, ეს უბრალოდ არ შეგიძლიათ და ზოგჯერ უბრალოდ სიმართლე სულიდან მოდის. ყველაზე მეტად გსურთ, რომ თქვენს ირგვლივ მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ, რომელთა მოტყუებაც არ მოგიწევთ. მთვარე დაგეხმარებათ, რომ გზიდან არ გადაუხვიოთ და არა მხოლოდ მეგობრებთან, არამედ საკუთარ თავთან გულწრფელი დარჩეთ.

Advertisement
ჯანმრთელობა11 hours ago

ლიმონიანი ხაჭო – ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო

ყვავილები11 hours ago

სახლის დამცავი მცენარეები

ვიდეო11 hours ago

თუ შვილები ნაყინს გთხოვენ, ეს მოუმზადეთ. სიამოვნებისგან კოვზს გადაყლაპავთ

ჯანმრთელობა11 hours ago

ინფარქტი, ინსულტი, დეპრესია: 9 დაავადება რომლითაც ქალები კაცებზე ხშირად ავადმყოფობენ

ყვავილები11 hours ago

უჩვეულო სააგარაკე ვაზები ცემენტისა და პირსახოცისგან

სხვა1 day ago

როგორ გავრეცხოთ თეთრი ფეხსაცმელი

ჯანმრთელობა1 day ago

5 ვიტამინი რომლის უკმარისობასაც 40 წლის ასაკში ვაწყდებით

ჯანმრთელობა1 day ago

ამ მალამოს რეცეპტის საიდუმლოდ შენახვა არ შეიძლება: ჭრილობები ხორცდება

ჯანმრთელობა1 day ago

დაავადებები გვერდს აგივლით! ვიტამინების კოქტეილი გაზაფხულში, ზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში

ჯანმრთელობა1 day ago

ეს ნატურალური დანამატი ჩაის ჯადოსნურ სასმელად აქცევს

ჯანმრთელობა2 weeks ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა4 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

ჯანმრთელობა2 weeks ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

თავის მოვლა2 weeks ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

სხვა2 weeks ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ჯანმრთელობა2 weeks ago

რა ვჭამოთ, რომ წონაში დავიკლოთ და არ ვიშიმშილოთ?

ჯანმრთელობა3 weeks ago

დაავადების სუნი. რისი სუნი აქვს სხეულს ამა თუ იმ პათოლოგიის დროს

ჯანმრთელობა4 weeks ago

იოდის ბადე: როგორ გავაკეთოთ და რისთვისა რის საჭირო

ჯანმრთელობა2 weeks ago

როგორ გვატყუებდნენ კალცის შესახებ

ჯანმრთელობა1 week ago

ვარიკოზი: რა უნდა ქნათ, თუ რისკ ჯგუფში შედიხართ

ტრენდული