ჯანმრთელობა
მზიურას ფესვების ღვინო, რომელიც ოსტეოქონდროზს და ართროზს კურნავს
ხუთლიტრიან ქილაში მთელი მუჭა დაქუცმაცებული მზიურას ფესვები ჩაყარეთ, 100 გრ საფუარი და ნახევარი ლიტრი თაფლი დაუმატეთ. ყველაფერ ამას ანადუღარი, გაგრილებული წყალი დაასხით, ქილას თავსახური დაახურეთ და მჭიდრო ქსოვილი შემოახვიეთ. 2 კვირა დუღილისთვის თბილ ადგილას გააჩერეთ. გამათბობელ მოწყობილობებთან ახლოს არ შეინახოთ. როცა დუღილის პროცესი დასრულდება, ღვინო გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. 50 გრ ღვინო დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
„ღვინის მოქმედება საკუთარ თავზე გამოვცადე. მე ორმაგ დოზას ვაკეთებ, ანუ ათლიტრიან ქილაში 2 დიდ მუჭა მზიურას, 100 გრ საფუარს (ეს საკმარისია) და 1 ლ თაფლს ვყრი. ამას ანადუღარ, გაგრილებულ წყალს ვასხამ და დუღილისთვის ვაჩერებ.
დუღილს სწრაფად იწყებს, 5-6 დღეში კარგად დუღს. შემდეგ ნელ-ნელა წყნარდება და უკვე 10 დღის შემდეგ დუღილს წყვეტს. 2 კვირა ვაჩერებ, როგორც რეცეპტშია ნათქვამი. ღვინო ღიავდება, ხოლო ნალექი ქილის ძირზე რჩება. ქილიდან შლანგის დახმარებით უნდა გადმოასხათ, როგორც ამას მეღვინეები ღვინოს დროს აკეთებენ. ღვინოს ემალის, სუფთა ვედროში ვასხამ და იმწამსვე ერთლიტრიან ბოთლებში ვანაწილებ. ბოთლებს პლასტმასის თავსახურებს ვახურებ. ბოთლებს ბოლომდე ვავსებ, რომ ჰაერი საერთოდ არ დარჩეს.
მაცივარში არ ვინახავ. გაითვალისწინეთ: როცა მზიურას ღვინოს სამკურნალო საშუალების სახით იღებთ, სხვა სპირტიანი სასმელების მიღება არ შეიძლება. მედიკამენტების მიღებაც მზიურას მოქმედებას ხელს უშლის. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
სულ ასეთი ღვინო 4-5 ლ 4-ჯერ დავლიე. თითოეული მიღების შემდეგ 3 თვე შესვენება გავაკეთე. გადავწყვიტე, რომ ასეთ ღვინოს მთელი ცხოვრება დავლევ, წინააღმდეგ შემთხვევაში ართროზი კვლავ შემაწუხებს.
69 წლის ასაკში 1400 მეტრ სიმაღლეზე ასვლა და ჩამოსვლა ისე შევძელი, რომ გული ერთხელაც არ ამჩქარებია. ესეც, მზიურას შედეგი.“
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.