Connect with us

ჰოროსკოპი

მზე თევზებში: ძალიან წარმატებული პერიოდი სიყვარულის საპოვნელად და გასამდიდრებლად

გასულ წელს ყველანი დავიღალეთ. ახლა გვსურს მოვლენების, სიახლეების, ქაოსისა და გაურკვევლობისგან დავისვენოთ. თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: 18 თებერვალს მზე ბოლო ზოდიაქალურ ნიშანში, თევზებში შევიდა. ამ პერიოდში ემპათია ძლიერდება და უფრო მეტი თანაგრძნობა გვჭირდება. წყლის ნიშნებო (მორიელი, თევზები, კირჩხიბი), ეს თქვენი დროა. ვარსკვლავები ყვირიან: „იბრწყინეთ, როგორც ბრილიანტებმა“. აი, ტყუპები, ქალწული და მშვილდოსანი ახალი გრძნობების ნამდვილ მორევს დაატრიალებენ.

თევზები ყველაზე არასტაბილური ზოდიაქოს ნიშანია. თევზები – ესაა მოქნილობა, ცვლილებებთან შეგუების უნარი, ემოციურობა, ინტუიცია და სიღრმე. კიდევ პრეტენზიულები და ზედმეტად ემოციურები არიან. უახლოესი 1 თვე თევზების მაგალითს მიბაძეთ: სხვებს გული ხშირად გადაუშალეთ, ემოციების გამოვლენის არ შეგეშინდეთ და სხვების ემოციებმა არ დაგაფრთხოთ.

მზე თევზებში ნიშნავს, რომ ეს თვე რომანტიკისა და შემოქმედებისთვის კარგი დროა, რადგან თევზებს ძალიან კარგი მხატვრული ნიჭი აქვთ. თქვენი ნიშნის მიუხედავად შეგიძლიათ თევზების ენერგია გამოიყენოთ რომანტიკული სიყვარულის მოსაძებნად, პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ნებისმიერი სახის შემოქმედებაში (მუსიკა, პოეზია, ვიზუალური ხელოვნება), ყველაფერში, რაც გამოგივათ და რაც ენერგიით აგავსებთ. ეს დრო ახლობლებთან და მეგობრებთან ღრმა ემოციური კავშირის დასამყარებლად გამოიყენეთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ ნიშანს მეორე მხარეც აქვს. თევზების პერიოდში გული გონებაზე გაბატონდება. თუმცა გახსოვდეთ, რომ გრძნობები არ ნიშნავს, რომ გონების გამოყენება და კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ. ემოციებსა და ლოგიკას შორის ბალანსი იპოვეთ, მით უმეტეს მერკური ჯერ კიდევ რეტროგრადულია!

მზის გადასვლა ინტელექტუალური მერწყულიდან ზედმეტად ემოციურ თევზებში ხშირად რთულია, მაგრამ არა წელს. 20 თებერვალს რეტროგრადული მერკური სრულდება, მზე თევზებში 20 მარტამდე იქნება, ანუ შეგიძლიათ ამოისუნთქოთ და მოდუნდეთ. რომანი გააჩაღეთ, შექმენით და არსებული ურთიერთობები განამტკიცეთ.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. ნახეთ რას უნდა ელოდოთ ამ პერიოდში.

ვერძი

ძალიან გატაცებული ადამიანი ხართ, ახალ პროექტებს და ურთიერთობას ადვილად იწყებთ, მაგრამ საქმე ბოლომდე მიგყავთ? ყოველთვის არა. მზე თევზებში ყველა დაუმთავრებელ პროექტს და ურთიერთობას დაგიბრუნებთ, რომ მათ კიდევ ერთხელ გადახედოთ და გადაწყვიტოთ, დაიტოვებთ თუ არა. თქვენთვის ძალიან ემოციური პერიოდია. სანამ ახალ საქმეს ხელს მოკიდებთ, ძველი დაასრულეთ. ეს გახსოვდეთ და არ აჩქარდეთ.

კურო

მზად ხართ სოციალური ცხოვრებიდან მტვერი მოიშოროთ? ამ პერიოდში ვარსკვლავებმა უამრავი ნათელი, უჩვეულო ემოციები მოგიმზადათ და უბრალოდ ვერ შეძლებთ, რომ სხვებს არ გაუზიაროთ. ნამდვილი ლოკომოტივი გახდებით. გარემოცვა ენერგიას გაჩუქებთ, თქვენ კი ყველას დიდ შთაგონებაში ჩართავთ. იმხიარულეთ და გაერთეთ, ეს თქვენთვის კარგი დროა.

ტყუპები

რაზე ოცნებობთ? როგორია თქვენი ყველაზე ამბიციური მიზანი? როგორი რეპუტაცია გაქვთ, სჭირდება გაუმჯობესება? მზე თევზებში კარგი დროა, რომ კარიერა მოიწყოთ და სასურველ დაწინაურებას მიაღწიოთ. მთელი შემოქმედებითი ენერგია გამოიყენეთ, რომ ყველა ჩამოიშოროთ და მწვერვალს მიაღწიოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბი, როგორც თევზები, ემოციური ნიშანია, ამიტომ ახლა თავს მშვიდად იგრძნობ. თქვენ უფრო ჩაკეტილი ხართ, ვიდრე თევზები, მაგრამ ამ თვეში ჯავშნის მოშორებას შეძლებთ. ამ პერიოდში თქვენი ცხოვრება ერთ დიდ თავგადასავლად იქცევა (მაშინაც კი, თუ მთელი ამ დროის გატარებას სახლში აპირებთ).

ლომი

ზონა თქვენს ნატალურ რუკაზე, რომელიც სიახლოვეს მართავს, ახლა აქტიურდება. ეს პერიოდი ორიენტირებულია ღრმა და ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად და აღსადგენად. თქვენს პირად ცხოვრებაში დათბება, პარტნიორთან ემოციური კავშირი ძალიან ღრმა გახდება.

ქალწული

ამ პერიოდში აქტიურდება ზონა, რომელიც ნათესავებთან, მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი. თუ გსურთ მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება ან რაღაც ახლის დაწყება, ახლა შესაფერისი დროა. ოღონდ 20 თებერვლამდე მოიცადეთ, სანამ რეტროგრადული მერკური დასრულდება.

სასწორი

ამ თვეში კარიერა პრიორიტეტულია. თქვენი გრაფიკი იმდენად გადატვირთულია, რომ სხვა არაფრისთვის დრო არ გრჩებათ. არ ინერვიულოთ, კოლეგებთან ერთად მიზნის მიღწევას შეძლებთ. როცა სამსახურის საქმეები ცოტა დალაგდება, შეამჩნევთ, რომ სხვა სფეროებშიც ყველაფერი კარგად მიდის. გაითვალისწინეთ, რომ ჩვევები და გრაფიკი, რომელსაც ახლა თავად ადგენთ, დიდხანს გავლენას იქონიებს.

მორიელი

სიყვარული უბრალოდ გასკდა და თქვენ თავზე ტრიალებს. მზე თევზებში თქვენთვის ყოველთვის სასიამოვნო სეზონია. მზე თქვენს ნატალურ რუკაზე ააქტიურებს ზონას, რომელიც რომანტიკაზე, სექსა და მხიარულებაზეა პასუხისმგებელი. იქნებ, ახლა თევზების პერიოდია, მაგრან თქვენ ნამდვილად ამ შოუს ვარსკვლავი ხართ. ეძებთ ფლირტს, ინტრიგას თუ სერიოზულ ურთიერთობას? ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მოდუნდით და სიამოვნება მიიღეთ, იბრწყინეთ!

მშვილდოსანი

მიმდინარე თევზების წყლის ატმოსფერო თავიდან ბოლომდე დაგფარავთ. ექსტროვერტობას, ექსპრესიულობას, მოძრაობაში ყოფნას მიჩვეული ხართ, მაგრამ ახლა უბრალოდ პაუზას დააჭერთ და მოდუნდებით. უფრო ჩაკეტილი გახდებით. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა პრიორიტეტული გახდება. უბრალოდ ამოისუნთქეთ! ძალები მოიკრიფეთ, რადგან ერთ თვეში მზე ვერძებში გადავა და იმ დროისთვის ძალებით სავსე იქნებით, რომ იბრწყინოთ.

თხის რქა

გარეგნული სიმკაცრის და სერიოზულობის მიუხედავად თბილი გული გაქვთ. ეს თვე შესაფერისია იმისთვის, რომ უფრო რაციონალური, რომანტიკული და მგრძნობიარე გახდეთ. ურთიერთობაში ემოციების მნიშვნელობას სრულად დააფასებთ და გარემოსთან მხოლოდ გონებით კონტაქტს შეწყვეტთ. თქვენს ძველ და ახალ ურთიერთობებს ემოციური კავშირების მიხედვით გადახედეთ, ასე ახალ დონეზე ახვალთ.

მერწყული

დღემდე მერწყულის ნიშანში პლანეტების ნამდვილი აღლუმია, ამიტომ ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები ხდება. რამდენიმე კვირაში ტემპი შენელდება და შეძლებთ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. პროექტებს და ახალ კონტაქტებს გადახედეთ, რომლებიც წინა თვეს წამოიწყეთ, გაარკვიეთ, თუ რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო, დანარჩენები გვერდზე გადადეთ.

თევზები

ვარსკვლავები თქვენს საპატივცემულოდ სიმღერებს მღერიან. ეს თქვენი დროა და მთელი სამყარო თქვენს ფეხებთანაა. ახალი ურთიერთობები, პროექტები, იდეები – დაიწყეთ იმით, რაც ნამდვილად გსურთ. ბოლოს და ბოლოს მზე თქვენს ნიშანში წელიწადში მხოლოდ ერთხელაა. საუკეთესო დროა ცვლილებებისთვის, ასე რომ საქმეს შეუდექით.