Connect with us

საკითხავი

მზესუმზირის ზეთი ავეჯის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბევრ საშუალებას წარმატებით ჩაგინაცვლებთ

მცენარეულ ზეთს ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით. კერძების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ – მზესუმზირის, ზეითუნის, სიმინდის და სხვა ზეთი. აღმოჩნდა, რომ მზესუმზირის ზეთი არა მხოლოდ კერძების მოსამზადებლად, არამედ მრავალი სხვა მიზნისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როგორ გამოვიყენოთ მზესუმზირის ზეთი ყოველდღიურად: ეფექტური მეთოდები

არ ვიცოდი, მაგრამ მზესუმზირის ზეთი არა მხოლოდ კერძების მოსამზადებლად გამოგადგებათ. მას ავეჯის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბევრი საშუალების ჩანაცვლება შეუძლია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ მზესუმზირის ზეთი სხვადასხვა დანიშნულებით.

მეთოდი №1: ავეჯის გასაპრიალებელი

ნებისმიერი ნაყიდი ავეჯის საპრიალებელი საშუალება ზეთისგან შედგება. სწორედ ამიტომ, რა საჭიროა რეკლამირებულ საშუალებაზე ფულის დახარჯვა, თუ შეგიძლიათ ხის ავეჯის გასაპრიალებლად ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი გამოიყენოთ.

ზეთი წვრილ ნაკაწრებს ავსებს და ზედაპირს გლუვს და ბზინვარეს ხდის. მზესუმზირის ზეთის გამოყენება ხის ზედაპირებიდან ჭუჭყს, მარკერის და კალმის კვალს მარტივად აშორებს.

როგორ გამოვიყენოთ

ყველაფერი მარტივია. მშრალი ქსოვილი (ბამბა, ნატურალური ან მიკროფიბრა) აიღეთ. გამშრალი სველი სალფეთქიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რბილია და პრიალა ზედაპირზე კვალს არ ტოვებს. ცოტა მზესუმზირის ზეთში დაასველეთ და ზედაპირი თხელი ფენით ნაზად დაამუშავეთ.

მეთოდი №2: კარების დასაზეთად

ჭრაჭუნობს კარი? შემოსასვლელი, ოთახებს შორის თუ ავეჯის კარი? ჩვეულებრივ, ამ მიზნით სპეციალურ საპოხ მასალას ვიყენებთ, მაგრამ რატომ? ჩვენ ხომ მცენარეული ზეთი გვაქვს. კარი იაფად და მარტივად შეგიძლიათ დაზეთოთ. ნაყიდი საშუალების მოქმედება უფრო დიდხანს გრძელდება, მაგრამ უფრო ტოქსიკურიც არის.

როგორ გამოვიყენოთ

თუ კარის ანჯამები ჭრაჭუნობს, ქსოვილი ან ბამბის ჩხირი ზეთში კარგად დაასველეთ და ანჯამები გაჟღინთეთ. უფრო მოსახერხებელ ვარიანტსაც გთავაზობთ. გამოყენებული პულვერიზატორი აიღეთ და ზეთი ჩაასხით. იქედან პირდაპირ ანჯამაში შეაფრქვიეთ. თუ ბევრია, სალფეთქით მოაშორეთ. ცოტა ზეთი საკლიტეშიც შეგიძლიათ შეასხათ. ასე გასაღები ადვილად შევა და არ იკრაჭუნებს.

მეთოდი №3: ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისთვის

საიდუმლო არაა, რომ ნატურალურ ტყავს ზეთი „უყვარს“. მზესუმზირის ზეთი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მოსავლელად გამოგადგებათ. ტყავის ფეხსაცმელს მზესუმზირის ზეთი შეგიძლიათ წაუსვათ, მაგრამ ძალიან ცოტა, ბზინვარებისთვის. იგივე ჩანთებზე, ზურგჩანთებზე და ტყავის ქურთუკებსა და პალტოებზე შეგიძლიათ გააკეთოთ. მთავარია, ზეთის უთხელესი ფენა და მაქსიმალური შეწოვა და მშრალი ჩვრით გაპრიალება.

მცენარეული ზეთის დახმარებით ქურთუკზე ან ჩანთაზე გაჭედილი ელვის შეკეთებასაც შეძლებთ. საკმარისია, რომ ზეთში დასველებული პატარა ღრუბელი ელვას გადაატაროთ. ახლა ადვილად უნდა გაიხსნას და დაიხუროს.

სცადეთ და გაოცდებით, რამდენი ნაყიდი საშუალების ჩანაცვლება შეუძლია მზესუმზირის ზეთს ყოველდღიურობაში!

Advertisement