Connect with us

საკითხავი

მეცნიერები აპირებენ, რომ „პლასტმასის“ პომიდორს 100 წლის წინანდელი გემო და არომატი დაუბრუნონ

რა სჭირს სუპერმარკეტის პომიდორს?

მომხმარებლები ჩივიან, რომ პომიდორს არც გემო და არც არომატი არ აქვს. ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მთელი ჯგუფი შექმნეს იმის გასარკვევად, თუ რომელი ფაქტორები დაიკარგა და როგორ შეიძლება მათი დაბრუნება თანამედროვე პომიდორში.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ჰარი კლეი, საკვების და აგრონომიის უნივერსიტეტში მებაღეობის ინსტიტუტის პროფესორი, აღწერს ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც პომიდვრის არომატზე არიან პასუხისმგებელნი.

„ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ გამოვასწოროთ ის, რაც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში განადგურდა, რომ დავაბრუნოთ იქ, სადაც ისინი იყვნენ 100 წლის წინ“ – ამბობს კლეი და ხაზს უსვამს, რომ საქმე ეხება კლასიკური გენეტიკას და არა გენეტიკურ მოდიფიკაციას. „ჩვენ მაღაზიის პომიდვრის გემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეგვიძლია“.

პირველი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ პომიდორში შემავალი ასობით ნივთიერებიდან რომელია გემოზე პასუხისმგებელი.

კლეის სიტყვებით, თანამედროვე პომიდორი შაქრის და აქროლადი ნივთიერებების დეფიციტს განიცდის, რაც არომატისთვის საჭიროა. ეს თვისებები ბოლო 50 წლის განმავლობაში დაიკარგა, რადგან სელექციონერებს არომატის გადაცემაზე რეგულარული დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ახლა მეცნიერებმა შეისწავლეს ე.წ ალელი – პომიდვრის გენში დნმ-ს ვარიაცია, რომელიც მას სპეციფიკურ მახასიათებელს ანიჭებს. კლეი ამას ადამიანის დნმ-თან ადარებს: ყველა ადამიანს გენების რაოდენობა თითქმის ერთნაირი აქვს, მაგრამ გენების სხვადასხვა ვარიაცია განსაზღვრავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა სიმაღლე, წონა და თმის ფერი.

Advertisement

„ჩვენ გვსურდა გაგვეგო, თუ თანამედროვე მრავალი სახეობის პომიდორს ეს არომატული ნაერთები რატომ არ აქვთ. იმიტომ, რომ მათ ყველაზე სასურველი ალელი ზოგიერთ გენში დაკარგეს“ – ამბობს კლეი.

შემდეგ მეცნიერებმა პომიდვრის გენომში აუცილებელი ალელის ადგილმდებარეობა განსაზღვრეს. ამისთვის ე.წ. გენომის კვლევის ჩატარება გახდა საჭირო. შედეგად მეცნიერებმა განსაზღვრეს გენები, რომლებიც ყველა მთავარი ნივთიერების სინთეზსს აკონტროლებენ. ამის შემდეგ გენეტიკური ანალიზი გააკეთეს, რომ  თანამედროვე სახეობის პომიდორში ცუდი ალელი კარგით ჩაენაცვლებინათ.

მსოფლიოში პომიდვრის წარმოებით აშშ ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. კლეი ამბობს, რომ კვლევის და წარმატებული სელექციისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, პომიდვრის ახალი არომატული სახეობები ბაზარზე 3-4 წელიწადში გამოჩნდება.

თქვენ არომატული პომიდორი გენატრებათ?