Connect with us

ჯანმრთელობა

მენოვაზინი, რომელიც თეთრებად იყიდება, შველის 13 დაავადებას. ის ჩემი საუკეთესო სასწრაფო დამხმარეა

მენოვაზინი – კომბინირებული, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც უკრაინასა და რუსეთში იწარმოება.

ჩვეულებრივ, მას ნევრალგიის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის, კანის დაავადებისა და ქავილის დროს ნიშნავენ.

მენოვაზინი ხსნარისა და მალამოს სახით იწარმოება და მის შემადგენლობაში ოთხი ნივთიერება შედის. ესენია:

  • მენთოლი – 2.5გ;
  • ნოვოკაინი – 1გ;
  • ბენზოკაინი – 1გ;
  • ეთილის სპირტი – 70%.

ერთ შეკვრა მენოვაზინს სულ რამდენიმე თეთრად შეიძენთ, თუმცა იგი უამრავი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ. კერძოდ:

  1. ანგინა
    ანგინის დროს რეკომენდებულია ყელზე მენოვაზინის შეზელა და შეხვევა. სურდოს დროს, სასარგებლოა მენოვაზინის ყნოსვა ორივე ნესტოთი მონაცვლეობით,
  2. უძილობა
    ჩაალბეთ ბამბის დისკი მენოვაზინში და შეიზილეთ კეფის მონაკვეთში ყურიდან ყურამდე. ეს დაგეხმარებათ სწრაფად ჩაძინებაში საძილე აბების გარეშე.
  3. ტკივილი სარძევე ჯირკვლებში
    მკერდის არეში ტკივილისა და ჩხვლეტის დროს, ქალბატონებისთვის რეკომენდებულია მტკივან ადგილზე მენოვაზინის შეზელა. იგი სწრაფად ჩააცხრობს ანთებას, რაც ამ უსიამოვნო შეგრძნებების მიზეზია. ნუ გამოიყენებთ მენოვაზინს სიმსივნური წარმონაქმნების დროს!
  4. ვარიკოზი
    ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, პრეპარატი მოგიხსნით ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებასა და შეშუპებას. დაიტანეთ მენოვაზინი წრიული მოძრაობებით ტერფებიდან ზემოთ.
  5. ანთება
    ყურის ანთების დროს, შეგიძლიათ მენოვაზინით გაჟღენთილი ტამპონი ჩაიდოთ ყურებში, გამონაყარს კი მარტივად აილაგებთ, თუ მათზე ასეთივე ტამპონებს მიიდებთ. პრეპარატი გამოგადგებათ ჭრილობის დეზინფექციისთვისაც.
  6. ჰაიმორიტი
    ჰაიმორიტის დროს, მენოვაზინი ხსნის ანთებასა და შეშუპებას, თუმცა, არ ებრძვის თვითონ ინფექციას. წაისვით ცოტაოდენი ხსნარი ჰაიმორული სინუსების მონაკვეთზე და დაიმასაჟეთ. ეფექტის გასაძლიერებლად, დაიხურეთ სახეზე რამდენჯერმე დაკეცილი მარლა.
  7. ბუასილი
    ეს უსიამოვნო, თუმცა ეფექტური საშუალებაა ბუასილის წინააღმდეგ. დაიხვიეთ საჩვენებელი თითი მენოვაზინით გაჟღენთილი ბინტით და შეიდეთ ანალურ ხვრელში. საკმარისია პროცედურის გამეორება დღეში ერთხელ, ხუთი დღის მანძილზე, რომ სრულად გათავისუფლდეთ ბუასილისგან.
  8. ჰერპესი
    თუ ტუჩზე ჰერპესი გაქვთ, მიიდეთ მენოვაზინით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი, ან წაისვით მენოვაზინის მალამო.
  9. უმოძრაობა
    შუა ხნის ასაკში, როცა ფეხები მუდმივად შუპდება და იღლება, რეკომენდებულია დღეში ერთხელ მენოვაზინის შეზელა ტერფებში. ეს სწრაფად მოგიხსნით უსიამოვნო შეგრძნებებს.
  10. გაციება
    მენოვაზინის შეზელა ეფექტური მეთოდია ხველის წინააღმდეგ. შეიზილეთ ზურგსა და მკერდის არეში, შემდეგ შეიხვიეთ და ჩაწექით ლოგინში. ორი-სამი შეზელის შემდეგ ხველას მთლიანად განიკურნავთ.
  11. რადიკულიტი
    რადიკულიტის დროს, შეიზილეთ მენოვაზინი კისრის კეფის ნაწილში, ხერხემალსა და საჯდომის ნერვის ტერიტორიაზე. ეს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.
  12. სხვადასხვა სახის ტკივილი
    მენოვაზინი იდეალურად გეხმარებათ თავისა და კბილის ტკივილების დროს, ასევე, მკერდიდან მხარზე გავრცელებული ტკივილის დროსაც. შეიზილეთ ყურის ირგვლივ მონაკვეთი დღეში ორჯერ. შაკიკის დროს, ასევე, სასარგებლოა მენოვაზინის შეზელა საფეთქლებსა და შუბლზე.
  13. მარილები სახსრებში
    სახსრებში მარილების დაგროვების დროს, რეკომენდებულია მენოვაზინის რეგულარული შეზელა მტკივან ადგილებში. ეს არამხოლოდ მოგიხსნით ტკივილს, არამედ მთლიანად გაგათავისუფლებთ მარილებისგანაც.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.