Connect with us

ყვავილები

მეზობელი ტიტებს გასაყიდად ზრდის და მასწავლა ხრიკები, როგორ გავზარდო სახლში

„ალბათ, ტიტები სხვა ყვავილებზე მეტად მიყვარს. ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ მისი ფერების სიმდიდრე აღმაფრთოვანებს! დარწმუნებული ვარ, ნამდვილი გაზაფხული ტიტებს მოყავს. ბოლქვები სექტემბერ–ოქტომბერში ირგვება, რადგან ბოლქვები ზამთარში ფირის ქვეშ კარგად ვითარდება. თუმცა გაზაფხულზეც (მარტი–აპრილი) შესაძლებელია!“ – მითხრა მეზობელმა აგარაკზე.

მარი ტიტებს გასაყიდად ზრდის, თან საკმაოდ წარმატებულად. „ყვავილებს  ნაზად ველაპარაკები და მადლობას ვუხდი, რომ არა ერთი წელია ოჯახის რჩენაში მეხმარება“ – გამიზიარა გამოცდილება. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ აიძულოთ ტიტებს გაზაფხულზე გაზრდა. ლამაზად აყვავილდება!

ტიტების ბოლქვების დარგვა

პირველ რიგში, დასარგავი მასალა გონივრულად შეარჩიეთ. გჭირდებათ ჯანმრთელი ბოლქვები, რომლებმაც სერთიფიცირება გაიარეს (წინასწარ დაბალ ტემპერატურაზე გაჩერებული). მსხვილი, დაუზიანებელი ბოლქვები.

თუ გარეთ დარგვას აპირებთ, აპრილამდე დარგეთ. თუ ყინვების რისკი არსებობს, ბოლქვები ნაადრევ გაზაფხულზე კონტეინერებში ჩარგეთ, შემდეგ ყვავილების ბაღში ფრთხილად გადაიტანეთ (ხშირად კონტეინერთან ერთად). მთავარია, რომ 1 ივლისამდე დარგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარებას და ყვავილობისთვის მომზადებას ვერ მოასწრებს.

მიწაში დარგვამდე ბოლქვების იმუნიტეტი გააძლიერეთ. მაცივრის ქვედა თაროზე, ბოსტნეულის უჯრაში შეინახეთ, სადაც 5 გრადუსი ტემპერატურაა. გამკვრივების შემდეგ მავნებლებისგან უნდა დაიცვათ.

ამისთვის მარგანცოვკის ხსნარში ნახევარი საათით გააჩერეთ. მეორე ვარიანტი: ბიოკომპლექსის სერებრომედინში 15 წუთით გააჩერეთ (ინსტრუქციით 10 წუთი საკმარისია). ასე დეზინფექციას ჩაუტარებთ. ახლა დასარგავი მასალა გააშრეთ.

Advertisement

ტიტის ბოლქვების სპეციალურ კონტეინერში ან ქოთანში დარგვა ერთ–ერთი ყველაზე ხელსაყრელი მეთოდია. მაგალითად, პლასტმასის კონტეინერი გამოიყენეთ. ბოლქვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სუბსტრატში დარგეთ. მიწას ცოტა დიატომიტი და ცოტა ციანო დაუმატეთ.

ყვავილის დასარგავად ნებისმიერი ჭურჭელი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მისი გვერდის სიმაღლე მინიმუმ 10 სმ უნდა იყოს. კონტეინერში მიწა ჩაყარეთ, ბოლომდე არ გაავსოთ. ახლა ბოლქვები ერთმანეთისგან დაშორებით ჩააწყვეთ. მსუბუქად ჩააწექით და მიწა მოაყარეთ.

დარგვისთანავე მორწყეთ, მოგვიანებით მიწა დაატენიანეთ და გამოშრობა არ დაუშვათ. თავსახური დაახურეთ, რომ სითხის აორთქლება შეანელოთ. მზიან ადგილას გაიტანეთ, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე ან შემინულ აივანზე. შემოდგომაზეც ასე ირგვება, მაგრამ ქოთანი 3 თვით გრილ და ბნელ ადგილას ინახება.

როცა გარეთ ტემპერატურა დარეგულირდება, ყვავილი გარეთ შეგიძლიათ გადარგოთ. გადარგვისას სწორი ადგილის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

კლუმბი ქარისგან კარგად დაცული უნდა იყოს, ამასთან საკმარისი მზის სინათლე და სითბო ხვდებოდეს. ტიტების გაზრდა სახლში, აივანზე ან ლოჯიაში, შეგიძლიათ გააგრძელოთ, თუ აგარაკი არ გაქვთ. ჩემი ნათლია ყოველ წელს ტიტების რამდენიმე თაიგულს პირდაპირ აივნიდან წყვეტს!

როგორც ხედავთ, ტიტების ბოლქვების გაზაფხულზე დარგვა შემოდგომაზე დარგვის მეთოდისგან დიდად არ განსხვავდება. ტიტები უპრეტენზიოა, ამიტომ ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით ნორმალურად განვითარდება და მეგობრული ყვავილობით გაგახარებთ.

წარმოიდგინეთ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ტიტების ათასობით სახეობაა გამოყვანილი! უმეტესობა მათგანი დღეს დაკარგულია. ყოველწლიურად მსოფლიოში ტიტების ახალ–ახალი სახეობა გამოყავთ და მოყვარულებს ახალ ფერებს და ფორმებს სთავაზობენ. მათ გამო ჩხუბობდნენ, იღუპებოდნენ, იპარავდნენ, ახალი სახეობა და ფორმები გამოყავდათ. ყველაფერი, რაც დღემდე შეიქმნა, ტიტაზე შეყვარებული ათასობით ადამიანის მძიმე შრომის შედეგია.

Advertisement
Advertisement