Connect with us

ტესტები

მაჯაზე რამდენი ხაზი გაქვთ? ამბობენ, რომ ბედზე გავლენას ნამდვილად ახდენს

მაჯაზე ხაზები თქვენს ხასიათზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მომავალზე ბევრ რამეს ამბობს. არ გჯერათ? ეს მარტივი ტესტი გაიარეთ და შეამოწმეთ.

პირველი ხაზი

ჩვეულებრივ ადამიანს მაჯაზე ორი ან სამი ხაზი აქვს, მათ „სამაჯურებს“ უწოდებენ. პირველი ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის აქტივობას და ჯანმრთელობას ასახავს.

თუ ის მკაფიოდ გამოხატულია, თქვენ სწორ გზაზე იმყოფებით – სრულყოფილად იცხოვრეთ, სწორად იკვებეთ. დიდხანს და ბედნიერად ცხოვრების ყველა შანსი გაქვთ.

თუ ზოგიერთ ადგილას ხაზი ბუნდოვანია, ცხოვრების სტილის შეცვლაზე უნდა დაფიქრდეთ.

თქვენი კვების რაციონი შეცვალეთ და სტრესს მოერიდეთ. ქირომანტები გეტყვიან, რომ წყვეტილი ხაზი იმის მანიშნებელია, რომ ბავშვობის ოცნების ასრულება გაგიჭირდებათ.

მეორე ხაზი

თუ ხაზი მკაფიოდ ჩანს და არ წყდება, თქვენ ცხოვრებაში წარმატება გელოდებათ. თუ განსაკუთრებით მკაფიოდ გამოხატულია, სიმდიდრეს ელოდეთ. თუ ხაზი წყდება, ფინანსური სირთულეებისთვის მოემზადეთ.

მესამე ხაზი

ეს ხაზი ყველას არ აქვს. თუ მესამე ხაზი გაქვთ, რომელიც არ წყდება, თქვენ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, სამსახურსა და პირად ურთიერთობებზე დიდ გავლენას მოახდენთ. სავარაუდოდ, სამყარო დაგიმახსოვრებთ.

მეოთხე ხაზი

თუ მაჯის „სამაჯურზე“ მეოთხე ხაზიც გაქვთ, თქვენ დიდ ოჯახში ხანგრძლივი ცხოვრება გელოდებათ. ქირომანტები ამბობენ, რომ მეოთხე ხაზი ადამიანს ბევრ ბავშვს ჰპირდება.

არ გჯერათ? ეს თქვენი უფლებაა. რა თქმა უნდა, მაჯაზე რამდენი ხაზიც არ უნდა გქონდეთ, ისინი თქვენს მომავალს ვერ შექმნიან.

ქირომანტებმა რაც არ უნდა თქვან, თუ მარაგში ნებისყოფა, სიცოცხლის სიყვარული და თავდაჯერებულობა გაქვთ, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გარანტირებული გექნებათ.