ყვავილები
მარწყვის მოსავალი ფანჯრის რაფაზე 60 დღეში. გამოცდილი მებაღეების რჩევები
მარწყვი ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარულია. კენკრა იმდენად ლამაზი და გემრიელია, რომ მისი შესაძენად მზად არიან ზამთარშიც დიდი თანხა გადაიხადონ. თუ ფიქრობთ, რომ მარწყვის გაზრდა მხოლოდ აგარაკზე, ხოლო ჭამა მხოლოდ ზაფხულში შეიძლება, თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს. უფრო ზუსტად ინსტრუქცია, როგორ გავზარდოთ მარწყვი ფანჯრის რაფაზე.
ამის გაკეთებას შეძლებს ნებისმიერი, ვისაც ერთხელ მაინც ოთახის მცენარე გაუზრდია. მარტივი იქნება, თუ მეზობელს მარწყვის ერთ ან რამდენიმე ბუჩქს სთხოვთ. შედეგი ამად ღირს! ახალი მარწყვი სუფრაზე მთელი წელი გექნებათ.
როგორ გავზარდოთ მარწყვი სახლში
პირველ რიგში, მარწყვის სახეობა სწორად შეარჩიეთ. ისეთი, რომ წლის ნებისმიერ დროს ნაყოფი მოგცეთ. მათ სარემონტოს უწოდებენ. თუ თქვენს მეგობრებს მარწყვი მოსავალს ზაფხულში 2-3-ჯერ აძლევს, რამდენიმე ბუჩქის სესხება შეიძლება. მეორეც, წლის დრო მნიშვნელოვანია დასარგავად. თუ მოსავლის სწრაფად მიღება გსურთ. გაზაფხულის შუა რიცხვებში – ზაფხულის დასაწყისში დარგეთ.
მარწყვის დარგვა სახლის პირობებში
კონტეინერი იმ გათვლით შეარჩიეთ, რომ მარწყვის გადარგვა საჭირო არაა (კენკრას ეს არ უყვარს). 10-15 ლ მოცულობის აივნის ყუთი გამოგადგებათ. მარწყვის ერთი ბუჩქისთვის 3 ლ მოცულობის ყუთი საკმარისი იქნება. დარგვის დროს მცენარეებს შორის დაშორება დაახლოებით 20 სმ უნდა იყოს.
ქოთნებს სადრენაჟე ხვრელი გაუკეთეთ და სადრენაჟე ფენით (კენჭი, აგურის ნატეხები, კარამზიტი) კარგად დაფარეთ. ნიადაგის სახით ჩვეულებრივი, უნივერსალური მიწა გამოგადგებათ. შეგიძლიათ ნიადაგი შემდეგი ინგრედიენტების შერევით თავად მოამზადოთ.
- 2 ნაწილი ტყის მიწა
- 2 ნაწილი ნეშომპალა (ან ბიოჰუმუსი)
- 2 ნაწილი ტორფი
- 1 ნაწილი ქვიშა
მარწყვის მოვლა
მარწყვი ყოველ 3 დღეში მორწყეთ. 30 და მეტ ტემპერატურაზე – ყოველ 2 დღეში. გამოკვებაც აუცილებლად სჭირდება: 2 კვირაში ერთხელ მინერალური ან ორგანული სასუქი მიაწოდეთ.
მარწყვის ქოთნები სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს დადეთ ისე, რომ საკმარისი განათება ჰქონდეს. ზამთარში, როცა დღის სინათლე გაცილებით ნაკლებია (შუქი კი დაახლოებით 12 საათი უნდა იყოს), დამატებითი განათება დაგჭირდებათ. ჩვეულებრივი მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურაც საკმარისი იქნება.
მარწყვის მოსავლის აღება სახლში
თუ ახალგაზრდა ბუჩქი დარგეთ, პირველი ყუნწები სჯობს მოაჭრათ, რომ მცენარემ ძალები მოიკრიფოს, ახალი ყუნწები გამოიღოს და დიდი მოსავალი მოგცეთ. როცა კენკრა მომწიფდება, ის შეიძლება ზედმეტად მძიმე იყოს. უკეთესი იქნება თუ დაამაგრებთ ან მის ქვეშ ქსოვილს ან ქაფრეზინს დააფენთ, რომ მათ ღერო არ გადატეხონ.
ზრდასრული ბუჩქის მოსავლის აღება უკვე 1 თვეში შეიძლება, უფრო ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში – 2 თვეში. მოსავლის აღების დროს ერთი ბუჩქიდან დაახლოებით 8 მსხვილი კენკრის მიღებას შეძლებთ.
სახლის პირობებში მარწყვის გაზრდა მარტივია: მწერების და მავნებლების საფრთხე არ არსებობს. ახალი მარწყვი – მზარეულისთვის ყოველთვის დღესასწაულია! დესერტები, ტკბილი ღვეზელის შიგთავსი გააფორმეთ ან უბრალოდ ახალი კენკრა ყოველთვის სასიამოვნო ბონუსი იქნება. მეთანხმებით?