Connect with us

კულინარია

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე თვითონ კენკრა

მარწყვის სეზონი უდიდესი დღესასწაულია კულინარებისა და გურმანებისთვის. თუმცა, ვარდისფერ-ალისფერი კენკრისგან განსხვავებით, მისი ყუნწები ნაგვის ურნაში ხვდება ხოლმე.

როგორც ჩანს, დაგვავიწყდა, რომ ჯერ კიდევ თვით ავიცენა ამბობდა, რომ მარწყვი მთლიანად სასარგებლოა. სწორედ მის ყუნწებსა და ფოთლებშია ამ კენკრაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების 40%. ამასთან, მცენარის მწვანე ნაწილი თვით კენკრაზე უფრო ნაკლებად იწოვს ნიტრატებს გარემოდან.

ამიტომ, ყუნწების მარწყვზე დატოვება მხოლოდ დიდხანს შენახვის მიზნით არ უნდა ხდებოდეს. მათი სწორად მომზადებაც უნდა იცოდეთ.

როგორ შევინახოთ მარწყვი მომავალ სეზონამდე

1. გადაარჩიეთ კენკრა, შეარჩიეთ დაუზიანებელი და მწიფე ნაყოფები. ფრთხილად გარეცხეთ გამდინარე, ცივი წყლით.

2. გააცალეთ მარწყვს გული(მოსახერხებელია საწრუპავით ან დანით).

3. ფოთლებიანი ყუნწები დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, სამზარეულოს პირსახოცზე ან უბრალოდ თეფშზე. გააჩერეთ 24 საათით გამოსაშრობად, ოღონდ არა მზის პირდაპირ სხივებზე. ამ ერთი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოურიეთ ყუნწებს. მზა სიმწვანე ჩაყარეთ ქაღალდის პაკეტში, შუშის ან კერამიკულ ჭურჭელში და შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილას.

4. კენკრის მოსამზადებლად, გარეცხილი ნაყოფიც გასაშრობად უნდა დაალაგოთ ხელსახოცზე, ოღონდ 15-20 წუთით(არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დროს).

5. მოათავსეთ კენკრა ღრმა ჭურჭელში და დააყარეთ ცოტაოდენი შაქარი. ფრთხილად მოურიეთ – მან ყველა კენკრა უნდა დაფაროს.

6. კენკრა დაალაგეთ სინზე გასაყინად. ისინი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.

7. შედგით მარწყვი 1-2 საათით საყინულეში, ფრთხილად ურიეთ ყოველ 30 წუთში – სინს რომ არ მიეწებოს.

8. გადაყარეთ კენკრა პლასტმასის პაკეტში ან კონტეინერში და დააბრუნეთ საყინულეში ხანგრძლივი შენახვისთვის.

თუ გაყინული კენკრით კომპოტის მომზადებას აპირებთ, არაა აუცილებელი კენკრის გალღობა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.