Connect with us

ჰოროსკოპი

მარტი 3 ზოდიაქოს ნიშანს დიდ ფულს მოუტანს. ანჯელა პერლის პროგნოზი

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ტაროლოგი ანჯელა პერლი ცვლილებებს გვპირდება. ნახეთ, რას გიმზადებთ მარტი.

ჰოროსკოპი 2024 წლის მარტისთვის

ანჯელა პერლი პროგნოზირებს, რომ მარტში ბევრი დადებითი ცვლილება გველოდება. ამაში ვერძი პირველი დარწმუნდება. ნებისმიერი საქმე შეუფერხებლად წინ წავა. თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი უნარების ათვისება ან სამსახურში ახალი პროექტი. შემოქმედებაც კარგია. სამსახურში დაწინაურებას ელოდეთ.

ტაროლოგი კუროს ნიშნის წარმომადგენლებს ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევას ურჩევს. დასვენება არ უნდა დაგავიწყდეთ. სანუკვარ ოცნებას მიუახლოვდებით. საზღვარგარეთთან დაკავშირებული შანსები გაიზრდება. თითოეული გამოიყენეთ, რომ ნათელ მომავალს გზა გაუხსნათ.

ტყუპებს ბევრი პრობლემა ელოდება. ეს მშობლების ჯანმრთელობასთან ან სამსახურის პრობლემებთან კავშირში იქნება. არ დანებდეთ, არამედ იმოქმედეთ. მშობლების ჯანმრთელობას მიხედეთ, სამსახურში გაზრდილ პასუხისმგებლობას უშიშრად შეხვდით. ასე ხელფასის მომატებას და დაწინაურებას შეძლებთ. საკუთარ თავზე მუშაობით სასურველი შედეგი აუცილებლად მოვა.

კირჩხიბისთვის მარტი სასიამოვნო სიახლეებით სავსე იქნება. ეს ახლობლებს ან სამსახურს უკავშირდება. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. პირადშიც სასიამოვნო ცვლილებები გელით. დიდი ალბათობით, გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ასტროლოგიური პროგნოზი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის

მარტში ლომის ჯანმრთელობა გაუმჯობესდება და ნაკლებად შეაწუხებს. შემოსავლის წყარო შეიცვლება. ფინანსები სწორად მართეთ. სასიყვარულო სფეროში სიმშვიდეა. გირჩევთ, ფსიქოლოგთან მიხვიდეთ, რომ საკუთარი თავის უკეთ გაგება შეძლოთ.

ქალწული ახალ პარტნიორს შეხვდება ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს. მარტი გარდასახვის მომასწავებელია. სტილს შეიცვლით ან სერიოზულ კოსმეტიკურ პროცედურებს ჩაიტარებთ. თქვენი გარემო შეიცვლება. მეგობართან დამშვიდობება მშვიდად უნდა მიიღოთ.

გაზაფხულის პირველ თვეს სასწორი გარიგების წარმატებით დასრულებას შეძლებს. მოსალოდნელია უძრავი ქონების, ავტომობილის ყიდვა ან ახალი მომგებიანი პროექტის დაწყება. სამყარო გირჩევთ, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოთ. ჯანმრთელობას მიხედეთ, როგორც გონებრივს, ასევე ფიზიკურს. გაზაფხული კარდინალურ ცვლილებებს ხელს შეუწყობს.

მორიელს ამ თვეში ბევრი იდეა გაუჩნდება, რაც სამსახურში პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება. ახლობლებისგან სასიხარულო ამბავს ელოდეთ. შეიძლება მოხდეს ისეთი მოვლენა, რომელიც წყობიდან გამოგიყვანთ. ემოციები მოთოკეთ და ცივი გონებით იმოქმედეთ.

ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის

მარტში წარმატება და იღბალი მშვილდოსნის მხარეს იქნება. ნებისმიერ საქმეში დაეხმარება. მოსალოდნელია, სამსახურიდან წამოსვლა და იმის დაწყება, რაც მოგწონთ. თვითრეალიზაციას მიხედავთ და მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ. ღირებულებების სრული გადაფასება შეიძლება მოხდეს. თქვენთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგება.

თხის რქას მარტში ახალი ადამიანების გაცნობა ელოდება. საზღვარგარეთთან დაკავშირებით შესაძლებლობები გამოჩნდება. ფინანსურად სტაბილური მდგომარეობაა. თქვენს ჰობს, საქმეს, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, მეტ დროს დაუთმობთ. ეს დრო დააფასეთ, რადგან ასე სულიერად ისვენებთ.

მერწყულს მარტში გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება მოუწევს. ხარჯები ჯანმრთელობას ან ყოფით პრობლემებს (მაგალითად, მანქანის შეკეთება) უკავშირდება. პირადში კარდინალურ ცვლილებებს ელოდეთ. განქორწინება ან ახალი რომანი მოსალოდნელია. მარტში ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავთ, რაც ცვლილებებისკენ გიბიძგებთ.

თევზები მარტში პირადი საზღვრების დაცვას დაიწყებს. მეტად დაფიქრდება, როგორ ექცევა ხალხი და რამდენად იმსახურებს ასეთ მოპყრობას. ეს განსაკუთრებით საყვარელ ადამიანს ეხება. ნათესავებთან დაკავშირებით კარგი ამბებია მოსალოდნელი. ამ თვეში ინვესტირება კარგია, მოგებას ელოდეთ.

Advertisement
Advertisement