Connect with us

ჯანმრთელობა

მარტივი ხალხური რეცეპტი, რომელიც ფსორიაზისა და ეგზემის დროს ძალიან დამეხმარა

ფსორიაზი და ეგზემა ყველაზე მეტად გავრცელებული კანის დაავადებებია. სამწუხაროა, მაგრამ ექიმებმა მისი წარმოშობის ნამდვილი მიზეზები ჯერ ვერ დაადგინეს.

არსებობს მოსაზარება, რომ დაავადების გადაცემა ხდება გენეტიკური გზით, იმუნური სისტემის სისუსტისა და არაადეკვატური მუშაობით, კანის ზედაპირის პათოლოგიური ცვლილებებით, რაც შინაგანი ორგანოების არასწორი მუშაობით და ორგანიზმში დაგროვებული ტოქსინებითაა განპირობებული.

ამ დაავადებების გარეგნულად იდენტიფიცირება მარტივია – მშრალი, აქერცლილი კანი სიწითლით.

თანამედროვე მედიცინა ეგზემის და ფსორიაზის გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობას ემხრობა. ეს ჰორმონალური პრეპარატები ავადმყოფობის მდგომარეობას ამსუბუქებს, მაგრამ ყოველთვის ეფექტური არაა. გარდა ამისა, გლუკოკორტიკოიდის მაღალი ტოქსიკურობა ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს.

არატრადიციული მედიცინა გირჩევთ, რთულ სიტუაციაში იმედი არ დაკარგოთ! პირველ რიგში, ყველა შესაძლო სტრესისგან თავი დაიცავით, რადგან კანის ანთებითი პროცესის გამწვავება ხშირად ნერვულ აშლილობასთან არის დაკავშირებული.

მიზანშეწონილია, სხეული ტოქსინებისგან მცენარეული ნაყენების დახმარებით გაწმინდოთ და დროებით ვეგეტარიანულ დიეტაზე გადახვიდეთ. ასევე, გამოიყენეთ ხალხური საშუალება, რომელიც დაავადებების ნიშნებს გააქრობს და დაზიანებულ კანს აღადგენს!

ფსორიაზის მკურნალობა ხალხური საშუალებით

ოროვანდის ფესვების ნახარში

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ოროვანდის ფესვები
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება:

1. დაქუცმაცებული ოროვანდის ფესვები წყალში დაახლოებით 10 წუთით მოხარშეთ.

2. ნახარში ცოტათი გააგრილეთ და 10 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ.

3. ახალი ნახარში დღეში 3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში დალიეთ. გამაჯანსაღებელი კურსის შემდეგ ცოტა ხნით შეისვენეთ და მკურნალობა კვლავ გააგრძელეთ.

ავადმყოფობის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, შეგიძლიათ შავი კვლიავის ზეთი გამოიყენოთ. ეს ჯადოსნური ზეთი ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა. რეკომენდებულია მისი დაზიანებულ კანზე შეზელვა და 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიღება.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!