Connect with us

კულინარია

მარტივი ინგრედიენტები და რამდენიმე წუთი. რამდენიც არ უნდა მოვამზადო, თეფშიდან 5 წუთში ქრება

მარტივი ინგრედიენტები და რამდენიმე წუთი. რამდენიც არ უნდა მოვამზადო, თეფშიდან 5 წუთში ქრება

დიასახლისების უმეტესობამ ამ კერძის რეცეპტის საკმაოდ დამახინჯებული ვერსია იციან, როცა ყველა ინგრედიენტს ფენებად აწყობენ და ზემოდან მაიონეზს გულუხვად ასხამენ. უბედურება იმაშია, რომ სოუსი პროდუქტების გემოზე გავლენას ახდენს და თერმული დამუშავებისთვის განკუთვნილი საერთოდ არაა!

ხორცის მომზადების ორიგინალური რეცეპტი გამოცხობას და პორციების ფორმაში ან პატარა ტაფაზე რძიანი ბეშამელის სოუსში შეწვას გულისხმობს. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სწრაფად და მარტივად გემრიელი ხორცის კერძი წვეთი მაიონეზის გარეშე.

ხორცი კაპიტნურად

ინგრედიენტები 4 პორციაზე:

  • 500 გრ ღორის ან ძროხის ხორცი
  • 2 ხახვი
  • 4-6 საშუალო კარტოფილი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 100 გრ მყარი ყველი
  • მარილი, წიწაკა

სოუსის ინგრედიენტები:

  • 50 გრ კარაქი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • მარილი

მომზადება:

1.კარტოფილი გაასუფთავეთ და მთლიანად, ოდნავ დამარილებულ წყალში მოხარშეთ.

2.სანამ კარტოფილი იხარშება, ბეშამელის სოუსი მოამზადეთ. ამისთვის კარაქი გაადნეთ, ფქვილი დაუმატეთ და ცეცხლიდან არ გადმოდგათ, კარგად აურიეთ. როცა ზედაპირზე თეთრი ქაფი გაჩნდება, ცივი რძე დაასხით და მარილი მოაყარეთ. კვლავ მორევა გააგრძელეთ. ცხელი სოუსი ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ, არამედ იმწამსვე ცეცხლიდან გადმოდგით.

3.ხორცი ნაჭრებად დაჭერით და ორივე მხრიდან კარგად შეწვით.

4.ხახვი რგოლებად, კარტოფილი კი ნაჭრებად დაჭერით. ყველი გახეხეთ.

5.ამ კერძის მომზადება საცხობ პორციის ზომა ფორმებში სჯობს, თუმცა თუ ასეთი ჭურჭელი არ გაქვთ, შეგიძლიათ ერთ დიდ ჭურჭელში გამოაცხოთ.

6.საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით, ხახვის ფენა დააწყვეთ, ზემოდან ხორცის ფენა. ხორცს ოდნავ მარილი და წიწაკა მოაყარეთ, შემდეგ თანაბარ ფენად კარტოფილის ნაჭრები დააწყვეთ.

7.კარტოფილს სოუსი გულუხვად მოასხით და ყველი მოაყარეთ. ფორმა 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში, 20-25 წუთით მოათავსეთ.

სამზარეულოდან გამოსული არომატი თავბრუს დაგახვევთ და ნერწყვები მოგადგებათ. თქვენს მეგობრებს ამ წვნიანი ხორცის რეცეპტის გაგება აუცილებლად ენდომებათ, ამიტომ გაუზიარეთ მათ სტატია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement