Connect with us

თავის მოვლა

მანიკიური 60 წლის შემდეგ. რჩევები, რომლებიც ხელებს ვიზუალურად აახალგაზრდავებს

არსებობს მოსაზრება, რომ ასაკოვანმა ქალმა ღია ტანსაცმელზე, კაშკაშა მაკიაჟსა და მანიკიურზე უარი უნდა თქვას, რომ უფრო ახალგაზრდა გამოჩდეს. Аlltime.ge–ს რედაქციამ ამ მითის გაქარწყლება გადაწყვიტა. გიამბობთ, როგორი მანიკიურია გონივრული და ლამაზი 60 წლის შემდეგ.

ვისაუბრებთ ფერზე, ფორმასა და დიზაინზე, რომელიც ხელებს არ აბარებს. მანიკიურის ბევრი ვარიანტი არსებობს, რომელთაც ასაკის მოკლება შეუძლიათ. მთავარია, ოთხი ძირითადი რეკომენდაცია დაიცვათ. ასე ხელებს ვიზუალურად გააახალგაზრდავებთ.

როგორი უნდა იყოს მანიკიური 60 წლის შემდეგ: ყველა ნიუანსი

რეკომენდაცია №1

ასაკოვან ქალს მანიკიურის ტრენდებზე აყოლას არ ვურჩევთ. სწორედ ამიტომ, დაივიწყეთ ნუშის ფორმა, ზუსტი კვადრატი და ბალერინა. ასეთი ფორმები ასაკს მხოლოდ შეგმატებთ. მათ ნაცვლად რბილი კვადრატი ან ოვალი აირჩიეთ. ასე ფრჩხილებს დააგრძელებთ და ხელებს ვიზუალურად გააახალგაზრდავებთ.

რეკომენდაცია №2

ღია ფერის მანიკიურზე უარი არ თქვათ. ნეიტრალური, ხორცისფრის ან ნახევრად გამჭვირვალე ფერების შერჩევა არ გჭირდებათ. საქმე იმაშია, ლაქის ნაჯერი ფერი 60 წლის შემდეგ იდეალური არჩევანია. ძალიან ელეგანტურად რომ გამოიყურებოდეთ, ფრჩხილები წითლად შეიღებეთ. მოწიფულ ხელზე ძალიან მდიდრულად და გემოვნებიანად გამოიყურება.

რეკომენდაცია №3

დაივიწყეთ ფერები, რომლებიც თქვენს კანს ერწყმის. რძისფერი და ცისფერი ხელებზე ვენებს ხაზს უსვამს, ამით რამდენიმე წელს გმატებთ. თავი აარიდეთ ფერებს, რომლებიც თქვენს სტილს არ აახლებს, არამედ აუარესებს.

რეკომენდაცია №4

ლაქის ფერი და ფორმა კარგი შედეგის გარანტიას არ წარმოადგენს. ხელები მაქსიმალურად ლამაზი რომ გამოჩნდეს, მასზე მუდმივად უნდა იზრუნოთ. კუტიკულის ზეთი, დამატენიანებელი კრემი, ვიტამინები ფრჩხილის ფირფიტის გასაძლიერებლად, 60 წლის ქალის ერთგული მეგობრებია. კომპლექსური მოვლით ხელზე კარგ შედეგს მიიღებთ. არ დაგავიწყდეთ რეგულარული პროცედურები, ასე ფრჩხილები ბზინვარებს და სიძლიერეს არ დაკარგავს.

ამ ოთხი წესის დაცვას გირჩევთ. ასე თქვენი მანიკიური მოდური და ძვირადღირებული გამოჩნდება. თან ხელები ვიზუალურად გააახალგაზრდავდება. ნატურალური ფორმა, ღია ფერის ლაქი და დროული მოვლა თავის საქმეს აკეთებს.

Advertisement
Advertisement