Connect with us

ჯანმრთელობა

მანდარინის ქერქში უდიდესი ძალაა! ეს 7 რეცეპტი ნამდვილად გიშველით!

მანდარინის ქერქს არაჩვეულებრივი სუნი აქვს! შეისუნთქავ მის არომატს და მაშინვე სადღესასწაულო განწყობა გიჩნდება.

უნიკალური ნაყოფი არა მარტო წვენით არამედ არაჩვეულებრივი გემოთიც გამოირჩევა. ესპანური დასახელება mandarino – სიტყვისგან “se mondar” წარმოიქმნა რაც იოლად გასაფცქვნელს ნიშნავს. ამ სტატიაში სწორედ მის კანზე ვისაუბრებთ!

მანდარინის ქერქი

მისი გამოყენება სხვადასხვა ავადმოყოფობების პროფილაქტიკისთვის

დისბაქტერიოზისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემების დროს

გამოაშრეთ მანდარინის ქერქი. დაფხვენით ყავის საფქვავში. ნაზ ფორთოხლისფერ ფხვნილს მიიღებთ. 1 ჩაის კოვზი მიღებული ფხვნილი დაუმატეთ ნებისმიერ საჭმელს. ეს საშუელბა დაგეხმარებათ მეტეროიზმის დროს, ასევე კუჭ-ნაწლავის მუშაობის შეფერხებების დროსაც დიდ სარგებელს მოგიტანთ!
მოადუღეთ ყავა ამ ფხვნილით! – მიიღებთ გასაოცარი არომატის სითხეს!

ბრონქიტის დროს

2 სუფრის კოვზ კანს დაასხით 1.5 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ სასმელი სუსტ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, გადმოდგით ცეცხლიდან და დააყენეთ ერთი საათის განმავლობაში. მიიღეთ ეს წამალი – ნახევარი სუფრის კოვზი სამჯერ დღეში, გამთბარი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მშრალი ხველის დროს

2 სუფრის კოვზ დაფხვნილ კანს დაასხით 1 სუფრის კოვზი არაყი და 1 კვირა ბნელ ადგილას გააჩერეთ. გაწურეთ სამკურნალო სითხე. მიიღეთ წყალში გახსნილი – 20 წვეთი, დღეში სამჯერ – ჭამამდე. კანში არსებული ეთერზეთები სასწაულს სჩადიან, ხველა ძალიან სწრაფად შეგიწყდებათ!

გაციებისას

დაასხით მდუღარე წყალი დაჭრილ ქერქს და ისუნთქეთ ორთქლი 10 წუთის განმავლობაში. არ გახვიდეთ სიცივეში ამ პროცედურის ჩატარებიდან 1 საათის განმავლობაში. ფიტოციის ეფექტის მეშვეობით, მანდარინის კანი ინფექციას ბოლომდე გაანადგურებს!

სოკოვანი დაავდებებისას

საკმარისია მისი კანი ფრჩხილბსა და ფეხის თითებს შორის შეიზილოთ და სოკო უბრალოდ გაქრება!

გადაღლისა და უძილობის დროს

წვრილად დაჭერით მანდარინის ახალი კანი, ჩადევით პარკში და შეისუნთქეთ მისი სუნი 15 წუთის განმავლობაში. ეს საშუალება ეფექტურია თავის ტკივილის დროსაც! ციტრუსის სუნი და ეთერზეთები დაღლილობის გადალახვაში, ნერვული სტრესის მოხსნაში, მოდუნებასა და სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებიან!

მაღალი წნევისა და არითმიის დროს

1 ჭიქა მანდარინის კანს დაასხით სამი ლიტრი მდუღარე წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დააყენეთ სითხე დაახლოებით 1 საათი. გაწურეთ. გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანა დაძინებამდე 1 საათით ადრე, ყოველ მეორე დღეს. განკურნების ეფექტისთვის 15 წუთიც საკმარისია.

მანდარინის კანის სპირტიანი ნაყენი, ასევე წყლის ნაყენი ან ნახარში აღმოსავლურ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა როგორც ბრონქიტის, გულის რევის, ხველის საწინააღმდეგო და საჭმლის მონელების გაუმჯობესების საშუალება. ჩვენს საშუალება გვაქვს გამოვიყენოთ რეცეფტები რომლებიც დრომ გამოსცადა!

მანდარინის ნაყოფი ზამთრის პერიოდში ორგანიზმს ვიტამნიებით გაამდიდრებს, ხოლო ფორთოხლისფერი კანი კი სხვადასხვა უსიმოვნებების გადალახვაში დაგეხმარებათ!